ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოპერაცია ნეპტუნი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოპერაცია ნეპტუნი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.
ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.
ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
მოკავშირეებს სამი შესაძლო სამიზნე ჰქონდათ არჩეული: ბრეტანი, ნორმანდია და პა-დე-კალე. ბრეტანი ნახევარკუნძულია, სწორედ ამიტომ გერმანელები შეძლებდნენ მოკავშირეთა შეჩერებას.[17]პა-დე-კალე უახლოესი ადგილი იყო დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას შორის, ამიტომაც ის ყველაზე დაცული პერიმეტრი იყო მთელ სანაპიროზე.[18]ნორმადიას ჰქონდა ყველაზე დიდი პოტენციალი წინსვლისთვის თავისი მდინარეებით, სწორი მინდვრებით და, რაც მთავარია, აქ არ იყო დიდი პორტი. სწორედ ამიტომ გერმანია ამ ადგილებს ნაკლებად იცავდა და აქ შემოჭრას არ მოელოდა. სამიზნედ ნორმანდია არჩიეს.[19] პორტის არარსებობის პრობლემას მოკავშირეები დროებითი მელბურის პორტის შექმნით გადაჭრიდნენ.[20] ასევე ამ ოპერაციისთვის შეიქმნა გაუმჯობესებული ტანკები პერიმეტრების ნაღმებისგან გასაწმენდად, გამაგრებული წერტილების და თავშესაფრების გასანადგურებლად და ასევე ჯარისკაცების მობილურად გადაყვანისთვის.[21]
ოპერაცია პირადი მცველის მეშვეობით მოკავშირეები ცდილობდნენ გერმანელებისთვის მიეწოდებინათ შეჭრის არასწორი დრო და ადგილი,[33] კერძოდ ოპერაცია სიმაგრე ჩრდილოეთში გამოიყენეს ყალბი რადიოსიგნალი, რომლითაც გერმანელების ბანაკში ნორვეგიაზე თავდასხმის მოლოდინი გამოიწვიეს,[34]ოპერაცია სიმაგრე სამხრეთი ითვალისწინებდა მასიურ დეზინფორმაციულ კამპანიას, შექმნეს აშშ-ის არმიის ჯგუფი „მოჩვენება არმიის“, რომლის სათავეშიც სამსახურიდან დათხოვილი გენერალ-ლეიტენანტი, ჯორჯ პატონი, დანიშნეს, „მოჩვენება არმია“, დეზინფორმაციის მიხედვით, დუვრთან ახლოს იყო განწესებული და პა-დე-კალეში შეჭრისთვის ემზადებოდა.[28][35] 21-ე არმიის ჯგუფმა გააგზავნა ყალბი სიგნალები ისე, რომ ის გერმანელებსაც დაეფიქსირებინათ, რათა გერმანელებს ჰგონებოდათ, რომ მოკავშირეების ძირითადი ძალები დუვრთან იყვნენ განლაგებული.[36] ამ გეგმისთვის მოკავშირეებმა პატონი დიდ ბრიტანეთში 1944 წლის 6 ივნისამდე დატოვეს.[37]
საფრანგეთის სანაპიროებზე ბევრი გერმანული რადარი გაანადგურეს დესანტის გადასხმისთვის მზადებაში.[38] დამატებით, შეტევის წინა ღამით, სპეციალური საჰაერო-სამსახურის (SAS) ოპერატორების მცირე ჯგუფმა სატყუარა პარაშუტები გადმოყარეს ჰავრში და ისიგნიში. ამ სატყუარებმა გერმანელები დააჯერა, რომ ეს დამატებითი საჰაერო შეტევა იყო. იმავე ღამეს ოპერაცია დასაბეგრშისამეფო საჰაერო ძალების 617-ე ესკადრონმა გადმოყარა მეტალის კილიტები, რომლებმაც გერმანული რადარების ოპერატორები შეცდომაში შეიყვანა და მეტალის კილიტები საზღვაო კოლონად აღიქვეს.[39][40]
ამინდი
მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაესი შტაბბინაში განსაზღვრეს ამინდის იდეალური პირობები, მთვარის ფაზებისა და ტალღების ჩათვლით. სავსე მთვარე სასურველი იყო, ის წარმოადგენდა განათებას თვითმფრინავებისთვის და თან მოიყოლებდა მაღალ ტალღებს, რომლებიც შეამცირებდა გერმანელთა ხედვის არეალს ზღვაზე. მოკავშირეებს სურდათ დესანტი გამთენიისას გადაესხათ. ასე ისინი სანაპიროებზე მაღალ ტალღებთან ერთად მივიდოდნენ.[41]დვაიტ ეიზენჰაუერმა შეჭრა 5 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა მალევე გადადო დაბალი ღრუბლებისა და ძლიერი ქარის გამო, რომლებიც შეუძლებელს ხდიდა ჯარისკაცებისთვის სანაპიროსთან მიახლოებას და თვითმფრინავებისთვის სამიზნეების პოვნას.[42]
სამეფო საჰაერო ძალების (RAF) კაპიტანიჯეიმზ სტაგიეიზენჰაუერს 4 ივნისის საღამოს შეხვდა. მან და მისმა მეტეოროგიულმა ჯგუფმა ივარაუდეს ამინდის გაუმჯობესება ისე, რომ უკვე 6 ივნისისთვის შეტევის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა.[43] შემდეგი მისაღები ამინდი (სავსე მთვარის გარეშე) 18 ივნისიდან 20 ივნისამდე იქნებოდა. შეტევის გადადებისთვის საჭირო იქნებოდა ხომალდებში მოთავსებული ჯარისკაცების უკან დაბრუნება, რაც გეგმის გამოაშკარავების შანსებს გაზრდიდა.[44] საბოლოოდ გენერალმაეიზენჰაუერმა შეტევის განხორციელება 6 ივლისს გადაწყვიტა,[45] რადგან 19-22 ივნისებში ნორმანდიის სანაპიროსთან ელოდნენ შტორმს, რომელიც შეტევისას დესანტის გადასხმას შეუძლებელს გახდიდა.[42]
ნაცისტურ გერმანიასსაფრანგეთსა და ბენილუქსის ქვეყნებში სულ ორმოცდაათი დივიზია ჰყავდა, კიდევ თვრამეტი დანიასა და ნორვეგიაში, ხოლო დამატებით თხუთმეტი გერმანიაში ფორმირების ეტაპზე იყო.[49]აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლების წაგება ნიშნავდა იმას, რომ გერმანიაში პრაქტიკულად აღარ იყვნენ ჯარში გასაწვევი ახალგაზრდა მამაკაცები. სწორედ ამიტომ გერმანელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი მოკავშირეების ჯარისკაცების საშუალო ასაკზე 6 წლით უფროსი იყო. ნორმანდიაში გერმანელი ჯარისკაცების უმეტესობა გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონებიდან იყვნენ. აქ ასევე იყვენ მოხალისეები ოკუპირებული საბჭოთა კავშირიდან, ისინი შეიარაღებულები იყვნენ არასანდო იარაღებით და აკლდათ გადაადგილების საშუალებები.[50][51] ბევრ გერმანულ შენაერთს აკლდა აღჭურვილობა.[52]
რომელს სჯეროდა, რომ ნორმანდია იქნებოდა მოკავშირეთა შეტევის მთავარი სამიზნე და სწორედ ამიტომ ნორმანდიაში მან გასცა ბრძანება: მთელს სანაპიროზე განელაგებინათ მეტალის სამფეხები, ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლებები და ასევე დაემატებინათ დამატებითი უძრავი შეიარაღება, სტრატეგიულ წერტილებში.[71] რომელი მოკავშირეთა შეტევას მაღალ ტალღებში ელოდებოდა და სწორედ ამიტომ ხაფანგების ნაწილი ღრმა წყლებში განალაგეს.[72] დაფარულმა ხაფანგებმა, მავთულხლართებმა და ნაღმებმა დესანტის გადასხმა ქვეითი ჯარისთვისაც სახიფათო გახადა.[71] ასევე ერვინ რომელის ბრძანებით სანაპიროზე ნაღმების რაოდენობა გაასამმაგეს.[67] საჰაერო ბრძოლებმა ლუფტვაფე გაანადგურა. აღმოსავლეთ ევროპაში ლუფტვაფეს მხოლოდ 815 თვითმფრინავი[73] იყო დარჩენილი, ხოლო მოკავშირეების 9 543.[74] რომელმა იცოდა, რომ საჰაერო მხარდაჭერა არ ექნებოდა.[75]ამიტომ მან პარაშუტისტების საწინააღმდეგო ხაფანგი რომელის ასპარაგუსი განალაგა მდელოებსა და ველებზე.[67]
6-8 ივნისს, 1944 წელს, გერმანიაში შედგა გერმანიის არმიის უზენაესი სამმართველოს კონფერენცია, სადაც განიხილავდნენ ჩრდილოეთ სანაპიროების პორტებსა და აეროპორტებში თავდაცვის მიზნით მცირე დანაყოფების ჩაყენებას.[76]
„თავად გერმანიაშიც, ჩვენ არანაირი სამხედრო ძალა არ გვყავდა. თუ ბრემენის ან ჰამბურგის რომელიმე აეროპორტს პარაშუტისტები აიღებდნენ ამ ქალაქების პორტები დაუცველი რჩებოდა, მოწინააღმდეგის მთავარი არმია პორტში უპრობლემოდ შევიდოდა და მთლიან გერმანიას და ბერლინს სულ რამდენიმე დღეში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავებდნენ. “
ერვინ რომელს სჯეროდა, რომ შეტევის შეჩერება დესანტის გადასხმისთანავე, სანაპიროებზე იყო აუცილებელი. მან მოითხოვა ჯავშანტექნიკის, განსაკუთრებით ტანკების, სანაპიროსთან რაც შეიძლება ახლოს განლაგება. გერდ რუნდშტეტი და სხვა უფროსი მეთაურები მას ეწინააღმდეგებოდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ შეჭრის შეჩერება სანაპიროზე შეუძლებელი იყო. გერდს საუკეთესოდ მიაჩნდა ტანკების პარიზთან ახლოს განლაგება და მათი გამოყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სანაპიროზე მოკავშირეების მთავარი ბანაკი გამოჩნდებოდა. ასევე, მან გაიხსენა იტალიის კამპანია, სადაც სანაპიროსთან ახლოს განლაგებული ტანკები საზღვაო დაბომბვებმა დააზიანა. რომელი ფიქრობდა, რომ მოკავშირეების საჰაერო უპირატესობის გამო ტანკების მასიური გადაადგილება შეუძლებელი გახდებოდა. ჰიტლერის საბოლოო გადაწყვეტილება იყო, რომ რომელის მეთაურობის ქვეშ გადაეყვანა 3 პანცერ დივიზია, როგორც რეზერვები, გერდ ფონ რუნდშტეტის მეთაურობაში დაეტოვებინა ასევე 3 პანცერ დივიზია და დანარჩენი 4 დივიზიაზე პირადი მეთაურობა აიღო. ჰიტლერის პირდაპირი ბრძანების გარეშე ამ 4 დივიზიის გამოყენება კატეგორიულად აიკრძალა.[78][79][80]
გეგმა Vert (ქართ.მწვანე) — 15 დღიანი საბოტაჟების ოპერაცია, რომლის სამიზნეს რკინიგზების სისტემები წარმოადგენდა.
გეგმა Bleu (ქართ.ცისფერი) — ელექტრო ობიექტების განადგურების ოპერაცია.
გეგმა Tortue (ქართ.კუ) — ოპერაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობებს უნდა შეეჩერებინათ ან შეენელებინათ გერმანიის ნებისმიერი დამხმარე ძალები.
მთავარი ფლოტი, რომელიც სხვა სხვადასხვა საზღვაო ძალებისგან შეიქმნა, სულ მოიცავდა 6 939 გემს, აქედან 1 213 საბრძოლო ხომალდი, 4 126 სადესანტო ხომალდი, 736 დამხმარე ხომალდი და 864 მომმარაგებელი გემი.[11] ფლოტის უმეტესობას ბრიტანული გემები შეადგენდა, ბრიტანული იყო 892 საბრძოლო ხომალდი და 3 261 სადესანტო ხომალდი.[98] საერთო ჯამში ფლოტში მსახურობდა 195 711 ეკიპაჟის წევრი, აქედან 137 824 ბრიტანელი, 52 889 ამერიკელი და 4 998 სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები.[11][99] შეჭრისთვის ფლოტი 2 ნაწილად გაიყო, დასავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა, ადმირალალან კირკის მეთაურობით, რომელიც აშშ-ის ზონებში მსახურობდა და აღმოსავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა, ადმირალსერ ფილიპ ვიანის მეთაურობით, რომელიც კანადის და დიდი ბრიტანეთის ძალებს უწევდა დახმარებას.[100][97] ფლოტებისთვის ხელმისაწვდომი იყო 5 საბრძოლო ხომალდი, 20 კრეისერი, 65 გამანადგურებელი და ორი მონიტორი.[101] ნორმანდიის წყლებში გერმანიის საზღვაო ძალები მოიცავდა: 3 ტორპედო კატარღას, 29 სწრაფ თავდამსხმელ ნავს, 36 R-ნავს და 36 განმნაღმველს. გერმანულ მხარეს ასევე ჰყავდა გაურკვეველი რაოდენობის წყალქვეშანავი (U-boat).[102][72]
საზღვაო დანაკარგები
05:10 საათზე, ოთხმა გერმანულმა ტორპედო კატარღამ გაისროლა 15 ტორპედო აღმოსავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალების ხომალდების წინააღმდეგ. ტორპედოებით ჩაიძირა ნორვეგიული გამანადგურებელი HNoMS Svenner-ი, ხმლის სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ HMS Warspite-ი და HMS Ramillies-ი გადარჩნენ. თავდასხმის შემდეგ კატარღები აღმოსავლეთით RAF-ის მიერ შექმნილ კვამლში გაუჩინარდნენ.[103] გერმანულმა ნაღმებმა დაძირეს USS Corry და წყალქვეშა მდევარი USS PC-1261.[104] მოკავშირეებმა ასევე დაკარგეს დაუდგენელი რაოდენობის სადესანტო ხომალდები.[105]
ნორმანდიის დაბომბვა დაიწყო შუაღამისას როდესაც 2 200-ზე მეტმა ბრიტანულმა, კანადურმა და ამერიკულმა ბომბდამშენებმა სანაპიროზე და ხმელეთის შიგნით პირველ სამიზნეებს შეუტიეს.[41] სანაპიროების დაბომბვა მეტწილად წარუმატებელი აღმოჩნდა ომაჰას სანაპიროზე, რადგან დაბალმა ღრუბლებმა მონიშნული სამიზნეების დანახვა შეუძლებელი გახადა. ბევრმა ბომბდამშენმა კი თავიანთი შეტევები გადადეს და შესაბამისად სანაპირო დაცვების განადგურება ვერ მოახერხეს.[106] გერმანელებს ნორმანდიაში თავდასხმის დროს 570 თვითმფრინავი ყავდათ, ხოლო უშუალოდ გერმანიაში კი 964.[41]
საზღვაო დესანტის წარმატება დამოკიდებული იყო სანაპიროზე მყარი სათავის ჩამოყალიბებაზე, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კარგად მომარაგებული, მოწინააღმდეგის წინა ხაზების გარღვევის შესაძლებლობის მქონე ძალის ჩამოყალიბება. სადესანტო ძალები განსაკუთრებით დაუცველი იყო ძლიერი კონტრშეტევების წინააღმდეგ, მთავარი ძალების სანაპიროზე გამოჩენამდე, მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში მოწინააღმდეგის კონტრშეტევების განხორციელების უნარის შესანელებლად ან გასანადგურებლად გამოყენებული იქნენ საჰაერო-სადესანტო დივიზიები. მათი დავალება იყო ხიდების, გზების და რელიეფური მახასიათებლების აღება სადესანტო სანაპიროების დასავლეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე. სადესანტო სანაპირობიდან მოშორებით განხორციელებულ საჰაერო დესანტებს ასევე ჰქონდათ გერმანული წინააღმდეგობის შემცირების და ზოგ შემთხვევაში გერმანული სანაპირო დაცვების სრული განადგურების მიზნები.[112][113]
აშშ-ის 82-ე და 101-ე საჰაერო დივიზიები დანიშნული იქნენ სამიზნეებზე ომაჰას სანაპიროზე, სადაც მათ ხელში უნდა ჩაეგდოთ რელიეფის რამდენიმე ბუნებრივი ვიწრო გასასვლელი, რომლებიც გერმანელებმა სპეციალურად დატბორეს. მაისის თვეში მიღებული მოკავშირეების სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, რეგიონში დამატებით იქნა განთავსებული 91-ე ქვეითი დივიზია (ვერმახტი), რის გამოც თავდაპირველად შერჩეული პარაშუტისტების დაჯდომის წერტილები შედარებით უფრო სამხრეთით და აღმოსავლეთით გადაიტანეს.[114] დიდი ბრიტანეთის მე-6 საჰაერო დივიზიას, აღმოსავლეთ ფლანგზე, ხელში უნდა ჩაეგდო კანის არხზე და მდინარე ორნზე გადებული ხიდები და ასევე უნდა გაენადგურებინათ ხუთი ხიდი მდინარე დივსზე და მერვილის საარტილერიო დანადგარების გამაგრებული პოზიციები ხმლის სანაპიროზე.[115][116][117]
სანაპირო დესანტები
ტანკები
ზოგი სადესანტო ხომალდი მოდიფიცირებული იყო, რათა ქვეითებისათვის მხარდამჭერი ცეცხლი გაეხსნათ, და ასევე თვითმავალი საზღვაო დუპლექსური ტანკები სპეციალურად ნორმანდიის დესანტისათვის შეიქმნა.[118][119]
თავდაპირველი თავდასხმის ბატალეონებს სწრაფათ მოჰყვა 28 DD ტანკი, ინჟინრების რამდენიმე ტალღა და გასუფთავების გუნდები, რათა სანაპიროები გაეწმინდათ დაბრკოლებებისა და ნაღმებისგან. გასასვლელები ააფეთქეს, რათა სამხედროებსა და ტანკებს სწრაფად შესძლებოდათ სანაპიროზე პოზიციების დაკავება. საბრძოლო დანაყოფებმა სანაპირო დაახლოებით 09:00 საათზე დატოვეს. მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა პატარა შეტაკებები 919-ე მეყუმბარეთა პოლკის ნაწილებთან, რომლებიც შეიარაღებულნი ივნენ ანტისატანკო არტილერიითა და ანტისატანკო ცეცხლსასროლი იარაღებით. გერმანელების მთავარი გამაგრებული წერტილი 1.2 კმ-ით, სამხრეთში, განადგურებული იქნა შუადღისთვის.[123] აშშ-ის მე-4 ქვეითმა დივიზიამ ვერ შეასრულა მათზე გაცემული ყველა დავალება, რადგან ისინი თავდაპირველი დანიშნული ადგილიდან ზედმეტად სამხრეთით აღმოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ 197 დანაკარგი განიცადეს.[124][125]
წერტილი დან ჰოკი, მნიშვნელოვანი სადესანტო წერტილი ომაჰასა და იუტას სანაპიროებს შორის, დანიშნული იყო როგორც აშშ-ის რეინჯერების მეორე ბატალიონის ასეულის სამიზნედ, რომელსაც მეთაურობდა ვიცე-პოლკოვნიკიჯეიმზ რუდერი. მათი დავალება იყო, ასულიყვნენ 30 მეტრის სიმაღლის კლდეებზე თოკებით ან კიბეებით და გაენადგურებინათ სანაპირო საარტილერიო დანადგარები კლდის თავზე. კლდეებს იცავდნენ 352-ე ქვეითი დივიზია და ფრანგი კოლაბორაციონისტები. [126] მოკავშირეების გამანადგურებლები USS Satterlee და HMS Talybont ქვეით ნაწილებს დამხმარე ცეცხლით უჭერდნენ მხარს. კლდეზე ასვლის შემდეგ, რეინჯერებმა აღმოაჩინეს რომ საბრძოლო დანადგარები გადატანილი იყო უცხო ლოკაციაზე. რეინჯერებმა საბოლოოდ დანადგარები წერტილიდან 550 მეტრის მოშორებით, სამხრეთით იპოვეს და ასაფეთქებლებით გაანადგურეს.[126]
ომაჰა, ყველაზე მყარად დაცული სანაპირო, დანიშნული იქნა აშშ-ის პირველი და 29-ე ქვეითი დივიზიების სამიზნედ.[127] ამერიკელები ელოდნენ მხოლოდ ერთ პოლკთან ბრძოლას, თუმცა სანაპიროზე დაცვის ხაზებში მათ ვერმახტის 352-ე სრული დივიზია დახვდათ.[128] ძლიერმა ქარმა და ტალღებმა ბევრ სადესანტო ხომალდს აიძულა თავდაპირველად არჩეული პოზიციებიდან აღმოსავლეთით წასვლა, რამაც შეანელა მათი წინსვლა.[129] სახმელეთო ხომალდების დაბომბვის შიშით, აშშ-ის ბომბდამშენებმა გადადეს სანაპიროს დაბომბვის დრო, რამაც ომაჰას სანაპიროზე დატოვა დაუზიანებელი წინააღმდეგობები იმ დროისათვის, როდესაც დესანტები უკვე დანიშნულების ადგილებზე იყვნენ.[130] სადესანტო ხომალდების დიდი ნაწილი ქვიშის ზოლებში გაიჭედა და სამხედროებს 100-50 მეტრი ყელამდე წყალში სიარული მოუწიათ სანაპიროებამდე მისაღწევად, როდესაც პარალელურად მათ მიმართ ვერმახტის ძალებს ჰქონდათ გახსნილი ცეცხლი.[119] უხეში ტალღების ფონზე, აშშ-ის 741-ე სატანკო ბატალიონის ორი კომპანიის DD ტანკები გაშვებულნი იქნენ სანაპიროდან 4 600 მეტრში; თუმცა 32 ტანკიდან 27 დაიტბორა და ჩაიძირა, რასაც 33 ეკიპაჟის წევრის დახოცვა მოჰყვა.[131] ტანკების ნაწილი, რომლებმაც გადაადგილების საშუალება სანაპიროზე დაკარგეს, განაგრძობდა დამხმარე ცეცხლის გახსნან მანამ, სანამ არ გაუთავდათ ამუნიციები.[132]
კლდეების მწვერვალებიდან წამოსულმა ცეცხლმა 2000-მდე სამხედრო შეიწირა.[133] სანაპიროს წმენდისას აღმოცენებულმა პრობლემებმა სანაპიროს მეთაური აიძულა შეეჩერებინა ტექნიკის წინსვლა 08:30 საათზე. დაახლოებით ამავე დროს სანაპიროსთან გამოჩნდა გამანადგურებლების ჯგუფი, რათა ეწარმოათ მხარდამჭერი ცეცხლი და დესანტის გადასხმის გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო.[134] სანაპიროდან გასვლა მხოლოდ მყარად დაცული ხუთი ხეობების გავლით შეიძლებოდა.[135] შუადღისას, როდესაც საარტილერიო დაბომბვის შედეგებმა თავი იჩინა და გერმანელებსაც საბრძოლო მასალა გაუთავდათ, ამერიკელებმა შეძლეს სანაპიროზე ზოგი სათავდაცვო ხაზი გაწმენდა. ასევე ამ დროს ამერიკელებმა დაიწყეს მოწინააღმდეგის ხეობების გათავისუფლება, რათა მძიმე ტექნიკას დაეტოვა სანაპირო.[135] მოკავშირეების მიერ სანაპიროს დაძაბული გაფართოება მომდევნო რამდენიმე დღეზე გაიწელა და ომაჰას სანაპიროზე დანიშნული დავალებები, დესანტის გადასხმიდან სამ დღეში შესრულდა.[136]
ოქროს სანაპიროზე დესანტის გადასხმა ჩანიშნული იყო 07:25 საათზე.[137] ძლიერმა ქარმა სადესანტო ხომალდებისათვის სიტუაცია გაართულა და DD ტანკები სანაპროსთან ან პირდაპირ სანაპიროზე გამოვიდნენ ღრმა წყლების ნაცვლად.[138] ოთხიდან სამი საარტილერიო დანადგარი განადგურებული იქნა კრეისერების HMS Ajax და HMS Argonaut პირდაპირი ცეცხლით 06:20 საათზე. მეოთხე დანადგარმა განაგრძო მუშაობა და მისი გარნიზონი 7 ივნისს დანებდა.[139] საჰაერო თავდასხმებმა ვერ შეძლეს ლე ჰამელის სიმაგრის დაზიანება.[140][141][142][143]
დესანტი ჯუნოზე დაგვიანდა და ქვეითები სანაპიროზე მხარდაჭერის გარეშე გამოჩდნენ, შედეგად ქვეითმა ძალებმა ხომალდების დატოვებისას დიდი დანაკარგები განიცადეს. დაბომბვების უმეტესობა კი აცდა გერმანელების გამაგრებულ პოზიციებს.[148] სანაპიროს დასატოვებლად შეიქმნა რამდენიმე გასასვლელი. დასავლეთ ფლანგზე, დიდი ორმო ამოვსებული იქნა მიტოვებული ტანკების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე 1972 წლამდე დარჩნენ.[149][105]
მთავრი გერმანული სიმაგრეები 75 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარებით, ტყვიამფრქვევებით, მავთულხლართებით და ნაღმებით მდებარეობდნენ კოლსულ სიუღ მეა, სეინტ უბან სიუღ მეა და ბეღნიეღ სიუღ მეაში.[150] თავად დასახლებებიც კი სახლიდან სახლამდე ბრძოლების მეშვეობით იქნა გათავისუფლებული.[151] სამხედროებმა ბენი სიუღ მეასაკენ სვლისას აღმოაჩინეს ტყვიამფრქვევების პოზიცია, რომლებისთვისაც გვერდი უნდა აეარათ წინსვლის გასაგრძელებლად.[152]კანადის მე-9 ქვეითი ბრიგადის ელემენტებმა, შუადღის მიწურულს მიაღწიეს პოზიციებს, საიდანაც კანისკარპიკეს აეროპორტის დანახვა იყო შესაძლებელი, თუმცა ამ დროს დამხმარე ჯავშანტექნიკას საბრძოლო მასალა აკლდა და შედეგად კანადელებს დამატებით წინ აღარ წაუწევიათ. აეროპორტის აღება შესაძლებელი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა და ეს ახლო არეალი სასტიკი ბრძოლის ველად გადაიქცა.[153] დაღამებისას, ჯუნოს და ოქროს სანაპიროები ერთიანად ფარავდნენ 19 კილომეტრის სიგანის და 10 კილომეტრის სიღრმის ტერიტორიას.[154]მოკავშირეებმა ჯუნოზე 961 სამხედრო დაკარგეს.[155]
ხმლის სანაპიროზე DD ტანკების გადასხმა 07:30 საათზე დაიწყო, 25 ტანკისაგან 21 წარმატებულად გადავიდა სანაპიროზე ქვეითი სამხედროების დასაზღვევად.[156] სანაპირო მყარად იყო დაცული ნაღმებითა და სხვადასხვა დაბრკოლებით, რამაც სანაპიროს გამწმენდი ჯგუფების დავალება რთული და საშიში გახადა.[157] ქარიან ამინდში, ტალღები იმაზე სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ბრონირებული ტექნიკით მანევრირება რთული გახდა. სანაპირო სწრაფად გადაიქცა სასტიკ ბრძოლის ველად.[158] ბრიგადირი სიმონ ფრეიზერი (ლოვატოს მეთხუთმეტე ლორდი) და მისი სპეციალური სამსახურის პირველი ბრიგადა სანაპიროზე მეორე ტალღისას ჩავიდნენ.[159]ნომერ მეოთხე კომანდოს წევრებმა ოუისტრეჰამიში გაიარეს, რათა გერმანული საარტილერიო დანადგარებისათვის უკნიდან შეეტიათ. მოკავშირეებს აქ არსებული სადაზვერვო კოშკისათვის გვერდის ავლა მოუწიათ და იგი რამდენიმე დღის შემდეგ აიღეს.[160] ფრანგული ძალებმა, ფილიპ კიფერის მეთაურობით, შეუტიეს და აიღეს მძიმედ გამაგრებული წერტილი კაზინოზე, რივა ბელაში, ერთ-ერთი DD ტანკის დახმარებით.[160]
„მორისის“ სიმაგრე კოლოვილე სიუღ მერთან ახლოს დაახლოებით ერთ საათიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს.[158] ახლოსმდებარე „ჰილმან“ სიმაგრე, 736-ე ქვეითი ქოლკის შტაბ-ბინა, იყო დიდი სათავდაცვო კომპლექსი, რომელიც დილის დაბომბვებს უვნებლად გადაურჩა. „ჰილმანი“ მოკავშირეებმა 20:15 საათზე აიღეს.[161]მეორე ბატალიონისმეფის შოპშაიერის მჩატე ქვეითმა პოლკმაკანისაკენ სვლა ფეხით განაგრძო, ქალაქთან რამდენიმე კილომეტრით მიახლოების შემდეგ მათ უკან დახევა მოუწიათ, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის არქონის მიზეზით.[162] 16:00 საათზე, 21-ე პანცერ დივიზიამ დაიწყო კონტრშეტევა ხმალსა და ჯუნოს შორის და თითქმის წარმატებით მიაღწიეს ლა-მანშის სრუტის სანაპიროს. მათ დაუპირისპირდათ ბრიტანეთის მესამე დივიზია და მალე უკან დაიხიეს კანის და ბაიოუს დასაცავად.[163][164] მოკავშირეებმა ხმლის სანაპიროზე დაახლოებით 1 000 სამხედრო დაკარგეს.[11]
შედეგი
ოპერაცია ნეპტუნი იყო ყველაზე დიდი საზღვაო სამხედრო ოპერაცია ისტორიაში, თითქმის 5 000 სადესანტო ხომალდით, 289 საესკორტო ხომალდით და 277 გამნაღმველი ნავით.[165] შეჭრის დღეს ლა-მანშის სრუტე 156 000-მა სამხედრომ გადაკვეთა,[27] რომლებსაც ივნისის დასასრულისათვის 875 000 სამხედრო დაემატა[166] მოკავშირეებს პირველ დღეს სულ მცირე 10 000 სამხედრო ჰყავდათ ნორმანდიაში, 4 414 დაზუსტებული გარდაცვლილით.[167] გერმანელებმა 1 000 სამხედრო დაკარგეს.[168] მოკავშირეების გეგმა მიზნად ისახავდა საინტ ლოს, კანის და ბაიუეს აღებას პირველივე დღეს, ყველა სანაპიროს (იუტას გარდა) ერთმანეთთან დაკავშირებასთან ერთად; დასახული მიზნებისგან ვერცერთი შესრულდა.[169] სანაპიროები ერთმანეთს 12 ივნისამდე ვერ დაუკავშირდნენ, რა დროისთვისაც მოკავშირეებს 97 კილომეტრის სიგრძის და 24 კილომეტრის სიღრმის ფრონტი ეკავათ.[170]კანი, მნიშვნელოვანი სამიზნე, კვლავ გერმანელების ხელში იყო დესანტის დღეს და მოკავშირეების ხელში სრულიად 21 ივლისს გადავიდა.[171] გერმანელებმა ფრანგ მშვიდობიან მოქალაქეებს პოტენციური ბრძოლის ველების დატოვება უბრძანეს ნორმანდიაში.[172] სამოქალაქო დანაკარგები დესანტის გადასხმიდან მეორე დღისათვის სავარაუდოდ 3 000 იყო.[173]
ნორმანდიაში მოკავშირეების გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ატლანტიკური კედელი არ იყო სრულ მზადყოფნაში; დესანტის გადასხმამდე ცოტა ხნით ადრე რომელმა ანგარიში დაწერა, რომლის მიხედვითაც ატლანტიკური კედელი ზოგ ადგილას მხოლოდ 18%-ით იყო მზად, რადგან რესურსების სხვა ადგილებში გადაანაწილეს.[174] ოპერაცია სიმაგრის მატყუარა ტაქტიკები წარმატებული იყო, გერმანელები იძულებულნი იყვნენ დაეცვათ სანაპიროს უზარმაზარი ნაწილი.[175] მოკავშირეებმა დაამყარეს და შეინარჩუნეს საჰაერო უპირატესობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანელებს არ შეეძლოთ განეხორციელებინათ დაკვირვებები ბრიტანეთში მიმდინარე მომზადებით სამუშაოებზე და არ შეეძლოთ ბომბდამშენების ბრძოლაში ჩართვა.[176] სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საფრანგეთში მძიმედ დააზიანა დაბომბვებმა და ფრანგულმა წინააღმდეგობამ, რამაც გაართულა გერმანელებისთვის მომარაგებისა და დამხმარე ძალების სანაპირომდე მიტანა.[177] ზოგიერთი საწყისი დაბომბვა აცდა სამიზნეს ან არ იყო საკმარისად კონცენტრირებული,[130] მაგრამ სპეციალურმა ბრონირებულმა ტრანსპორტებმა ყველგან კარგად იმუშავეს, ომაჰას გარდა, ისინი სამხედროებს ახლო საარტილერიო მხადრაჭერას უწევდნენ სანაპიროებზე გადასვლისას.[178] გაურკვერვლობამ და რთულმა სამმართველო სტრუქტურამ ვერმახტის მაღალ სამმართველოში ასევე ხელი შეუწყო მოკავშრეების წარმატებას.[179]
ომაჰას სანაპიროზე მულბერის ნავსადგურის ნაწილების ხილვა დღემდე შესაძლებელია.რამდენიმე სანაპირო დაბრკოლება კვლავ არსებობს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის მემორიალი განთავსებულია ყოფილი გერმანული გამაგრების ადგილას. წერტილი დან ჰოკი შეიცვალა 1944 წლის შემდეგ, რელიეფი დაფარულია აფეთქებების კრატერებით და ზოგიერთი ცემენტის ბუნკერი კვლავ ადგილზეა. ახლოსაა ნორმანდიის ამერიკული სასაფლაო და მემორიალი, კოლოვილე სიუღ მერში.[180] იუტას სანაპიროს მუზეუმი მდებარეობს სეინტ მერი დუ მონტზე. ახლოსვეა განთავსებული ორი გერმანული სამხედრო სასაფლაო[181]
პეგასუსის ხიდი, ბრიტანეთის მე-6 საჰაერო დივიზიის სამიზნე, იყო ადგილი, სადაც ნორმანდიის დესანტის პირველი ბრძოლები გაიმართა. 1994 წელს ხიდი მსგავსი სხვა ხიდით ჩაანაცვლეს და ორიგინალი ახლა ახლოსმდებარე მუზეუმში ინახება.[182] მელბურის ნავსდგური B-ის სექციები კვლავ წყლის ზედაპირზეა დარჩენილი. კარგადაა შემონახული ლონგეს სიუღ მერის საარტილერიო დანადგარი.[183]ჯუნოს სანაპიროს ცენტრი, გაიხსნა 2003 წელს, დააფუძნეს კანადის ფედერალურმა და პროვინციალურმა მთავრობებმა, საფრანგეთის მთავრობამ და კანადელმა ვეტერანებმა.[184]
Badsey, Stephen (1990). Normandy 1944: Allied Landings and Breakout, Osprey Campaign Series. Botley, Oxford: Osprey. ISBN978-0-85045-921-0.
Buckley, John (2006). The Normandy Campaign: 1944: Sixty Years On. London; New York: Routledge. ISBN978-1-134-20303-1.
D'Este, Carlo (1983). Decision in Normandy: The Unwritten Story of Montgomery and the Allied Campaign. London: William Collins Sons. ISBN978-0-00-217056-7.
(2014) D-Day in History and Memory: The Normandy Landings in International Remembrance and Commemoration. Denton: University of North Texas Press. ISBN978-1-57441-548-3.
Holderfield, Randal J.; Varhola, Michael J. (2001) The Invasion of Normandy, June 6, 1944. Mason City, Iowa: Savas. ISBN978-1-882810-45-1.
Holland, James (2019). Normandy '44: D-Day and the Epic 77-Day Battle for France. New York: Grove Atlantic. ISBN978-0-8021-4709-7.
Ryan, Cornelius (1959). The Longest Day. New York: Simon & Schuster. ISBN978-0-671-20814-1.
Stacey, C.P. (1946). Canada's Battle in Normandy: The Canadian Army's Share in the Operations, 6 June – 1 September 1944. Ottawa: King's Printer. OCLC39263107.
Ellis, L.F.; Allen, G.R.G.; Warhurst, A.E., History of the Second World War United Kingdom Military Series // Victory in the West, Volume I: The Battle of Normandy, London: Naval & Military Press, 2004, ISBN978-1-84574-058-0.
Escott, Beryl E., The Heroines of SOE: Britain's Secret Women in France, Stroud, Gloucestershire: History Press, 2010, ISBN978-0-7524-5661-4.
Horn, Bernd, Men of Steel: Canadian Paratroopers in Normandy, 1944, Toronto: Dundurn Press, 2010, ISBN978-1-55488-708-8.
Liedtke, Gregory, Lost in the Mud: The (Nearly) Forgotten Collapse of the German Army in the Western Ukraine, March and April 1944, 1, ტ. 28, The Journal of Slavic Military Studies, 2015. — გვ. 215–238.
Margaritis, Peter, Countdown to D-Day: The German Perspective: The German High Command in Occupied France, 1944, Philadelphia; Oxford, UK: Casemate, 2019, ISBN978-1-61200-769-4.
Morison, Samuel Eliot, History of United States Naval Operations in World War II, ტ. 11. The invasion of France and Germany, 1944–1945, Philadelphia; Oxford, UK: Little, Brown, 1962.
Murray, Williamson, Strategy for Defeat: The Luftwaffe, 1933–45, Washington: Brassey's, 1983, ISBN978-1-57488-125-7.
Napier, Stephen, The Armoured Campaign in Normandy June–August 1944, Stroud: The History Press, 2015, ISBN978-0-7509-6473-9.
Special Operations Research Office, Counter-insurgency Information Analysis Center, United States Army, A Study of Rear Area Security Measures, Washington: American University, 1965, ISBN978-0-7509-6473-9.
Weigley, Russell F., Eisenhower's Lieutenants: The Campaign of France and Germany 1944–1945, ტ. I, Bloomington, Indiana: Indiana University Press, 1981, ISBN978-0-253-13333-5.
Weinberg, Gerhard, A World At Arms: A Global History of World War II, Cambridge: Cambridge University Press, 1995, ISBN978-0-521-55879-2.
Whitmarsh, Andrew, D-Day in Photographs, Stroud: History Press, 2009, ISBN978-0-7524-5095-7.
Wilmot, Chester, The Struggle For Europe, Ware, Hertfordshire: Wordsworth Editions, 1997, ISBN978-1-85326-677-5.
Yung, Christopher D., Gators of Neptune: Naval Amphibious Planning for the Normandy Invasion, Annapolis: Naval Institute Press, 2006, ISBN978-1-59114-997-2.
Zaloga, Steven J; Johnson, Hugh, D-Day Fortifications in Normandy, Oxford; New York: Osprey, 2005, ISBN978-1-4728-0382-5.
Zaloga, Steven J, Rangers Lead the Way: Pointe-du-Hoc, D-Day 1944, Oxford: Osprey, 2009, ISBN978-1-84603-394-0.
Zuehlke, Mark, Juno Beach: Canada's D-Day Victory: June 6, 1944, Vancouver: Douglas & McIntyre, 2004, ISBN978-1-55365-050-8.
↑ ოფიციალური ბრიტანული წყაროები გვაძლევენ ინფორმაციას 156 115 ჯარისკაციან დესანტის შესახებ რომელიც შედგებოდა: 57 500 ამარიკელების, 75 215 ბრიტანელების და კანადელებისგან ზღვიდან და 15 500 ამერიკელის და 7 900 ბრიტანელებისგან ჰაერიდან.EllisAllenWarhurst2004, p. 521–533.
↑ თავდაპირველი გამოთვლებით მოკავშირეებს ყავდათ 7 500 დაჭრილი და 2 500 მოკლული. ნაციონალური D-Day მემორიალის მიერ წარმოებულმა კვლევამ დაადასტურა 4 414 გარდაცვლილი ჯარისკაცი მოკავშირეების მხარეს რომლის: 2 499 ამერიკელი და 1 915 ყველა სხვა მონაწილე ქვეყანას ერთად.Whitmarsh 2009, p. 87.
Katedral PordenoneKatedral Santo MarkusItalia: Concattedrale di S. Marcocode: it is deprecated Katedral PordenoneLokasiPordenoneNegaraItaliaDenominasiGereja Katolik RomaArsitekturStatusKatedralStatus fungsionalAktifAdministrasiKeuskupanKeuskupan Concordia-Pordenone Katedral Pordenone (Italia: Duomo di Pordenonecode: it is deprecated ) yang bernama resmi Katedral Santo Markus adalah sebuah gereja katedral Katolik yang terletak di Pordenone, Italia. Katedral ini merupakan pusat kedudukan dan ta...
لمعانٍ أخرى، طالع نادي الترسانة (توضيح). الترسانة شعار نادي الترسانة الاسم الكامل نادي الترسانة الرياضي الاسم المختصر TSC تأسس عام 1921 (منذ 103 سنوات) الملعب ملعب ميت عقبة الجيزة، مصر(السعة: 15,000) البلد مصر الدوري الدوري المصري الدرجة الثانية 2022–23 الثامن (المجموعة الثا...
شعار شرطة السودان شرطة السودان هو اسم جهاز الشرطة في دولة السودان. تاريخ عرف السودان نظام الشرطة والأمن منذ مملكة كوش عندما كان حراس الملك يتولون مهمة الحفاظ على الأمن داخل أسوار المدن، وبسقوط آخر مملكة مسيحية على يد جيوش الفونج، تقلص دور الشرطة أمام نفوذ مشايخ القبائل حتى...
Voce principale: Veikkausliiga. Quello che segue è l'elenco dei vincitori del Campionato finlandese di calcio. Indice 1 Albo d'oro 1.1 Torneo in formato coppa 1.2 Mestaruussarja 1.3 Veikkausliiga 2 Collegamenti esterni Albo d'oro Torneo in formato coppa Stagione Vincitore Secondo 1908 Unitas Helsinki (1) PUS Helsinki 1909 PUS Helsinki (1) HIFK 1910 Åbo IFK (1) Viipurin Reipas 1911 HJK (1) Åbo IFK 1912 HJK (2) HIFK 1913 KIF ...
Fashion design copyright refers to the web of domestic and international laws that protect unique clothing or apparel designs. The roots of fashion design copyright may be traced in Europe to as early as the 15th century.[1] As of 2016, in most countries (including the United States and the United Kingdom), fashion design does not have the same protection as other creative works (art, film, literature, etc.), because apparel (clothes, shoes, handbags, etc.) are classified as functiona...
Not to be confused with ITA Airways or Air Transport International.Defunct Italian airline Aero Trasporti Italiani IATA ICAO Callsign BM ATI ATI Founded16 December 1963Commenced operations2 June 1964Ceased operations30 October 1994Operating basesNaples International AirportFrequent-flyer programMilleMigliaFleet size34Parent companyAlitaliaHeadquartersNaples, ItalyEmployees2,900 (1994) Aero Trasporti Italiani S.p.A (ATI) was an Italian airline headquartered in Naples, Italy. It was founded on ...
A Macao, mentre l'omosessualità è stata depenalizzata nel 1996[1], le coppie dello stesso sesso e le famiglie guidate da coppie dello stesso sesso non hanno tutele legali a differenza dalle coppie formate da individui di sesso opposto. Indice 1 Leggi sull'omosessualità 2 Leggi anti-discriminazione 3 Riconoscimento delle relazioni tra persone dello stesso sesso 4 Attivismo e cultura dei diritti LGBT 5 Tabella riassuntiva 6 Note Leggi sull'omosessualità L'età generale del consenso ...
2009 Total Nonstop Action Wrestling pay-per-view event Genesis (2009)Promotional poster featuring Mick FoleyPromotionTotal Nonstop Action WrestlingDateJanuary 11, 2009[1]CityCharlotte, North Carolina[1]VenueBojangles' Coliseum[1]Attendance2,700[2]Pay-per-view chronology ← PreviousFinal Resolution Next →Against All Odds Genesis chronology ← Previous2007 Next →2010 The 2009 Genesis was a professional wrestling pay-per-view (PPV) event ...
بغداد الجديدة الاسم الرسمي بغداد الجديدة الإحداثيات 33°18′20.9″N 44°29′12″E / 33.305806°N 44.48667°E / 33.305806; 44.48667 تقسيم إداري بلد العراق محافظة محافظة بغداد منطقة بغداد الجديدة عدد السكان المجموع 530,450 تعديل مصدري - تعديل بغداد الجديدة هي واحدة من تسع أحي�...
Sekretariat Jenderal Mahkamah Konstitusi Republik IndonesiaGambaran umumDasar hukumPeraturan Presiden Nomor 49 Tahun 2012Susunan organisasiSekretaris JenderalHeru Setiawan (Plt.)Kepala Biro / PusatBiro Perencanaan dan PengawasanPawit Haryanto[1]Biro Keuangan dan KepegawaianRubiyo[1]Biro Hubungan Masyarakat dan ProtokolBudi Achmad Djohari[1]Biro UmumMulyono[1]Pusat Pendidikan Pancasila dan KonstitusiNoor Sidharta[1] Kantor pusatJl. Merdeka Barat no 6 Jak...
Ethnic group Tajiks in PakistanTotal populationc. 1,780,000 [citation needed]Regions with significant populations Gilgit-Baltistan Punjab Khyber Pakhtunkhwa Balochistan Islamabad-Rawalpindi Karachi Languages Persian (Dari and Tajik) Urdu ReligionIslamRelated ethnic groups Uyghurs in Pakistan Kyrgyz in Pakistan Turkmens in Pakistan Uzbeks in Pakistan Tajiks in Pakistan are residents of Pakistan who are of Tajik ancestry. The Tajiks are a Persian-speaking Iranian ethnic group native to ...
Pour les articles homonymes, voir Mourer et Carol. Martine CarolEn 1953 (Studio Harcourt).BiographieNaissance 16 mai 1920Saint-Mandé (Seine)Décès 6 février 1967 (à 46 ans)Monte-CarloSépulture Cimetière du Grand Jas (depuis le 14 février 1967)Nom de naissance Marie-Louise Jeanne Nicolle MourerSurnom Maryse ArleyPseudonyme Maryse ArleyNationalité FrançaiseFormation Cours SimonActivité ActricePériode d'activité à partir de 1940Conjoints Christian-Jaque (de 1954 à 1959)Joseph...
Legal, tax and regulatory news company Bloomberg Industry GroupThe Bloomberg Industry Group building in Crystal City, VirginiaCompany typeAffiliateIndustryLegal, Tax, Government, Environment & Business newsFounded1929; 95 years ago (1929)FounderDavid LawrenceHeadquartersCrystal City, Virginia, Arlington County, U.S.Key peopleJosh Eastright(CEO)OwnerMichael Bloomberg (88%) and Bank of America (12%; through Merrill Lynch)Number of employees1300+ (2024)[1]ParentBloo...
Esta página cita fontes, mas que não cobrem todo o conteúdo. Ajude a inserir referências. Conteúdo não verificável pode ser removido.—Encontre fontes: ABW • CAPES • Google (N • L • A) (Agosto de 2021) Esta página ou seção está redigida de uma perspectiva principalmente portuguesa e pode não representar uma visão mundial do assunto. Por favor aperfeiçoe este artigo ou discuta este caso na página de discussão. Êx...
Questa voce o sezione sugli argomenti musicisti britannici e cantanti britannici non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Commento: soltanto la prima parte del testo ha fonti a sufficienza Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti dei progetti di riferimento 1, 2. Noel GallagherNoel Gallagher in concerto a Barcellona nel marzo 2012 Nazionalità Regno Unito Ge...
Chiesa della Santa Trinità a Varsavia Romantico arco in pietra nel giardino dell'Arcadia Szymon Bogumił Zug, nato Simon Gottlieb Zug e noto anche come Zugk, (Merseburg, 20 febbraio 1733 – Varsavia, 11 agosto 1807), è stato un architetto tedesco naturalizzato polacco e architetto del paesaggio. Indice 1 Biografia 2 Note 3 Altri progetti 4 Collegamenti esterni Biografia Nato in Sassonia, passò gran parte della sua vita in Polonia dove, nel 1768, fu creato nobile. Uno dei più versatili e ...
Pemilihan umum Majelis Legislatif Tamil Nadu 19801977198428 Mei 1980Seluruh 234 kursi di Legislatur Tamil NaduKandidat Partai pertama Partai kedua Ketua M. G. Ramachandran M. Karunanidhi Partai AIADMK Dravida Munnetra Kazhagam Aliansi ADMK alliance Aliansi Kongres Kursi ketua Madurai Barat Anna Nagar Kursi yang dimenangkan 162 69 Perubahan kursi 14 6 Suara rakyat 9,328,839 8,371,718 Persentase 48.92% 44.43% Swing 18.56% 19.54% Peta persebaran suara Peta...