ბილიასუვარის რაიონი (აზერ. Biləsuvar) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბილიასუვარი.[1]
რაიონში არის 9 საავადმყოფო 520 საწოლით, 6 სამედიცინო კლინიკა და ეპიდემიოლოგიის ცენტრი, (სულ არის 11 სამედიცინო ცენტრი).[2]გარდა ამისა, რაიონში არის 16 საფოსტო განყოფილება და 26 მუნიციპალიტეტი.
გეოგრაფია
რაიონის მთლიანი ტერიტორია 1358 კმ² ფართობს მოიცავს და იკავებს მუღანის დაბლობის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს. ბილიასუვარს ესაზღვრება შემდეგი რაიონები: ტერიტორიას 53 კილომეტრიანი საზღვრით ჩრდილოეთით ესაზღვრება იმიშლის რაიონი, 23 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით საათლის რაიონი, 20 კილომეტრის მანძილზე საბირაბადის რაიონი, აღმოსავლეთით 23 კილომეტრის მანძილზე სალიანის რაიონს და ნეფთჩალის რაიონი 4 კილომეტრიანი საზღვრით, ჯალილაბადის რაიონი სამხრეთით 54 კილომეტრ მანძილზე, ხოლო ირანთან სამხრეთით აქვს 64 კილომეტრიანი საზღვარი. საზღვრების საერთო სიგრძე 241 კილომეტრის ტოლია.[3]
ბილიასუვარის კლიმატი საკმაოდ ცხელია. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 2 °C-ია, ხოლო ზაფხულში კი 26 °C. საშუალო წლიური ნალექი 260 მმ-ს შეადგენს. რაიონის ნიადაგის ძირითადი ტიპებია წაბლისფერი, ნაცრისფერი და სტეპური მარილიანი ნიადაგები.
ბილიასუვარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან უფრო დაბალა მდებარეობს, ტერიტორიის 542 ჰექტარი ტყეებს უჭირავს. ტყეებში გვხვდება ირემი, დათვი, გარეული ღორი, თხა, მგელი და ა.შ. [2]
ისტორია
ბილიასუვარის რაიონი 1930 წელს შეიქმნა პუშკინოს დასახლებაში. 1938 წელს რაიონს სახელი გადაარქვეს და პუშკინოს რაიონი დაარქვეს, ეს სახელი მას შენარჩუნებული ჰქონდა 1991 წლამდე.[4]
1963 წელს ტერიტორია გაერთიანდა ჯალილაბადის რაიონთან, ხოლო 1964 წელს კვლავ დამოუკიდებელი რაიონი გახდა. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და კვლავ ეწოდა ბილიასუვარის რაიონი.
დემოგრაფია
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 102 400 ადამიანს, რაც 2000 წელთან შედარებით 26 400 ადამიანით (დაახლოებით 34,7 პროცენტით) მატებაა 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 76 000 ადამიანს შეადგენდა.[5] მთლიანი მოსახლეობის 51 600 მამაკაცია, ხოლო 50 800 კი ქალი. [6] მოსახლეობის 26,7 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 27 400 ადამიანს) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[7]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო