შემახის რაიონი (აზერ. Şamaxı rayonu) — რაიონი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შემახა.
ისტორია
შემახის რაიონი, ძველი შირვანის, შირვანშაჰის სამფლობელოს, ცენტრი, მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. 1846 წელს, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ჩამოყალიბდა შემახის გუბერნია და შემახის მაზრა. 1859 წლის 2 დეკემბერს ქალაქი შემახა დაანგრია მიწისძვრამ, რის გამოც გუბერნიის ცენტრი გადაიტანეს ბაქოში და ეწოდა ბაქოს გუბერნია. 1930 წელს ჩამოყალიბდა შემახის რაიონი.
ღირსშესანიშნაობა
რაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის აღსანიშნავია:
ადმინისტრაციული დაყოფა
რაიონი დაყოფილია ერთ საქალაქო (შემახა), სამი დასახლების და 46 სოფლის მუნიციპალიტეტად.
რესურსები ინტერნეტში