სალომე ქურასბედიანი (დ. 5 ოქტომბერი, 1992) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წლიდან.
ბიოგრაფია
დაიბადა 1992 წლის 5 ოქტომბერს. 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2017 წელს დაამთავრა ტულონის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალობით, 2020 წელს კი – საერთაშორისო ეკონომიკური სპეციალობით.
2014 წელს იყო კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი. 2014-2015 წლებში ა(ა)იპ „ადვოკატთა ალიანსის“ იურისტი. 2014 წელს საადვოკატო ბიურო „Legal Consulting Group“-ის იურისტი. 2015 წელს შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების“ უმცროსი იურისტი. 2015-2016 წლებში შპს „ფრეგოს“ იურისტი.
2023 წლის 4 აპრილიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში