ალექსანდრე რაქვიაშვილი (დ. 19 ივლისი, 1982) — ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი. 2016–2019 წლებში იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი. 2019 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
2021 წლის 27 მაისიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“. რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია „გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.[1]
რაქვიაშვილს დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო