ჯულფის რაიონი (აზერ. Culfa rayonu) — რაიონი აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჯულფა.
გეოგრაფია
რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი და სამხრეთიდან ირანი. ჯულფის რაიონი მდებარეობს ქალაქ ნახიჩევანიდან აღმოსავლეთით. რაიონის უმაღლესი წერტილია — მთა დამირლიდაღი (3368 მ). ზაფხულში რაიონის კლიმატი ცხელი და მშრალია, მაგრამ ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -10-დან -3 °C-მდე, ივლისი +19 და + 28 °C. წლიური ნალექი 200-600 მმ. მდინარეები ალინჯა, გადარა და არაქსი (ირანის საზღვრის გასწვრივ) მიედინება რაიონის ტერიტორიაზე.
სქოლიო