ხანქენდი (აზერ. Xankəndi; სომხ. Ստեփանակերտ - სტეფანაკერტი; 1923 წლამდე სოფელი ხანქენდი; ძველი სახელი ეწოდა სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად) — ქალაქი აზერბაიჯანში, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ცენტრი, ყარყარჩაის ხეობაში; თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი. რკინიგზის სადგური – აღდამიდან 26 კმ, ევლახ-ნახიჩევანის საავტომობილო გზაზე. განვითარებულია მსუბუქი (აბრეშუმის კომბინატი, ფეხსაცმლის, ხალიჩების, სამკერვალო ფაბრიკები) და კვების (ღვინის ქარხანა, რძის კომბინატი) მრეწველობა. არის ელექტროტექნიკური, ასფალტბეტონის ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, ავეჯის ფაბრიკა.
გალერეა
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ 2005 census of the Nagorno-Karabakh Republic