შალვა წინწალაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, გურჯაანის აგურის ქარხნის ცვლის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ექსპერტ-ქიმიკოსი, „საქსოფლქიმიის“ გურჯაანის სარაიონო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში