ზედა უჩხუბი, უჩხუბი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში მდინარე ნატანების მარცხნივ, ზღვის დონიდან 220 მ., ოზურგეთიდან 9 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის და წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიები. სოფელი სხვადასხვა დროს შედიოდა დვაბზუს და ბახვის სასოფლო საზოგადოებებში. უჩხუბში იყო გურიელების რეზიდენცია, რომელიც შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ შეიძინა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
468 |
|
|
2014 |
335 |
164 |
171
|
ლიტერატურა
სქოლიო