რაულ კუპრავა (დ. 5 მაისი, 1945, სოხუმი — გ. 31 მაისი, 2007) — ქართველი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოების ავტორი.
1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელს — ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში