არტიკლი

არტიკლი (ლათ. articulus — ნაწევარი) — მეტყველების ნაწილი და წარმოადგენს დამხმარე სიტყვას, სიტყვა-ნაწევარს. არტიკლი ყოველთვის თან ახლავს არსებით სახელს და ანიჭებს მას განსაზღვრულობის ან განუსაზღვრელობის კატეგორიას. მაშასადამე არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი. არტიკლი ხშირად აღნიშნავს აგრეთვე თანმხლები სიტყვის გრამატიკულ სქესს, რიცხვსა და ბრუნვას.

არტიკლის ადგილი

არტიკლი შეიძლება არსებით სახელის წინ, ან უკან იდგეს. იმისდა მიხედვით, თუ სად დგას სიტყვა-ნაწევარი არსებითი სახელის თავში, თუ ბოლოში, განასხვავებენ ე.წ. წინამდებარე და უკუმდებარე არტიკლს. წინამდებარე არტიკლს პრეპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ, ხოლო უკუმდებარე არტიკლს პოსტპოზიციური არტიკლი ჰქვია.

პრეპოზიციური არტიკლი არსებით სახელთან ერთად ხშირად ერთგვარ ჩარჩოს ჰქნის და შუაში მოითავსებს ზედსართავ სახელს, განსაზღვრებას, ან გარემოებას.

არტიკლი დასტურდება გერმანიკულ, რომანულ, სემიტურ ენებში.

სლავურ ენათაგან არტიკლი გააჩნია მხოლოდ ბულგარულ ენას. არტიკლი ბულგარულში პოსტპოზიციურია.

პოსტპოზიციური არტიკლი გააჩნია რომანულ ენათაგან მხოლოდ ერთადერთ ენას, - რუმინულს. სხვა ყველა დანარჩენ რომანულ ენებში არტიკლი პრეპოზიციურია.

უკუმდებარე არტიკლი აგრეთვე გააჩნია სომხურს, რომელიც ასევე ინდოვროპული ენაა.

არტიკლი ქართულში

არტიკლს თანამედროვე ქართული ენა არ იცნობს, თუმცა მისი კვალი შეიმჩნევა ძველ ქართულში:
მაგ.;
„ნათელი ი გ ი ბნელსა შინა დგას და ბნელი ი გ ი მას ვერ ეწია.“

თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებულ (საგაზეთო, თუ სხვ.) თარგმანებში შეიმჩნევა არტიკლის სემანტიკის მქონე სიტყვათა მომძლავრება და მათზე არტიკლის ფუნქციის დაკისრების მცდელობა. ამ სიტყვათა მოჭარბებული გამოყენება სავარაუდოდ არტიკლის მქონე ენათა მატარებელი პირებისაგან მომდინარეობს ინტერფერენციული გზით. ეს სიტყვებია; (ერთი) ვინმე, ვინმეები; (ერთი) ვიღაც, ვიღაცები; (ერთი) რამე, რამეები; (ერთი) რაღაც(ა), რაღაცები; ერთი „–“.

არტიკლი ინგლისურში

  • ინგლისურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (definite article) - the.
2. განუსაზღვრელი არტიკლი (indefinite article) - a/an.
  • გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.

განსაზღვრული არტიკლი

  • განსაზღვრულ არტიკლს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვისათვის მხოლოდ ერთი ფორმა, - the აქვს:

მაგ.;
the boy, the boys, the day, the days, the girl, the girls.

განუსაზღვრელი არტიკლი

  • განუსაზღვრელი არტიკლი a იმ სიტყვების წინ დაისმის, რომლების თანხმოვანზე იწყება, ხოლო an გამოიყენება მაშინ, თუ სიტყვა რომელიმე ხმოვანზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იოტირებული ხმოვნები, ან იოტირებით წაკითხვადი ხმოვნები·

მაგ.;

a man, a hat, a university, a European, a one-way street.

! ფორმა an გამოიყენება იმ სიტყვების წინ, რომლებიც იწყება;

1. ხმოვანზე (a, e, i, o, u), ან ყრუ თანხმოვან h-ზე .

მაგ.;

an apple, an island, an uncle, an egg, an onion, an hour.
2. ხმოვან ბგერაზე, მაგ.; აბრევირებული სიტყვების წინ.

მაგ.;

an L-plate, an MP, an SOS, anx

განუსაზღვრელი არტიკლი ყველა სქესის სიტყვათათვის ერთი და იგივე არის;
მაგ.;

a man, a woman, an actor, an actress, a table.

არტიკლი გერმანულში

გერმანული არტიკლი (der Artikel, არსებობს აგრეთვე „არტიკლის“ გერმანული ადეკვატი, – das Geschlechtswort, რაც ზედმიწევნით თარგმანში სქესის (გამომხატველი) სიტყვაა.)

ფორმაცვალებადობის მხრივ ერთ-ერთი მეტად მდიდარია, მაგრამ მისი გამოყენების შესწავლა ერთ-ერთ ურთულესად მიიჩნევა, განსაკუთრებით კი იმ ენების მატარებელთათვის, რომელთაც მშობლიურ ენაში არტიკლის კატეგორია საერთოდ არ მოეპოვებათ.

  • გერმანულ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (der bestimmte Artikel),
2. განუსაზღვრელი არტიკლი (der unbestimmte Artikel),
  • გერმანულ არტიკლს სამი სქესი აქვს - მდედრობითი, მამრობითი და საშუალო.
  • აქვს ორი რიცხვი – მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • გერმანული განსაზღვრელი და განუსაზღვრელი არტიკლი იბრუნვის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის, სამივე სქესში. გამონაკლისს წარმოადგენს განუსაზღვრელი არტიკლი (მამრ. სქ. ein; მდედრ. სქ. eine; საშ. სქ. ein), რომელსაც მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია, რადგან იგი სიტყვა „ერთი“-საგან არის ნაწარმოები.

განსაზღვრული არტიკლის (der, die, das) ფორმები, მხოლობითი რიცხვი

მამრობითი სქესისათვის - der
მდედრობითი სქესისათვის - die
საშუალო სქესისათვის - das

განუსაზღვრელი არტიკლის (ein, eine, ein) ფორმები, მხოლობითი რიცხვი

მამრობითი სქესისათვის - ein
მდედრობითი სქესისათვის - eine
საშუალო სქესისათვის - ein

მრავლობითი რიცხვის არტიკლი - die

მრავლობითი რიცხვისათვის გერმანულ ენაში მხოლოდ ერთი ფორმა - die არსებობს. მიუხედავად იმისა, რომელი გრამატიკული სქესი ჰქონდა მხოლობით რიცხვში არსებით სახელს მრავლობით რიცხვში გადაყვანისას ის ყოველთვის ფორმა die-ს დაირთავს.

! ზემოხსენებული არტიკლები მოცემულია სახელობითი ბრუნვაში.

არტიკლის ბრუნება

განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლების ბრუნების ცხრილი
სქესის და რიცხვის მიხედვით
ბრუნვა კითხვები მამრობითი სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
მდედრობითი სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
საშუალო სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
მრავლობითი რიცხვი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
სახელობითი wer? was? der, ein die, eine das, ein die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
ნათესაობითი wessen? des, eines der, einer des, eines der, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
მიცემითი wem? dem, einem der, einer dem, einem den, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
ბრალდებითი wen? was? den, einen die, eine das, ein die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს

არტიკლი ფრანგულში

  • ფრანგულ ენაში განასხვავებენ სამი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (l'article défini),
2. განუსაზღვრელი არტიკლი (l'article indéfini),
3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (l'article partitif).
  • ფრანგულ არტიკლს ორი სქესი აქვს - მდედრობითი და მამრობითი.
  • აქვს ორი რიცხვი – მხოლოობითი და მრავლობითი.

განსაზღვრული არტიკლის (le/l', la, les) ფორმები

  • მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
le prince - პრინცი, უფლისწული.
l'enfant - ბავშვი.
le héros - გმირი.
l'homme - ადამიანი, კაცი.
  • მამრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
les princes - პრინცები, უფლისწულები.
les enfants - ბავშვები.
les héros - გმირები.
les hommes - ადამიანები, კაცები.
  • მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
la serviette - ხელსახოცი, პორტფელი, საქაღალდე.
l' orange - ფორთოხალი.
la hauteur - სიმაღლე.
l' heure - საათი, დრო.
  • მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
les serviettes - ხელსახოცები, პორტფელები, საქაღალდეები.
les oranges - ფორთოხლები.
les hauteurs - სიმაღლეები.
les heures - საათები, დროები.

განუსაზღვრელი არტიკლის (un, une) ფორმები

განუსაზღვრელ არტიკლს ფრანგულ ენაში მხოლოდ ერთი მრავლობითი ფორმა აქვს.

  • მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
un client - კლიენტი, მუშტარი.
  • მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
une élève - მოსწავლე (გოგონა).
  • მამრობითი სქესი და მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
des problèmes - პრობლემები.

ნაწილობითი არტიკლის ფორმები

არტიკლი ესპანურში

  • ესპანურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი.
2. განუსაზღვრელი არტიკლი.
  • გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი სქესი.

განსაზღვრული არტიკლის (el, la, los, las) ფორმები

მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი

  • მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის el.
el medico – ექიმი.
el tren – მატარებელი.

მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი

  • მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის los.
los medicos – ექიმები.
los trenes – მატარებლები.
განსაზღვრული არტიკლის შერწყმა წინდებულებთან
წინდებულ a-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება a + el = al.
წინდებულ de-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება de + el = del.

მაგ.;

Hoy voy al mercado. დღეს ბაზარში მივდივარ.
No encuentro la llave del coche. ავტომანქანის გასაღებს ვერ ვპოულობ.

მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი

  • მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la.
la familia – ოჯახი.
la noche – ღამე.

მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი

  • მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის las.
las familias – ოჯახები.
las noches – ღამეები.

განუსაზღვრელი არტიკლის (un, una, unos, unas) ფორმები

სხვა ენათაგან განსხვავებით ესპანურს განუსაზღვრელი არტიკლი მრავლობითი რიცხვისთვისაც გააჩნია ( - მიუხედავად იმისა, რომ განუსაზღვრელი არტიკლი ესპანურშიც სიტყვა ერთისაგანაა ნაწარმოები), თანაც ამ ენაში არსებული ორივე სქესისათვის.

მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი

  • მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის un.
un medico – ექიმი.
un tren – ღამე.

მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი

  • მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unos.
unos medicos – ექიმები.
unos trenes – მატარებლები.

მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი

  • მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის una.
una familia – ოჯახი.
una noche – ღამე.

მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი

  • მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unas.
unas familias – ოჯახები.
unas noches – ღამეები.
უარსებითოდ დასმული არტიკლის შემთხვევა
არტიკლ un-ს შეცვლის uno, თუკი არსებითი სახელი წინა წინადადებაში გამოიყენეს.

მაგ.;

¿Tienes un perro? გყავს ძაღლი?
-Si, tiengo uno. კი. (ერთი) მყავს.

არტიკლი იტალიურში

  • იტალიურ ენაში არტიკლი სიტყვის წინ დგას და აჩვენებს მოცემული სიტყვის სქესსა და რიცხვს. განასხვავებენ ორი სახის არტიკლს; ესენია;
1. განსაზღვრული არტიკლი (L'articolo determinativo)
2. განუსაზღვრელი არტიკლი (L'articolo indeterminativo).
3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (L'articolo partitivo).

განსაზღვრული არტიკლი (il, lo, la...)

იტალიურ ენაში განსაზღვრულ არტიკლს აქვს სხვადასხვა ფორმები. იტალიური განსაზღვრული არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ასოებზე იწყება მოცემული არტიკლის შემდეგ მდებარე სიტყვა.

განსაზღვრული არტიკლის
ფორმები მამრობითი და მდემდრობითი სქესისთვის
მამრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესის
მრავლობითი რიცხვი
შენიშვნა
il libro
i libri
თანხმოვნების წინ მამრ. სქესის მხ. რიცხვში გამოიყენება il, ხოლო მამრ. სქესის მრავლ რიცხვში კი i გამოიყენება.
lo
-zero
-specchio
-psichiatra
-yacht
-xilofono
gli
-zeri
-specchi
-psichiatri
-xilofono
-yacht
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ პირიქით მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში lo, ხოლო მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში კი gli გამოიყენება.
მაგ.; Gli indirizzi utili.
i' albergo
gli alberghi
ხმოვნების წინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში იწერება l' , ხოლო gli-ს დავწერთ მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში

მდედრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მდედრობითი სქესის
მრავლობითი რიცხვი
შენიშვნა
la studentessa
le studentesse
მხოლობით რიცხვში მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la.
l' amica
le amiche
თუ მხოლობით რიცხვში მდგარი მდედრ. სქესის სიტყვა ხმოვნით იწყება, მაშინ ეს არტიკლი შეიკვეცება და დაიწერება l'.

მრავლობითი რიცხვში, იმისდა მიუხედავად, სიტყვის დასაწყისში თანხმოვანთან გვაქვს საქმე თუ ხმოვანთან დაიწერება არტიკლი le-ფორმა.

მაგ.; Le nuove giacche: La Pelle.

განუსაზღვრელი არტიკლი (uno, un, una, un' )

განუსაზღვრელი არტიკლი განსაზღვრულის მსგავსად დგას არსებითი სახელი წინ და მითითებს მოცემული არსებითი სახელის გრამატიკულ რიცხვსა და სქესზე. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რამეს პირველად ახსენებენ საუბარში. განუსაზღვრელი არტიკლის ფორმა დამოკიდებულია მომდევნო სიტყვის დამწყებ ასო-ნიშანზე.

მამრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მდედრობითი სქესის
მრავლ. რიცხვი
შენიშვნა
un libro
una studentessa
თანხმოვნების წინ მამრ. სქესისთვის გამოიყენება არტიკლი un, ხოლო მდედრობითისთვის კი una გამოიყენება.
un albergo
un' amica
ხმოვნების წინ მხოლოდ მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი დაირთავს აპოსტროფს.
uno specchio
uno zaino
uno yogurt
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში განუზღვრელი არტიკლის ფორმად uno გამოიყენება .

ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი

არტიკლი ბულგარულში (-ът/-а, -та, -то, -те)

თანამედროვე ბულგარული ენის ჩამოყალიბება ძველი საეკლესიო სლავურის გავლენისგან გათავისუფლების ხარჯზე მოხდა XIX საუკუნის მიწურულს. დროთა განმავლობაში ბულგარულმა ენამ დაკარგა არსებითი სახელის ბრუნება და მის ნაცვლად დამკვიდრდა განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც პოსტპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ.

მრავალ სხვა ენათაგან გასხვავებით არტიკლი ბულგარულ ენაში სიტყვას ბოლოში მოუდის და სიტყვაფორმის უშუალო ნაწილი ხდება, ანუ ბულგარული არტიკლი არ დგას არსებითისაგან გამოცალკევებით. არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია სიტყვის გრამატიკულ სქესზე. გარდა ამისა, მამრობითი სქესის არსებით სახელებს გააჩნიათ ე.წ. გრძელი და მოკლე ფორმები.

ბულგარული არტიკლისთვის დამახასიათებელია:

* პოსტპოზიციურობა (ბოლოსართაულობა)
* განსაზღვრულობა
* დიფერენცირებულობა სქესში
* დიფერენცირებულობა რიცხვში
* მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სქესი არ გააჩნია.

მხოლობითი რიცხვი

არტიკლის ფორმები (-ът/-а, -та, -то) სამივე სქესისათვის

მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ფაქტობრივად ერთი ფორმა გააჩნია. თუმცა არსებობს (უფრო იშვიათად) ასევე ფორმა -тa-ც, რომელიც მდედრობითი სქესის არტიკლს ჰგავს და სხვა ფუნქცია (კერძოდ სახელის მრავლობითში განსაზღვრის ფუნქცია) აკისრია.

არტიკლის ფორმათა ცვალებადობა
მრავლობით რიცხვში სამივე სქესისათვის
სქესი არსებითი სახელი უარტიკლოდ
განუსაზღვრელი ფუნქციით
ქართულად არსებითი სახელი
განსაზღვრულ არტიკლთან ერთად
ქართულად
მამრობითი багаж ბარგი багажът ბარგი
მდედრობითი кола ავტომანქანა колата ავტომანქანა
საშუალო колело ველოსიპედი колелото ველოსიპედი

მრავლობითი რიცხვის არტიკლი (-те, ან -тa) სამივე სქესისათვის

მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ერთი ფაქტობრივად ერთი ფორმა გააჩნია. ფორმა -те-ს ნაცვლად არსებითი სახელი დაირთავს მრავლობით რიცხვში -тa-ს

არტიკლის ფორმათა ცვალებადობა
მრავლობით რიცხვში სამივე სქესისათვის
სქესი არსებითი სახელი უარტიკლოდ
განუსაზღვრელი ფუნქციით
ქართულად არსებითი სახელი
განსაზღვრულ არტიკლთან ერთად
ქართულად
მამრობითი багажи ბარგები багажите ბარგი
მდედრობითი цени ფასები цените ფასები
საშუალო колела ველოსიპედები колелата ველოსიპედები
* ბულგარულ ენაში არსებითი სახელისთვის არტიკლის არდართვა მიანიშნებს იმას, რომ ეს სახელი განუსაზღვრელი კატეგორიისა არის.

არტიკლი არაბულში (...ال)

არაბული ენა იცნობს ال არტიკლს, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული (დეტერმინირებული) არსებითი სახელების წინ დაისმის და წარმოითქმის, როგორც [ალ]. არტიკლი „ალ“ სხვადასხვა არაბულენოვან ქვეყნებში, ან არაბული ენის დიალექტებში ხშირად ჟღერს და ისმის როგორც [ელ], ან [ილ].
არაბული არტიკლი არ იცვლის ფორმას რიცხვსა და ბრუნვაში. გარდა ამისა, „ალ“ არტიკლი ჰკარგავს ბგერა ა-ს და იგი არ ისმის, თუ მის წინ ხმოვანია.
განსაზღვრული და განუსაზღვრელი არსებითი სახელები სალიტერატურო ენაში დამატებით სხვადასხვაგვარ სუფიქსებს დაირთავენ, რომელთა წაკითხვა არაბული ენის ჯერ კიდევ გაუწაფავი მცოდნისთვის მხოლოდ სრული გახმოვანების პირობებშია შესაძლებელი.
მაგ.;

القمر [ ალ-ყამარ-უ ] მთვარე,
قمر [ ყამარ-უნ ] მთვარე.

ლიტერატურა

  • ქსე. პირველი ტომი.

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Kazi Ahmed Taluka – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2016) (Learn how and when to remove this template message) Town in Sindh, PakistanQazi Ahmed قاضی احمدTownQazi AhmedShow map of SindhQazi AhmedShow map of PakistanCoordinates: 26�...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. PT Indo Acidatama TbkJenisPublikKode emitenIDX: SRSNIndustrikimiaDidirikan1982KantorpusatJakarta, IndonesiaTokohkunciBudhi MoeljonoProdukkimiaSitus webwww.acidatama.co.id PT Indo Acidatama Tbk adalah sebuah perusahaan publik di Indonesia (IDX: SRSN) ya...

 

Часть серии статей о Холокосте Идеология и политика Расовая гигиена · Расовый антисемитизм · Нацистская расовая политика · Нюрнбергские расовые законы Шоа Лагеря смерти Белжец · Дахау · Майданек · Малый Тростенец · Маутхаузен ·&...

Swedish DJ duo Rebecca & FionaFiona FitzPatrick and Rebecca Scheja, 2011Background informationOriginStockholm, SwedenGenresPop, indie pop, dance, electro house, eurodanceYears active2010–presentLabelsStereo StereoMembersRebecca SchejaFiona FitzPatrickWebsitewww.rebeccafiona.com Rebecca & Fiona is a Swedish DJ duo from Stockholm. The duo was founded by Rebecca Scheja (born 26 January 1989) and Fiona FitzPatrick (born 28 November 1988)[1] in 2007, when they met at a party and ...

 

1804 and 1805 House elections in Vermont 1804–1805 United States House of Representatives elections in Vermont ← 1802–1803 September 4, 1804 (1804-09-04) – March 25, 1805 (1805-03-25) 1806 → All 4 Vermont seats to the United States House of Representatives   Majority party Minority party   Party Federalist Democratic-Republican Last election 3 1 Seats won 2 2 Seat change 1 1 Elections in Vermont Federal governm...

 

Ragna DebatsRagna Debats after her 3rd place at the 2017 Limone Extreme SkyRacePersonal informationFull nameRagna Cathelijne DebatsNationalityDutchBorn (1979-03-22) 22 March 1979 (age 45)CataloniaSportCountry NetherlandsSportSnowshoe runningTrail runningSkyrunning Medal record Trail running 2019 Marathon des Sables World Championships 2018 Penyagolosa Women's overall 2016 Braga Women's overall Skyrunning European Championships 2017 Val d’Isère Ultra SkyRace Snowshoe running ...

Cet article est une ébauche concernant le jeu vidéo. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) (voir l’aide à la rédaction). Logo Dreamarena Dreamarena était un service en ligne gratuit compatible avec la console Dreamcast en Europe. La console était connectée par un modem en réseau 33.6kbit/s permettant l'accès à plusieurs services comme l'accès à internet, la possibilité de jouer à des jeux en ligne et ou en multijoueur[1]. Le jeu ChuCh...

 

dr. Hj.Pahimah Iskandar,Pahimah sebagai Wakil Wali Kota Sorong Wakil Wali Kota Sorong Ke-3PetahanaMulai menjabat 22 Agustus 2017PresidenJoko WidodoGubernurDominggus MandacanWali KotaLamberthus JitmauMasa jabatan11 Juni 2012 – 11 Juni 2017PresidenS.B. YudhoyonoJoko WidodoGubernurAbraham AtururiDominggus MandacanWali KotaLamberthus JitmauPendahuluBaesara WaelPenggantiPetahana Informasi pribadiLahirPahimah(1949-08-01)1 Agustus 1949 Rappang, Daerah Sulawesi SelatanKewarganegara...

 

1984 United States Senate election in Maine ← 1978 November 7, 1984 1990 →   Nominee William Cohen Libby Mitchell Party Republican Democratic Popular vote 404,414 142,626 Percentage 73.34% 25.87% County results Cohen:      60–70%      70–80% U.S. senator before election William Cohen Republican Elected U.S. Senator William Cohen Republican Elections in Maine Federal offices U.S. President 1820 1824 1828 183...

Berryz Kobo Paese d'origine Giappone GenereJ-pop Periodo di attività musicale2004 – 2015 EtichettaPiccolo Town Album pubblicati10 Studio8 Raccolte2 Sito ufficiale Modifica dati su Wikidata · Manuale Le Berryz Kobo (Berryz工房?, Berīzu Kōbō, letteralmente «Laboratorio delle Berryz») sono un gruppo femminile di idol giapponesi. Fanno parte del Hello! Project. La musica ed i testi di quasi tutte le loro canzoni sono scritti da Tsunku, il fondatore e pr...

 

Questa voce o sezione sull'argomento missioni spaziali non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. STS-97Emblema missione Dati della missioneOperatoreNASA NSSDC ID2000-078A SCN26630 ShuttleEndeavour Lancio30 novembre 2000, 10:06 p.m. EST Luogo lancioRampa 39B Atterraggio11 dicembre 2000, 6:04 p.m. EST...

 

尊敬的拿督斯里莫哈末·沙布Mohamad bin Sabu国会议员2018年9月24日末沙布在五角大楼与美国国防部长詹姆斯·马蒂斯会面农业及食品工业部部长现任就任日期2022年12月3日君主最高元首苏丹阿都拉最高元首苏丹依布拉欣·依斯迈首相安华·依布拉欣副职陈泓缣(2022年至2023年)亚瑟古律(2023年至今)前任羅納建迪国防部长任期2018年5月21日—2020年2月24日君主最高元首端姑莫哈末五世...

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

 

العلاقات الجنوب أفريقية الكازاخستانية جنوب أفريقيا كازاخستان   جنوب أفريقيا   كازاخستان تعديل مصدري - تعديل   العلاقات الجنوب أفريقية الكازاخستانية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين جنوب أفريقيا وكازاخستان.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين ...

 

1¹¹=1 (Power of Destiny)Album studio karya Wanna OneDirilis19 November 2018GenreDansaBahasaKoreaLabel Swing Stone Kronologi Wanna One 1÷x=1 (Undivided)(2018) 1¹¹=1 (Power of Destiny)(2018) Singel dalam album 1¹¹=1 Spring BreezeDirilis: 19 November 2018 1¹¹=1 (Power of Destiny) adalah album studio debut dan satu-satunya oleh grup vokal pria Korea Selatan Wanna One yang dirilis pada 19 November 2018 oleh Swing Entertainment dan Stone Music Entertainment. Album ini menandakan pu...

American businessman and Massachusetts politician (1858–1929) For his great-grandson, see Patrick J. Kennedy. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: P. J. Kennedy – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2014) (Learn how and when to remove this message) P. J. KennedyP. J. Kennedy, c.&#...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Journal of the American Oriental Society – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2022) Academic journalJournal of the American Oriental SocietyDisciplineOriental studiesLanguageEnglishEdited byPeri BearmanPublication detailsHistory184...

 

Cung điện Buckingham (năm 2007) Quang cảnh Cung điện Buckingham trong Lễ kỷ niệm Sinh nhật lần thứ 90 của Nữ hoàng (2016) Điện Buckingham là một dinh thự của Vua (hoặc Nữ vương) Vương quốc Anh ở Luân Đôn, nơi ở chính thức và cũng là nơi làm việc chính của Vương thất Anh.[1] Cung điện này được xây dựng từ năm 1703 cho công tước Buckingham và được ba công viên bao bọc, trong đó có Công ...

Method of calculating theoretical values of companies and their stocks Stock valuation is the method of calculating theoretical values of companies and their stocks. The main use of these methods is to predict future market prices, or more generally, potential market prices, and thus to profit from price movement – stocks that are judged undervalued (with respect to their theoretical value) are bought, while stocks that are judged overvalued are sold, in the expectation that undervalued sto...

 

House elections for the 109th U.S. Congress For related races, see 2004 United States elections. 2004 United States House of Representatives elections ← 2002 November 2, 2004 2006 → ← outgoing memberselected members →All 435 seats in the United States House of Representatives[a]218 seats needed for a majority   Majority party Minority party   Leader Dennis Hastert Nancy Pelosi Party Republican Democratic Leader since January 3...