შალვა ბერიანიძე (დ. 20 თებერვალი, 1924, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პედაგოგი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1948-1992 წლებში მუშაობდა პარტიულ-ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოების განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალისტური პარტია“. ფრაქცია „თანხმობის“ თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში