პირდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ფოთში. 1911 წელს მამა ოზურგეთის საპყრობილეში გარდაეცვალა. მესამე კლასის შემდეგ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და 1916 წელს სოფელს დაუბრუნდა.
1920 წელს დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. მისი პირველი ლექსი „გურია“ 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში“, ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს. 1920-იან წლებში იყო ლიტერატურული დაჯგუფება „პროლეტარული მწერლობის“ ერთ-ერთი მესვეური. 1931-1932 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, პიესებს, თარგმანებს. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, რომელიც 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: „შამილს“ (1934), „გიორგი სააკაძეს“ (1939), „რვალს“ (1952), „ხელაშვილის ოჯახს“ (1962). მანვე თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ოდენებით და მედლებით.