ხიზი (აზერ. Xızı) — ქალაქი აზერბაიჯანში, ხიზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაქოდან 104 კმ-ში. ხიზი მოსახლეობის რაოდენობით (1600 კაცი) აზერბაიჯანში 66-ე ადგილზეა.
ქალაქი ხიზი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე — სამურის სამხრეთ კალთიდან დევეჩამდე გაშლილ ფენაზე. მთები დაბალია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 958 მეტრზეა — მთა სარაკუ და 2203 მეტრი — დუბრალის მთა. რამდენიმე რაიონში მთის ფერდობები გამოიყენება ზამთრის, ზოგი კი ზაფხულის საძოვრებად.[1]
მოსახლეობა
1921 წლის აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელ ხიზში ცხოვრობდა 803 კაცი (167 კომლი), ძირითადად თათები.
ღირსშესანიშნაობები
ქალაქიდან არც თუ ისე შორს შეიქმნა დასასვენებელი ზონა „ჯანნეტ ბაგი“. ხიზიდან 8 კილომეტრში არის კიდევ ერთი დასასვენებელი ზონა — ყიზილგაზმა. ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანული დრამის დამაარსებლის, ჯაფარ ჯაბარლისა და აზერბაიჯანელი პოეტის, მიქაილ მუშფიგის სახლ-მუზეუმები.[2]
ხიზი ცნობილია ხალიჩების ქსოვით. ხიზის ხალიჩები ბაქოს აზერბაიჯანული ხალიჩების ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც წესი, ხალიჩის შუა ნაწილი იყოფა უჯრედებად დიდი უჯრედების სახით, დანარჩენი კი იალქნებით იფარება. ხალიჩებზე ასევე გამოსახულია სიცოცხლის ხე და გეომეტრიული ნიმუშები.
კულტურაში
ცნობილია სიმღერა „ხიზი დაგლარი“, შექმილი კომპოზიტორ ალაკბარ თაგიევის მუსიკასა და ჰაფიზ ბახიშის ტექსტზე.
ხიზში მიმდინარეობდა საბჭოთა მხარტვრული ფილმის „უთავო მხედრის“ გადაღებების ნაწილი.[3]
გამოჩენილი ადამიანები
სქოლიო