დუვრი (ინგლ. Dover [doʊvər], ფრანგ. Douvres [duvʁ], ლათ. Dubris) — ქალაქი და პორტი დიდ ბრიტანეთში, ინგლისის საგრაფო კენტში, პა-დე-კალეს სრუტესთან, სარკინიგზო ბორნით უკავშირდება დიუნკერკს, საფრანგეთი.
2001 წლის აღწერით ქალაქში 28 156 მცხოვრები დაფიქსირდა, საქალაქო აგლომერაციაში შემავალი გარეუბნებიანად 39 078 კაცი.
ქალაქი დუვრი ბრიტანეთში ერთ-ერთი უძველესია და ჯერ კიდევ კუნძულზე რომის იმპერიის შეჭრამდე არსებობდა.
ღირსშესანიშნაობანი: შუა საუკუნეების დუვრის ციხესიმაგრე, ერთ-ერთი უდიდესია ფართობით გაერთიანებულ სამეფოში.
რესურსები ინტერნეტში