ფრანგული ენა — ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა[1]. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი[2]. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.
ისტორია
ფრანგული ენა განვითარდა ხალხური ლათინური ენიდან გალიის ტერიტორიაზე რომაელთა გალების დაპყრობის შემდეგ[1]. გალების ენიდან შემორჩენილია ზოგიერთი სიტყვა. უფრო მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულები შემორჩა გერმანული ტომის - ფრანკების ენიდან, რომლებმაც დაიპყრეს გალია ახ. წ. V საუკუნეში და შეერივნენ ახალ მოსახლეობას[1]. გალური სუბსტრატისა და გერმანული სუპერსტრატის გავლენით აიხსნება ენის ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურება.
ფრანგული ენის ისტორია შემდეგ პერიოდებად დაიყოფა:
- გალურ-რომანული პერიოდი - (V-VII ს.ს.),
- ძველი ფრანგული პერიოდი - (IX-XII ს.ს.),
- საშუალო ფრანგული პერიოდი - (XIV-XV ს.ს.),
- ადრინდელი ახალი ფრანგული პერიოდი - (XVI ს.),
- ახალი ფრანგული-კლასიკური პერიოდი - (XVII-XVIII ს.ს.) და
- თანამედროვე ფრანგული პერიოდი - (XIX საუკუნიდან).
ზოგადი ცნობები
უძველესი წერილობითი ძეგლები VIII (რაიხენაუს გლოსები) საუკუნიდან არსებობს. პირველი გაბმული ტექსტი-842 („სტრასსბურგის ფიცი“, წმინდა „ევლალის ცხოვრება“). ახალი სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში ილ-დე-ფრანსის დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - პარიზი). XVI საუკუნეში შეიქმნა ეროვნული ფრანგული ენა, რომელმაც ოფიციალური სახელმწიფო საქმის წარმოებიდან განდევნა, როგორც ადგილობრივი დიალექტები, აგრეთვე ლათინური ენა[1]. შუა საუკუნეების ფართოდ გამოხატული დიალექტური საზღვრები თითქმის იშლება. კარგადაა შემონახული ჩრდილოური დიალექტები - პიკარდიული (ჩრდ. საფრანგეთი) და ვალონური (ბელგია). სხვა რეგიონებში იგი კილოკავებად იქცნენ.
XVII-XVIII საუკუნეებში ფრანგულ ენას საერთაშორისო ენის ფუნქცია დაეკისრა. XVII საუკუნეში დადგინდა სალიტერატურო ნორმა, რომელიც დღემდე ძირითადად უცვლელია.
ლექსიკამ ლიტერატურული ლათინურის ძლიერი გავლენა განიცადა. გვხვდება ბევრი ნასესხები სიტყვა ესპანური, ინგლისური, იტალიური ენებიდან. აგრეთვე ლათინური და ბერძნული სამეცნიერო ტერმინოლოგია.
ფრანგული ენა შედგება 15 ხმოვანისა და 20 თანხმოვანი ფონემისაგან. ხმოვნებში განირჩევა ღია და დახურული e და o, ლაბიალიზებული œ, ø, y, ცხვირისმიერი /ɑ̃/, /ɛ̃/, /ɔ̃/ and /œ̃/.
ფრანგულ ენას აფრიკატები არ გააჩნია. ბევრია ასოთშერწყმა, რომელიც ერთ ბგერას გადმოგვცემს (eau-ო, ai-ე).
უმახვილო ხმოვნები რედუქციას არ ექვემდებარება, თანხმოვნები არ ყრუვდება. მახვილი მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე.
დიალექტები
გავრცელება
სტატუსი
ოფიციალური ენა:
ანბანი
ანბანი ეფუძნება ლათინურ ანბანს. ხშირად გვხვდება დიაკრიტიკული ნიშნები.
ასო |
სახელწოდება |
ქართული შესატყვისი
|
|
ასო |
სახელწოდება |
ქართული შესატყვისი
|
A, a |
ɑ |
ა |
N, n |
ɛn |
ენ
|
B, b |
be |
ბე |
O, o |
o |
ო
|
C, c |
se |
სე |
P, p |
pe |
პე
|
D, d |
de |
დე |
Q, q |
ky |
კჲუ
|
E, e |
œ |
ჲო |
R, r |
ɛʁ |
ერ
|
F, f |
ɛf |
ეჶ |
S, s |
ɛs |
ეს
|
G, g |
ʒe |
ჟე |
T, t |
te |
ტე
|
H, h |
aʃ |
აშ |
U, u |
y |
ჲუ
|
I, i |
i |
ი |
V, v |
ve |
ვე
|
J, j |
ʒi |
ჟი |
W, w |
dubləve |
დუბლ-ვე
|
K, k |
kɑ |
კა |
X, x |
iks |
იქს
|
L, l |
ɛl |
ელ |
Y, y |
igʁɛk |
იგრეკ
|
M, m |
ɛm |
ემ |
Z, z |
zɛd |
ზედ
|
გრამატიკა
ფრანგული რომანულ ენებს ემსგავსება.
გრამატიკული წყობა ანალიზურია. სიტყვები არ იბრუნვის- ამ ფუნქციას სიტყვათა რიგი და წინდებულები; არსებით და ზედსართავს აქვს ორი რიცხვი, ორი სქესი(მდედრობითი და მამრობითი).
ფრანგულში არის სიტყვათა სუბიექტურ-ზმნურ-ობიექტური მიმდევრობა. თუმცა შეიძლება შეიცვალოს.
არტიკლი
ფრანგულ ენას აქვს არტიკლი, რომლის ფორმაცვალებადობაში, ისტორიული თვალსაზრისით, ლათინური ჩვენებითი ნაცვალსახელის გარკვეული განვითარება ჩანს.
არტიკლი სამგვარია:
- განსაზღვრული: le, la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: l'); მრავლობითში les;
- განუსაზღვრელი: un, une; მრავლობითში des;
- ნაწილობრივი: du, de la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: de l'); მრავლობითში des;
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელები ორი ტიპისაა:დამოკიდებული(je) და დამოუკიდებელი(moi).
ზმნა
ფრანგულში არის 3 ტიპის ზმნა. ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოს გვარისა და ზოგჯერ სქესის გრამატიკული კატეგორია.
ლექსიკა
ცალკეული სიტყვები და ფრაზები
- გამარჯობა - Bonjour!
- Bonjour madame! - მისალმება ქალს.
- donner le bonjour à quelqu'un - მიესალმო ვისმე
- გამარჯობა (ფამილარული) - Salut!
- Salut les copains! გამარჯობა, მეგობრებო!
- საღამო მშვიდობისა! - Bonsoir!
- ბატონი - Monsieur, Messieurs!
- ქალბატონი - Madame, Mesdame!
- Madame et messieurs- ქალბატონები და ბატონები
- Madame et messieurs! - ქალბატონებო და ბატონებო!
- Mademoiselle, Mesdemoiselles! - ქალბატონო! (მიმართვა გაუთხოვარი, ან უქმროდ მცოხვრები ქალისსადმი)
- ძვირაფასო!; საყვარელო! - chéri (მამრ.), chérie (მდედრ.)
- Mon cher! (მამრისადმი); Ma chère! (მდედრისადმი) - ჩემო ძვირფასო!
- მობრძანდით!; კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — Bienvenue!
- ძალიან სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნოა. (ძალიან) მიხარია! - enchanté
- Enchanté de faire votre conaissance - მიხარია (სასიამოვნოა) თქვენი გაცნობა
- თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (შენობითი ურთიერთობის ფორმა) - S’il te plaît
- თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (თქვენობითი ურთიერთობის, ან მრავლობითი ფორმა) - S’il vous plaît
- ხშირად ამ ფორმებს თარგმნიან ფორმით „გეთაყვა“, თუმცა ხსენებული ფორმა დღევანდელ ქართულში არ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად გაუგებარია ფრანგული ენის შემსწავლელისთვის და ბევრად ადვილია პარალელის გავლება ინგლისურ „ფლი:ზ“-თან, ან გერმანულ „ბითთე“-სთან, ან თუნდაც რუსულ „პაჟალუისტა“-სთან.
- გმადლობ(თ), მადლობა — Merci
- დიდად გმადლობ(თ), დიდი მადლობა - Merci beaucoup
- კი - Oui
- არა - Non
- ნახვამდის — Au revoir, À bientot
- მშვიდობით! - Adieu!
რიცხვები
- 1 — un, 2 — deux, 3 — trois, 4 — quatre, 5 — cinq, 6 — six, 7 — sept, 8 — huit, 9 — neuf, 10 — dix
ზმნები
- Être — ყოფნა.
- Faire — კეთება.
- Avoir — ქონა,ყოლა.
პირის ნაცვალსახელები
- Je — მე
- Tu — შენ
- Il (elle) — ის
- Nous — ჩვენ
- Vous — თქვენ
- Ils (elles) — ისინი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო