სალომე ზვიადაძე (დ. 8 აპრილი, 1953) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1969-1971 წლებში იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის კოლმეურნეობის წევრი. 1977-1979 წლებში — მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1980-1990 წლებში გაზეთ „ეკრანის ამბების“ რედაქციის მთარგმნელი. 1976 წლიდან მონაწილეობდა არალეგალური ორგანიზაციების მუშაობაში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში