ომანის ტურიზმი

ომანის ტურიზმი 2000-იანი წლებიდან მოყოლებულიმზარდი ინდუსტრიაა.[1] ომანში არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს და განსაკუთრებით კულტურული ტურიზმით გამოირჩევა.[2][3] 2012 წელს ლონლი პლანეტიმ მასკატი მსოფლიოში მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა.[4] მასკატი 2012 წელს არაბეთის ტურიზმის დედაქალაქად დასახელდა.[5]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ომანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ომანმა სიაში ერთი ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[6] 2017 წელს ომანს 1 897 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 539 700 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 811.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 53 251 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2,7%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ია.[7] ომანს საუკეთესო მაჩვენებლები უსაფრთხოებისა და დაცულობის (მეოთხე ადგილი) და ფასების კონკურენტუარიანობის (24-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი საერთაშორისო ღიაობის (116-ე ადგილი) და გარემოს მდგრადობის (109-ე ადგილი) სვეტებში აქვს.[8]

ვიზა

ომანის სავიზო პოლიტიკა

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეთათვის ომანში მგზავრობისათვის ვიზის აღებაა საჭირო. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებისათვის ომანში მოგზაურობა სავიზო ლიმიტის გარეშეა შესაძლებელი. მსოფლიოს 69 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის ინტერნეტის მეშვეობით შეძენა შეუძლიათ, რომელიც 30 დღის განმავლობაშია მოქმედი. ყველა ვიზიტორისთვისსავალდებულოა 6 თვის განმავლობაში მოქმედი პასპორტი.

სტატისტიკა

2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების გამოკლებით:[9]

Rank Country Number
1 ინდოეთის დროშა ინდოეთი 244,786
2 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 133,529
3 პაკისტანის დროშა პაკისტანი 67,893
4 გერმანიის დროშა გერმანია 55,126
5 აშშ-ის დროშა აშშ 53,165
6 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 47,830
7 ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 28,541
8 იტალიის დროშა იტალია 26,063
9 ფილიპინების დროშა ფილიპინები 24,897
10 ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში 20,191

ბუნება

პლაჟები

ომანის სანაპიროზე არაერთი პლაჟი მდებარეობს. მასკატის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე კურორტები მდებარეობს. სანაპიროს აქტივობებს მიეკუთხვნება: მზის აბაზანების მიღება, ცურვა, ყვინთვა, სნორკელინგი, ნავებითა და წყლის სკუტერებით გასეირნება, სერფინგი, ნიჟარების შეგროვება და თევზაობა.

კაიტსერფინგი

დღიური ზღვის ბრიზების წყალობით ომანის სანაპიროზე კაიტსერფინგისთვის ხელსაყრელი პირობებია. კაიტსერფინგის ცენტრები მასკატში, ელ სავადისა და ალზაიბას სანაპიროებსა და მასირაჰის კუნძულის სანაპიროებზე მდებარეობს.[10][11]

საფარი ტურიზმი

ომანში პოპულარულია აქლემებითა და ოთხბორბლიანი ტრანსპორტით მოგზაურობა ვაჰიბას უდაბნოში. საფარი ტურები ადგილობრივთა ქოხებში არჩენას, ბარბექიუებს, აქლემებით გასეირნებას, ქვიშის სერფინგსა და ბედუინთა თემებთან სტუმრობას.

მღვიმეები

კირქვით მდიდარი დანალექი ქანებით აღმართულ ომანის მთებში უამრავი გამოქვაბულია. 2008 წელს ტურიზმის სამინისტრომ მსოფლიოში სიდიდით მეორე მღვიმის, მეჯლის ელ ჯინის განვითარებისთვის ახალი პროგრამა წამოიწყო, რაც მღვიმის ტურისტულ გამოქვაბულად გადაქცევას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა პირველი ტურისტული მღვიმის, ელ ჰუთას მღვიმის გახსნის შემდეგ შეიმუშავეს, რადგანაც მღვიმემ ირველივე წელს 75 000 ტურისტი მიიღო.[12] ომანში მდებარე გამოქვაბულების ნაწილი სხვადასხვა სირთულისაა: დაწყებული მარტივიდან, როგორიცაა მუქალის გამოქვაბული ბანის უადიში და ხალიდის მღვიმე ეშ შარქიიაჰის რეგიონში, დამთავრბეული ურთულესი მღვიმეებით, რომელთა მოსანახულებლადაც გამოცდილება, ვარჯიში და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.

ისტორიული და კულტურული ადგილები

ბაზრები

ტურისტთა შორის პოპულარულია ომანს ბაზრები (souq). მსგავსი ბაზრები ომანის ყველა ქალაქში მდებარეობს. მასკატის ყველაზე ცნობილი ბაზრობები რუვისა და მუთრაჰის ბაზრობებია.

ციხესიმაგრეები

ომანის ქალაქების უმეტესობას ციხესიმაგრე აქვს, რომელთა დიდი ნაწილი აშენებული ან გაფართოებლია ელ-იარუბის დინასტიის დროს 1624-1744 წლებში. ციხესიმაგრეები შემოსევების დროს მოსახლეობის თავდაცვის უკანასკნელი ხაზის ფუნქციას ითავსებდნენ. ციხესიმაგრეები ხანგრძლივი ალყისთვის იყო მზად: წყლის წყაროებით, საკვების მარაგითა და საიდუმლო გვირაბებით, რომლებიც ციხესიმაგრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთავრდება. მშვიდობის დროს ციხესიმაგრეები მმართველი წრეების მთავარ ცენტრსა და ქალაქების განათლების კერას წარმოადგენდა.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

  • ბაჰლის ციხესიმაგრე — ნაბჰანის დინასტიის დედაქალაქის ნაწილი. გვიანი შუა საუკუნეების დროს ნაბჰანის დინასტია დომინანტი დინასტია იყო ომანსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1987 წლიდან)[13]
  • ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი — ძვ.წ. III ათასწლეულის ნეკროპოლისის ნანგრევები. ბატის ნეკროპოლისი ადრეული სპილენძის ხანის დაკრძალვის რიტუალების შესახებ გვაწვდის ცნობებს. (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1988 წლიდან]].[14]
  • საკმევლის მიწა — შუა საუკუნეებში საკმევლით ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. არქეოლოგიური ძეგლი მოიცავს ანტიკურ პორტს: ხორ რორისა და ელ-ბალიდს, ასევე საქარავნო ოაზისებეს: შისრსა და უადი დავაკაჰს. (2000)[15]
  • აფლაის ირიგაციული სისტემა — სამი ათასი წლის საირიგაციო სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება. დღემდე გამოყენებადი სისტემის ძირითადი ნაწილი ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება. (2006)[16]
  • ქალჰათი — ანტიკური ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის სავარაუდო ძეგლად 1988 წელს გამოაცხადეს, საბოლოოდ კი ნუსხაში 2018 წელს შეიტანეს.[17]

კულტურული ფესტივალები

მასკატის ფესტივალი

მასკატის ფესტივალი[18] ყოველწლიურად იანვარსა და თებერვალში ტარდება. ფესტივალზე ტრადიციული ომანური ცხოვრების სტილის, ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებია გამოფენილი. ღონისძიება საცირკო და თეატრალურ სანახაობებსაც მოიცავს.

სალაჰაჰის ფესტივალი

სალაჰაჰის ფესტივალი ივლისსა და აგვისტოში იმართება, როდესაც ომანის ტერიტორიაზე სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებზე მეტად გრილა. სალაჰაჰის ფესტივალი განსაკუთრებით ოჯახებს იზიდავს და კულტურულ, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების შოუებს მოიცავს.

სპორტული და სათავგადასავლო ღონისძიებები

ცხენებითა და აქლემებით რბოლა

ომანის ცხენოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრებები სექტემბრიდან ივნისამდე ომანის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. გრძელ მანძილზე აქლემების რბოლა სპეციალურად აგებულ სარბოლო ტრასებზე იმართება, ჩვეულებრივ არდადეგებისა და ეროვნული დღესასწაულების დროს.

დუბაი-მასკატის ოფშორული სანაოსნო რბოლა

დუბაი-მასკატის რეგატა ყოველი წლის იანვარში იმართება. ნავები დუბაიდან იწყებენ რბოლას და ჰორმუზის ყურის გავლით მასკატში ჩადიან.

ინტერნეტ რესურსები

სქოლიო

  1. Travel & Leisure Market Research Reports and Industry Analysis. Marketresearch.com. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
  2. Kharusi, N. S. & Salman, A. (2011) The English Transliteration of Place Names in Oman. Journal of Academic and Applied Studies Vol. 1(3) September 2011, pp. 1-27 Available online at www.academians.org
  3. Babu Thomas Web Developer- designer. Culture in Oman, Tourism. Omanet.om. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-25. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
  4. Richard I'Anson. Lonely Planet’s Best in Travel: top 10 cities for 2012 - travel tips and articles. Lonely Planet. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
  5. Home Page - Gulf in the Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2015.
  6. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 266.
  7. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.266.
  8. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.267.
  9. Number of Tourists to Oman
  10. https://www.theguardian.com/travel/2010/sep/04/masirah-island-oman-middle-east The Guardian, "Oman's desert island", retrieved 5 January 2014
  11. https://www.surfertoday.com/travel/riding-the-desert-winds-of-the-masirah-island Surfer Today, "Riding the desert winds of the Masirah Island", retrieved 5 January 2014
  12. World’s second-largest cave to boost tourism: The National, May 17, 2008 დაარქივებული June 8, 2008, საიტზე Wayback Machine.
  13. Bahla Fort. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  14. Archaeological Sites of Bat, Al-Khutm and Al-Ayn. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  15. Land of Frankincense. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  16. Aflaj Irrigation Systems of Oman. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  17. Ancient City of Qalhat. UNESCO.
  18. muscat-festival.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2003. ციტირების თარიღი: 23 December 2015.

Read other articles:

Siswondo Parman Komandan Pusat Polisi Militer Angkatan Darat ke-5Masa jabatan1950–1953 PendahuluKolonel Cpm A.Y. MokogintaPenggantiLetkol Cpm M.Y. Proyogo Informasi pribadiLahir(1918-08-04)4 Agustus 1918Wonosobo, Hindia BelandaMeninggal1 Oktober 1965(1965-10-01) (umur 47)Lubang Buaya, JakartaSebab kematianTerbunuh pada peristiwa Gerakan 30 SeptemberSuami/istriNy. SumirahajuHubunganLetjen TNI (Purn.) Sugiono (Anak Angkat)AnakAli EbramKerabatSakirman (kakak)PekerjaanTNIPengharga...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

Malkat HayofiTanggal pendirian1950; 74 tahun lalu (1950)TipeKontes KecantikanKantor pusatTel AvivLokasi IsraelJumlah anggota Miss UniverseBahasa resmi IbraniDirekturIris CohenSitus webmissisrael.ynet.co.ilMiss Israel (bahasa Ibrani: מלכת היופי Malkat HaYofi, lit. The Beauty Queen) adalah kontes kecantikan nasional di Israel. Sejarah Pada akhir 1920-an, Kontes Kecantikan Ratu Esther diadakan di Tel Aviv yang berpusat pada liburan Purim. Kontes Miss Israel pertama berlangsung...

Historic church in Pennsylvania, United States This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Christ Church, Philadelphia – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2022) (Learn how and when to remove this template message) United States historic placeChrist ChurchU.S. National Register of Histori...

 

Membuat halaman Halaman pengguna Pembicaraan Profil saya Proyek saya Halaman saya Pencapaian saya Hello, Lets have a talk! Selamat datang di Halaman Pengguna saya! Apa yang dibahas Mungkin saran untuk menulis menggunakan source code di WBI Topik apa saja, karena saya ingin mempunyai teman baru di WBI Saya menyukai topik yang berhubungan dengan Sains, khususnya Geologi, Geokronologi, dan Astronomi. Dan yang pasti bukan fonologi. Remember that, Nyilvoskt Tips Selalu tanda tangani pertanyaan An...

 

† Человек прямоходящий Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:Синапсиды�...

Neo-grotesque sans-serif typeface Rail AlphabetCategorySans-serifClassificationNeo-grotesqueDesigner(s)Jock KinneirMargaret CalvertFoundryDepartment for TransportBRB (Residuary) LimitedBritish Railways BoardDate released1965Design based onHelvetica Rail Alphabet in use at Castle Cary railway station Rail Alphabet is a neo-grotesque sans-serif typeface designed by Jock Kinneir and Margaret Calvert for signage on the British Rail network. First used at Liverpool Street station, it was then adop...

 

1974 film by Francis Ford Coppola This article is about the 1974 film. For other uses, see Conversation (disambiguation). The ConversationTheatrical release posterDirected byFrancis Ford CoppolaWritten byFrancis Ford CoppolaProduced byFrancis Ford CoppolaStarring Gene Hackman John Cazale Allen Garfield Cindy Williams Frederic Forrest CinematographyBill ButlerEdited by Walter Murch Richard Chew Music byDavid ShireProductioncompanyThe Directors CompanyDistributed byParamount PicturesRelease dat...

 

Lighthouse in New South Wales, Australia This article is about a lighthouse in Australia. For the lighthouse in South Africa, see Danger Point Lighthouse. LighthousePoint Danger Light Point Danger LightLocationPoint DangerQueenslandAustraliaCoordinates28°09′54.09″S 153°33′02.63″E / 28.1650250°S 153.5507306°E / -28.1650250; 153.5507306TowerConstructed1971[1]Constructionconcrete towerAutomated1971Height67 feet (20 m)[2]Shapefour recta...

Masonic degree Part of a series onFreemasonry Overview Grand Lodge Masonic lodge Masonic lodge officers Grand Master Prince Hall Freemasonry Regular Masonic jurisdiction Anglo-American Freemasonry Continental Freemasonry History History of Freemasonry Liberté chérie Masonic manuscripts Masonic bodies Masonic Masonic bodies York Rite Order of Mark Master Masons Holy Royal Arch Royal Arch Masonry Cryptic Masonry Knights Templar Red Cross of Constantine Scottish Rite Knight Kadosh Societas Ros...

 

Municipality in Valencian Community, SpainTorrellaMunicipality Coat of armsTorrellaLocation in SpainCoordinates: 38°59′20″N 0°34′18″W / 38.98889°N 0.57167°W / 38.98889; -0.57167Country SpainAutonomous community Valencian CommunityProvinceValenciaComarcaCosteraJudicial districtXàtivaGovernment • AlcaldeFrancisco Moreno GayáArea • Total1.1 km2 (0.4 sq mi)Elevation135 m (443 ft)Population (2018)...

 

Chevron folds with flat-lying axial planes, Millook Haven, North Cornwall, UK Chevron folds are a structural feature characterized by repeated well behaved folded beds with straight limbs and sharp hinges. Well developed, these folds develop repeated set of v-shaped beds.[1] They develop in response to regional or local compressive stress. Inter-limb angles are generally 60 degrees or less. Chevron folding preferentially occurs when the bedding regularly alternates between contrasting...

Untuk kegunaan lain, lihat West Side Highway (disambiguasi). West Street beralih ke halaman ini. Untuk kegunaan lain, lihat West Street (disambiguasi). Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: West Side Highway – berita · surat kabar · buku · cendekiawan&...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (فبراير 2020) متلازمة سرطان الثدي والمبيض الوراثية معلومات عامة الاختصاص طب التوليد والنسائيات،  وعلم الغدد الصم،  وطب الجلد،  وعلم الأورام،  وعلم الوراثة الط...

 

10th US national census 1880 United States census ← 1870 June 1, 1880 (1880-06-01) 1890 → Seal of the Department of the InteriorThomas Edison in the 1880 U.S. censusGeneral informationCountryUnited StatesAuthorityCensus OfficeResultsTotal population50,189,209 ( 30.2%)Most populous ​stateNew York5,082,871Least populous ​stateNevada62,266 The 1880 United States census, conducted by the Census Office during June 1880, was the t...

Terrorist attacks in Aden, Yemen in December 2016 December 2016 Aden suicide bombingsPart of the Aden unrest and theYemeni Civil War (2014–present)Location of Aden Governorate in Yemen.LocationAl Solban military camp, Aden, Aden Governorate, YemenDate10 and 18 December 2016TargetYemeni soldiersAttack typeSuicide bombingsDeathsTotal: 102+ 10 December: 5018 December: 52+InjuredTotal: 93+ 10 December: 2918 December: 63+Perpetrators Islamic State – Yemen Province vteYemeni crisisRevolution(20...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (نوفمبر 2019) كريس توملينسون   معلومات شخصية الميلاد 15 سبتمبر 1981 (43 سنة)  ميدلزبرة  الطول 197 سنتيمتر  الجنسية المملكة المتحدة  الحياة العملية المهنة منافس ألع�...

 

Pétoubastis II Fragment d'une statue de Pétoubastis II adossé à un pilier (basalte, Memphis). Période Troisième Période intermédiaire Dynastie XXIIIe dynastie Fonction Roi de Tanis Prédécesseur Sheshonq V Dates de fonction 730 à 725 AEC[1] Successeur Ousermaâtrê Osorkon IV Famille Conjoint Tadibastet ? Enfant(s) Osorkon IV ? modifier  Pétoubastis II (transcription selon l'historien antique Manéthon de l'égyptien Padibastet) est un roi ayant gouve...

Pour les articles homonymes, voir 1999 (homonymie). Cet article est une ébauche concernant une chanson pop et la musique soul et funk. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. 1999 Single de Princeextrait de l'album 1999 Face B How Come U Don't Call Me Anymore? Sortie 12 décembre 1982 Enregistré 1982Sunset Sound Durée 3:35 Genre Funk, new wave, pop Format Vinyle 7, 12, CD[1] Auteur-compositeur Pr...

 

ألكويانو الشعار الاسم الكامل نادي ألكويانو لكرة القدم تأسس عام 1929 الملعب إلكولاو ألكوي، إسبانيا(السعة: 4،500) البلد إسبانيا  الدوري الدوري الأسباني الدرجة الثالثة الإدارة المدير الفني أندريس بالوب الموقع الرسمي http://cdalcoyano.com تعديل مصدري - تعديل   نادي ألكويانو هو نادي ك�...