ნანი (ტაი. น่าน) — ქალაქი ტაილანდის ჩრდილოეთში, ნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[1]
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს ლაოსის საზღვართან ახლოს, მდინარე ნანის მარჯვენა ნაპირზე, დედაქალაქ ბანგკოკიდან 668 კმ ჩრდილოეთით.
ისტორია
XVI საუკუნემდე იყო პატარა სამეფოს ნაწილი, რომელსაც არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობები. მოგვიანებით გახდა ლანსანგის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იყო გადაჭიმული დღევანდელი ლაოსისა და ტაილანდის ტერიტორიაზე. XVI საუკუნის ბოლოსთვის ქალაქი შევიდა, როგორც ერთ-ერთი სამთავრო ლანის (ტაი. อาณาจักรล้านนา) სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1931 წლამდე ნანი მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად იყო სიამის ტერიტორიის ნაწილი, ხოლო შემდეგ გახდა ტაილანდის სახელმწიფოს ნაწილი.
გალერეა
სქოლიო
- ↑ Nan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 May 2015.