კენი დალგლიში

კენი დალგლიში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კენეთ მეთისონ დალგლიში
დაბადების
თარიღი
4 მარტი, 1951 (1951-03-04) (73 წლის)
დაბადების
ადგილი
გლაზგო
შოტლანდია
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1967–1968 ქამბერნოლდ იუნაიტედი
1968–1969 სელტიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969–1977 სელტიკი 204 (112)
1977–1990 ლივერპული 355 (118)
სულ 559 (230)
ეროვნული ნაკრები
1971–1986 შოტლანდია 102 (30)
სამწვრთნელო კარიერა
1985–1991 ლივერპული
1991–1995 ბლეკბერნ როვერსი
1997–1998 ნიუკასლ იუნაიტედი
2000 სელტიკი
2011–2012 ლივერპული
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კენი დალგლიში (ინგლ. Kenny Dalglish; დ. 4 მარტი, 1951, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი) — შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1974 წლის გერმანიის, 1978 წლის არგენტინის და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შოტლანდიელ ფეხბურთელად.

დალგლიშმა ოცწლიანი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ კლუბში ითამაშა, შოტლანდიურ „სელტიკსა“ და ინგლისურ „ლივერპულში“. დალგლიში წარმატებით ასპარეზობდა ორივე კლუბში, განსაკუთრებით კი მისი მერსისაიდული მიღწევებია აღსანიშნავი. მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი — 1978, 1981 და 1984 წლებში.

კენი დალგლიშმა შოტლანდიის ნაკრების მაისურით სარეკორდო, 102 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

2009 წელს საფეხბურთო ჟურნალმა „FourFourTwo-მ“ იგი დაასახელა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო თავდამსხმელად და „ლივერპულის“ ისტორიაში დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის უპირველესად.

საფეხბურთო კარიერია

კენი დალგლიში ინჟინრის ოჯახში დაიბადა და ბავშვობაში „რეინჯერსის“ ფანი იყო. იგი გლაზგოს „რეინჯერსის“ სტადიონთან ცხოვრბოდა და მუდამ ამ შოტლანდიური კლუბის გულშემატკივრების გარემოცვაშიც იყო. აღსანიშნავია, რომ კენიმ საფეხბურთო კარიერა მილტონის სპორტულ სკოლაში მეკარედ დაიწყო. გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი მალე შოტლანდიის 15 წლამდელთან ნაკრებში მოხვდა. ყველასდა მოულოდნელად მან ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში არა კარში, არამედ მარჯვენა ნახევარდაცვაში ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ კენი უკვე გლაზგოს მოსწავლეთა ნაკრებში ხვდება, შემდეგ კი შოტლანდიის მოსწავლეთა ნაკრებში და ბრიტანელი ერების თასიც მოიგო. 1967 წელს კი იგი „სელტიკთან“ აფორმებს კონტრაქტს, თავისი ბავშვობის კლუბის, „რეინჯერსის“ დაუძინებელ მტერთან.

სელტიკი

მან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს 1967 წლის მაისში მოაწერა ხელი. თავად კენი დალგლიში ავტობიოგრაფიაში ასე იხსენებს ამ ფაქტს: „სელტიკის“ მაშინდელმა მენეჯერმა, ჯოკ სტეინმა თავისი ასისტენტი, შონ ფელონი გააგზავნა კენის სახლში მშობლეთან შესახვედრად, რათა მათი შვილი „სელტიკში“ ჩაერიცხათ. როდესაც ფელონი მათ სახლს მიუხლოვდა, კენი მაშინვე საკუთარ ოთახში გაიქცა და სასწრაოდ დამალა „რეინჯერსის“ პოსტერები. იმ წელს დალგლიშმა სეზონი ასაკის გამო „Cumbernauld United-ში“ გაატარა, სადაც 1967–68 წლებში მან 37 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში კი უკვე სელტიკში რეზერვების რეგულარული წევრი გახდა. მისი პროფესიონალური დებიუტი შოტლანდიის თასზე Hamilton Academical-ის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როდესაც კენი შეცვლაზე შემოვიდა და „სელტიკს“ 4–2 გამარჯვებაში დაეხმარა.

პირველ გუნდში თავის დასამკვიდრებლად დალგლიშს სამი წელი დასჭირდა. „სელტიკი“ იმ პერიოდში არა მხოლოდ შოტლანდიის საუკეთესო კლუბი, არამედ პირველი ბრიტანული გუნდი იყო რომელმაც მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, მას შემდეგ რაც 2–1 დაამარცხა „მილანის ინტერი“ლისაბონში, „ესტადიო ნასიონალზე“. „სელტიკის“ მენეჯერი მის ნიჭს ხედავდა და შანსებსაც აძლევდა. ერთ-ერთი მორიგი შესაძლებლობა ძალების წარმოჩენისა კენის „კილმარნოკთან“ მატჩში მიეცა, რომელიც „სელტიკმა“ 7–2 მოიგო. აქედან 6 გოლი კი დალგლიშმა გაიტანა.

1972–23 წლებში კენი უკვე „სელტიკის“ ლიდერი იყო. მან იმ წლის სეზონში 41 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ერთად. 1975 წელს კი უკვე „სელტიკის“ კაპიტანიც გახდა, თუმცა ის წელი უიღბლო აღმოჩნდა გუნდისთვის. მთავარმა მწვრთნელმა ავტოავარიაში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. შედეგად „სელტიკი“ 12 წლის განმავლობაში პირველად უთასოდ დარჩა.

იმ დროისთვის როდესაც კენიმ „სელტიკის“ მიტოვება გადაწყვიტა, იგი უკვე 6 წელი იყო ნაკრების უცვლელი ფიგურა. მან მონაწილეობა მიიღო 1974 წლის მუნდიალზეც. 1976 წელს კი შოტლანდიამ მისი გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით, რომელიც კენიმ „ლივერპულის“ ლეგენდარულ მეკარეს, როი კლემენსს ფეხებს შორის გაუძვრინა, ინგლისი დაამარცხა. მომდევნო წელს კი კვლავ მისი გოლით შოტლანდიელებმა უემბლიზეც მოიგეს.

1977 წელს, „სელტიკში“ ჩატარებული 260 მატჩის და 167 გოლის შემდეგ დალგლიში ბობ პისლის „ლივერპულში“ გადავიდა, იმ დროის რეკორდულ სატრანსფერო თანხად — 440000 ფუნტად, რათა „ჰამბურგში“ გადაბარგებული კევინ კიგანი შეეცვალა წითლებში. „სელტიკისთვის“ კი ეს მძიმე დანაკარგი იყო და ერთ დროს გლაზგოელი ფანების საყვარელი ფეხბურთელი მოღალატედ იქცა.

ლივერპული

მერსესაიდელი გულშემატკივრები ეჭვის თვალით უყურებდნენ კევინ კიგანის შემცვლელს გუნდში, თუმცა დალგლიშმა სწრაფად გაიარა ადაპტაციის პერიოდში და „ლივერპულში“ დამკვიდრდა. კიგანის 7 ნომრიანი მაისურით მას დებიუტი 1997 წლის 13 აგვისტოს „მანჩესტერ უნაიტედთან“ ჰქონდა, წარმატებული სეზონის შემდეგ კი მან უეფას სუპერ თასის ფინალშიც გაიტანა, სადაც „ლივერპულმა“ კევინ კიგანის ახალი კლუბი „ჰამბურგი“ 6–0 გაანადგურა.

პირველი სეზონის შემდეგ დალგლიშს „ლივერპულში“ უკვე 61 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 31 გოლი გატანილი. მათ შორის გამარჯვების გოლიც 1978 წლის ევროპის თასის ფინალში უემბლიზე „ბრიუგეს“ წინააღმდეგ. მისი გოლი გახდა დასაწყისი „ლივერპულის“ ოქროს ხანისა, დაუმარცხებელი კლუბის, რომელიც 80-იან წლებში როგორც ბრიტანეთს, ისე მთელ ევროპას ფეხბურთს ასწავლიდა. დალგლიშმა მონაწილეობა მიიღო 1978 და 1982 წლების მუნდიალებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ვერ ცდებოდა ჯგუფურ ეტაპს, დალგლიშმა ორივე მუნდიალზე გაიტანა, ერთი ესპანეთთან და ერთიც ჰოლანდიასთან.

1980 წლის აპრილში „ლივერპულმა“ 300000 ფუნტად იან რაში შეიძინა. 18 წლის რაში მალე კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა და ლეგენდარული დუეტის წყალობით „წითლებმა“ ინგლისის ჩემპიონატიც მოიგეს და ინგლისის ლიგის თასიც. 1982–83 წლების სეზონში კი კენი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მომდევნო წლებში დალგლიშმა რამდენიმეჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და კლუბის ლიდერიც იყო, თუმცა იან რაშის საოცარი თამაშის შემდეგ მას მთავარი მეგოლის სტატუსი ჩამოერთვა და კლუბში ახალი როლი იტვირთა. 1985 წელს ჯოე ფაგანის გადადგომის შემდეგ „ლივერპულის“ მენეჯერის პოსტიდან, კენი დალგლიში მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა. მან საკუთარი თავი იმ სეზონში 21-ჯერ დააყენა შემადგენლობაში. მათ შორის ფა-ს თასის ფინალშიც „ევერტონის“ წინააღმდეგ და პრემიერლიგის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ. სადაც მისმა გოლმა 1–0 გაამარჯვებინა „წითლებს“ და მათ მეთქვსმეტედ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი. მომდევნო სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და კვლვ მოიგო ინგლისის ტოპ-დივიზიონი. 1990 წლის 5 მაისს კი 38 წლის კენი დალგლიშმა ბოლო მატჩი ჩაატარა „ლივერპულში“, ორი წუთი ითამაშა „დერბი ქაუნთისთან“ და დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.

სამწვრთნელო კარიერა

ლივერპული

მოთამაშე-მწვრთნელის რანგში კენი დალგლიშმა პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და ფა-ს თასი მოიგო. მეორე წელს კლუბი უტიტულოდ დარჩა, თუმცა მესამე სეზონში დალგლიშმა გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. შეიძინა ჯონ ოლდრიჯი, პიტერ ბარდსლი, ჯონ ბარნსი, რეი ჰიუტონი, ალან ჰანსენი, სტივ მაკმაჰონი, მარკ ლოურენსონი და სტივ ნიკოლი. დალგლიშს შექმნილმა შემადგენლობამ კი სეზონის დასაწყისში ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა და ინგლისის ჩემპიონობა ოთხი ტურით ადრე იზეიმა. იმ სეზონში ჩატარებული 40 თამაშიდან ტოპ-დივიზიონში „ლივერპულს“ მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა.

1989 წელს კი „ლივერპულმა“ დალგლიშის ხელმძღვანელობით ფა-ს თასი მოიგო, ინგლისის ჩემპიონობაში კი გოლების სხვაობამ შეუშალა ხელი. „არსენალმა“ იმ სეზონში მხოლოდ მეტი გატანილი გოლის გამო დაისაკუთრა ტიტული. 1990 წელს კი „ლივერპულში“ გატარებული 5 წლის განმავლობაში დალგლიშმა მესამედ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა და ასევე — მესამედ გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი. 1989 წელი დალგლიშისთვის საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ იგი ედგა სათავეში „ლივერპულს“ მაშინ, როდესაც ჰილზბოროს ტრაგედია მოხდა. ფანებისთვის კენის უდიდეს პატივისცემას და საოცარ დამოკიდებულებას ამ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივარრების მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვართ ასე დალგლიში „ლივერპულის“ გულშემატკივრებს, სწორედ ის პატივია, რომელიც კენიმ ღირსეულად მიაგო ლივერპულის დაღუპულ გმირებს.

1991 წლის 22 თებერვალს კი კენი დალგლიში გადადგა პოსტიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი ბოლო გადაწყვეტილებები კლუბში სტივ მაკმანამანის და მაიკ მარშის აკადემიიდან პირველ გუნდში გადმოყვანა იყო. მისი ბოლო ტრანსფერი კი ახალაგზრდა ჯეიმი რედკნაპი. სამივე ფეხბურთელი „ლივერპულის“ ლეგენდა გახდა მომავალში.

კენი დალგლიშის მერსისაიდული სტატისტიკა ასეთია: 515 ჩატარებული მატჩი, აქედან 307 მწვრთნელის რანგში. 172 გატანილი გოლი. 8-ჯერ მოგებული ინგლისის ტოპ-დივიზიონი, 2 ფა-ს თასი, 3 ევროპის ჩემპიონთა თასი, 4 ინგლისის ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი — 5 ინგლისის სუპერთასთან ერთად. მას ასევე მოპოვებული აქვს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული როგორც ჟურნალისტების, ასევე, ფეხბურთელების და მწრთნელების გამოკითხვით. საუკეთესო მწვრთნელად კი იგი სამჯერ აღიარეს.

ბლექბერნი

მას შემდეგ რაც დალგლიშმა „ლივერპული“ ჯანმრთელობის გამო დატოვა, არავინ მოელოდა რომ იგი 8 თვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს და ამჯერად მეორე დივიზიონში მყოფ „ბლექბერნს“ ჩაუდგებოდა სათავეში.

მან პირველივე სეზონში დააბრუნა კლუბი პრემიერლიგაში. რაც 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა „ბლექბერნის“ ისტორიაში. მეორე სეზონის დასაწყისში მან ალან შირერი შეიძინა „საუთჰემპტონიდან“ იმ დროისთვის რეკორდულ ფასად, 3,5 მილიონ ფუნტად. წლის ბოლოს „ბლექბერნი“ მეოთხე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში.

მესამე სეზონი „ბლექბერნმა“ უკვე მეორე ადგილზე დაასრულა. იანვარში დალგლიშის გუნდი 16 პოზიციით ჩამორჩებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, აპრილში კი უკვე გაუთანაბრდა ქულებით და საბოლოოდ სწორედ „მანჩესტერის“ შემდეგ საუკეთესო შედეგიც აჩვენა პრემიერ ლიგაში. მეოთხე წელს კი დალგლიშმა 27 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებში და შედეგად სეზონის ბოლო მატჩამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. მეტოქე კი კვლავ „მანიუ“ იყო. ბოლო მატჩში ბედის ირონიით დალგლიშის გუნდი „ლივერპულს“ ხვდებოდა, „მანჩესტერი“ კი „ვესტ ჰემს“. მიუხედავად „ლივერპულთან“ 2–1 დამარცხებისა, „ბლექბერნმა“ ჩემპიონობა მაინც იზეიმა, რადგან ვერც „მანჩესტერმა“ შეძლო სასურველი ანგარიშით გამარჯვება. რადიოში გაჟღერებული ეს ცნობა „ენფილდზე“ „ბლექბერნის“ ბოსმა კენი დალგლიშმა ტრიუმფალურად აღნიშნა. მან მეორე დივიზიონის კლუბი ჩაიბარა და 4 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახადა.

1995 წელს პრემიერლიგის მოგების შემდეგ კენი „ბლექბერნის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მენეჯერი კი რეი ჰარფორდი გახდა. დალგლიშმა „ბლექბერნში“ ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჩამოაყალიბა და ინგლისში საუკეთესო ახალგაზრდული საფეხბურთო სისტემა შექმნა.

ნიუკასლი

1997 წლის 14 იანვარს დალგლიში „ნიუკასლის“ მწვრთნელი გახდა. პირველ სეზონში მან მეორე ადგილზე გაიყვანა “შავ-თეთრები” და ახლად ჩამოყალიბებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშა გუნდი. მომდევნო სეზონი კი უიღბლო გამოდგა. ალან შირერის გრძელვადიანი ტრავმების და არასწორი ტრანსფერების შედეგად „ნიუკასლმა“ წელი მე-13 პოზიციაზე დაასრულა. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ წელს „ნიუკასლის“ 3–1 გამარჯვება იყო „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე და ფა-ს თასის ფინალში გასვლა.

სელტიკი

დალგლიში 1999 წელს „სელტიკის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მთავარ მენეჯერად კი მისი ყოფილი ფეხბურთელი და „ლივერპულის“ კიდევ ერთი ლეგენდა, ჯონ ბარნსი. ერთი წლის შემდეგ ბარნსი გაათავისუფლეს და მენეჯერად კენი დალგლიში დაინიშნა. პირველივე სეზონში „სელტიკმა“ შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო და სეზონის ბოლოს ასპარეზი მარტინ ონილს დაუთმო. მას შემდეგ მას არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ, მათ შორის „ლივერპულთანაც“ 2004 წელს რაფაელ ბენიტესის მოსვლამდე, მაგრამ კენიმ დიდი საფეხბურთო პაუზა აიღო.

დაბრუნება ლივერპულში

2009 წლის აპრილში რაფა ბენიტესის თხოვნით კენი დალგლიში „ლივერპულის“ ახალგაზრდულ აკადემიას ჩაუდგა სათავეში. 3 ივლისს კი კენი კლუბის ოფიციალური ელჩიც გახდა. ბენიტესის წასვლის შემდეგ 2010 წლის 3 ივნისს დალგლიშს კვლავ შესთავაზეს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამ ნაბიჯს „ლივერპულის“ ლეგენდები და გულშემატკივრებიც ითხოვდნენ, მაგრამ 1 ივლისს გუნდი როი ჰოჯსონმა ჩაიბარა. წარუმატებელი 6 თვის შემდეგ როი ჰოჯსონი გაათავისუფლეს და მისი ადგილი დალგლიშმა დაიკავა. დალგლიში ორი სეზონის მანძილზე, 2012 წლის მაისამდე წვრთნიდა გუნდს.

მიღწევები და სტატისტიკა

სელტიკში კენი დალგლიში 4 ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ასევე ოთხჯერ მოიგო შოტლანდიის თასი და ერთხელ შოტლანდიის სუპერთასი.

„ლივერპულში“ კი კენი ფეხბურთელის რანგში 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და სამჯერ ვერცხლის მედალოსანი. ოთხჯერ მოიგო ინგლისის თასი და ერთხელ ფა-ს თასი. სამჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასზე, ერთხელ ევროპის სუპერთასზე და ორჯერ გავიდა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.

მწვრთნელის რანგში კი სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ გავიდა მეორეზე. ასევე ორჯერ გაიმარჯვა ფა-ს თასზეც. „ბლექბერნთან“ ერთად მოიგო მეორე დივიზიონი, შემდეგ გავიდა მეორე ადგილზე პრემიერლიგაში და ასევე, გახდა პრემიერლიგის ჩემპიონიც. „ნიუკასლსა“ და „სელტიკში“ კი შესაბამისად პრემიერლიგის და შოტლანდიის ჩემპიონატის მეორე ადგილებს დასჯერდა.

კენი დალგლიში ოთხჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად – 1985/86, 1987/88, 1989/90, 1994/95 წლების სეზონებში. რაც შეეხება „ლივერპულს“, მან კლუბში მწვრთნელის რანგში სულ 297 მატჩი ჩაატარა. აქედან 180 მოიგო, მხოლოდ 41-ში დამარცხდა და 76 მატჩი ფრედ დაასრულა. პროცენტულად მან ჩატარებული მატჩების 60,1 მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია „ლივერპულის“ ისტორიაში. შედარებისთვის ბილ შენკლის 52% ჰქონდა, რაფა ბენიტესს – 55%, როი ჰოჯსონს კი – 43%.

ტიტულები

სელტიკი (მოთამაშე)

ლივერპული (მოთამაშე)

ლივერპული (მწვრთნელი)

ბლექბერნ როვერსი (მწვრთნელი)

  • Football League Second Division Play Off
    • გამარჯვებული (1): 1991–92

ბლექბერნ როვერსი (მწვრთნელი)

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Read other articles:

Antena komunikasi parabola besar di Erdfunkstelle Raisting, fasilitas terbesar untuk satelit komunikasi di dunia, di Raisting, Bavaria, Jerman. Ini memiliki jaringan jenis Cassegrain. Antena parabola adalah antena yang menggunakan reflektor parabola, permukaan melengkung dengan bentuk penampang parabola, untuk mengarahkan gelombang radio. Bentuk paling umum berbentuk seperti piring dan populer disebut antena parabola atau parabola. Keuntungan utama antena parabola adalah ia memiliki directivi...

 

 

  هذه المقالة عن الرئيس المصري السابق. لمعانٍ أخرى، طالع مرسي (توضيح). محمد مرسي الرئيس الخامس لجمهورية مصر العربية مرسي في مايو 2013 خامس رئيس لجمهورية مصر العربية في المنصب24 يونيو 2012 – 3 يوليو 2013 رئيس الوزراء هشام قنديل محمد حسين طنطاوي (فترة انتقالية) محمد حسني مبارك (ف...

 

 

IBM PC graphic adapter and display standard This article is about computer architecture. For other uses, see CGA. Color Graphics AdapterIBM CGA graphics cardRelease date1981; 43 years ago (1981)ArchitectureMotorola 6845, ATI CW16800CardsEntry-levelIBM Color Graphics Adapter, ATi Graphics Solution Rev 3, ATi Color Emulation Card, Tseng Labs ColorPAK,Mid-rangeATi Graphics Solution plus, ATi Graphics Solution Plus SP, ATi Graphics Solution SR, Number Nine Graphics SystemHigh-en...

Groupe des sénateurs canadiensHistoireFondation 4 novembre 2019CadreType Caucus, groupe parlementairePays  CanadaOrganisationPrésident Scott Tannas (en) (depuis 2019)modifier - modifier le code - modifier Wikidata Le Groupe des sénateurs canadiens (abrégé en GSC; en anglais : Canadian Senators Group, abrégé en CSG) est un groupe parlementaire de sénateurs du Canada fondé le 4 novembre 2019 par huit sénateurs du Groupe des sénateurs indépendants, deux du caucus du Sénat ...

 

 

Jakob Oetama Anggota Dewan Perwakilan Rakyat[1][2]Masa jabatan28 Oktober 1971 – 30 September 1977PresidenSoehartoAnggota Dewan Perwakilan Rakyat-Gotong RoyongMasa jabatan1966 – 28 Oktober 1971PresidenSoekarnoSoeharto Informasi pribadiLahir(1931-09-27)27 September 1931 Borobudur, Magelang, Jawa Tengah, Hindia BelandaMeninggal9 September 2020(2020-09-09) (umur 88)Jakarta, IndonesiaMakamTaman Makam Pahlawan Nasional Utama Kalibata, JakartaHubunganSoenar...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento patrimoni dell'umanità non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Santuario in der WiesVeduta esterna del santuarioStato Germania LandBaviera LocalitàSteingaden IndirizzoWies 14 Coordinate47°41′N 10°54′E / 47.683333°N 10.9°E47.683333; 10.9Coordinate: 47°41′N 10°54′E / ...

Strikes in eastern Ukraine during the 1990s 1990s Donbas miner strikesPart of the 1989–1991 Ukrainian revolution (until 1991)Miners protesting near the Ministry of Coal Industry building (Donetsk, 1990)Date15 July 1989 – 19 June 1993 (1989-07-15 – 1993-06-19)1 February 1996 – 1997May–17 June 1998LocationUkraine[a](Mainly Donbas)Caused by 1989–1993: Communist Party committees within businesses (until 1991) Low wages Era of Stagnation High ...

 

 

Sultan of the Kashmir Sultanate Zainu'l-Abidin Sultan of Kashmir Naib Amir al-Mu'minin (Deputy Commander of the Faithful) Budshah (Great King) Shah Miri-Style Silver Sasnu coins minted in Kashmir9th Sultan of KashmirReign1418 – 1419Coronation20 February 1418PredecessorAli ShahSuccessorAli ShahReign1420 – 1470Coronation7 July 1420SuccessorHaider ShahBorn25 November 1395Srinagar, Kashmir Sultanate (present-day Jammu and Kashmir, India)Died5 April 1470Srinagar, Kashmir Sultanate (present-day...

 

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

Season of the Iranian Pro League Football league seasonPersian Gulf CupEsteghlal FC's Iranian idol Farhad Majidi raise the cup at Azadi StadiumSeason2012–13ChampionsEsteghlal 3rd Pro League title8th Iranian titleRelegatedAluminium Hormozgan Sanat Naft Paykan Gahar ZagrosChampions LeagueEsteghlal Tractor Sazi Sepahan FooladMatches played306Goals scored694 (2.27 per match)Top goalscorerJalal Rafkhaei (19 goals)Best goalkeeperMehdi Rahmati (21 clean sheets)Biggest home winPersepolis 6–0...

 

 

  لمعانٍ أخرى، طالع أنقرة (توضيح). أنقرة Ankara صورة لبعض معالم المدينة  خريطة الموقع تاريخ التأسيس 1330م تقسيم إداري البلد  تركيا[1][2] عاصمة لـ تركيا (13 أكتوبر 1923–)أنقرة  المنطقة وسط الأناضول المحافظة أنقرة المسؤولون رئيس البلدية منصور يافاش (CHP) خصائص جغرافي...

 

 

Peruvian academic José Luis Torero (born in Lima, Peru) is a professor in fire protection engineering. He is currently the head of the Department of Civil, Environmental and Geomatic Engineering at University College London (UK). He took this appointment after two years (2017-2019) as the John L. Bryan Chair in the Department of Fire Protection Engineering and Director of the Center for Disaster Resilience in the Department of Civil and Environmental Engineering at the University of Marylan...

Diplomatic Mission of the CAR to the USA This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) The topic of this article may not meet Wikipedia's notability guideline for geographic features. Please help to demonstrate the notability of the topic by citing reliable secondary sources that are independent of the topic and provide significant coverage of it beyond a mere trivial mention. If notabi...

 

 

American multinational technology company Not to be confused with Sysco or Sisqó. For other uses, see Cisco (disambiguation). Cisco Systems, Inc.Building 10 of the Cisco San Jose Main CampusCompany typePublicTraded as Nasdaq: CSCO Nasdaq-100 component DJIA component S&P 100 component S&P 500 component IndustryNetworking hardwareNetworking softwareFoundedDecember 10, 1984; 39 years ago (1984-12-10) in San Francisco, California, U.S.FoundersLeonard BosackSandy Le...

 

 

County in Idaho, United States County in IdahoBonner CountyCountyBonner County Courthouse in Sandpoint SealLocation within the U.S. state of IdahoIdaho's location within the U.S.Coordinates: 48°17′N 116°36′W / 48.29°N 116.6°W / 48.29; -116.6Country United StatesState IdahoFoundedFebruary 21, 1907Named forEdwin L. BonnerSeatSandpointLargest citySandpointArea • Total1,919 sq mi (4,970 km2) • Land1,735 sq ...

Rebellion against Roman rule (66–73 CE) First Jewish–Roman WarPart of the Jewish–Roman warsJudaea and Galilee in the first centuryDate66–74 CELocationJudea (Roman province)Result Roman victory Destruction of Jerusalem and its TempleBelligerents Roman Empire Judean provisional government Sadducees Pharisees Supported by: Adiabene volunteers Peasantry faction Idumeans (69–70) Radical factions: Zealots Idumeans (68) SicariiCommanders and leaders Gessius Florus (66)Cestius Gallus  ...

 

 

Overview of the film industry in the U.S. state of Florida The film industry in Florida is one of the largest in the United States: in 2006, Florida ranked third in the U.S. for film production (after California and New York) based on revenue generated.[1] However, more recent 2009-2010 data no longer show Florida among the top four states.[2] Production activity has been generally concentrated in two regions, South Florida and Central Florida (Orlando and Tampa). The South Fl...

 

 

The Virgo experiment  Country with institutions contributing to EGO and the Virgo Collaboration   Country with institutions contributing to the Virgo CollaborationLocation within ItalyFormation1993TypeInternational scientific collaborationPurposeGravitational wave detectionHeadquartersEuropean Gravitational ObservatoryLocationSanto Stefano a Macerata, CascinaCoordinates43°37′53″N 10°30′16″E / 43.6313°N 10.5045°E / 43.6313; 10.5045Region...

Questa voce sull'argomento società calcistiche spagnole è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Recreativo de HuelvaCalcio Recre, El Decano Segni distintiviUniformi di gara Casa Trasferta Colori sociali Bianco, blu Dati societariCittàHuelva Nazione Spagna ConfederazioneUEFA Federazione RFEF CampionatoPrimera Federación Fondazione1889 Proprietario Ayuntamiento de Huelva Presidente José Antonio Sotomayor Díaz Allenatore Abel Gómez Mor...

 

 

Olympic athletics event Men's 400 metres hurdlesat the Games of the XXXI OlympiadInterior view of the Estádio Olímpico João Havelange, where the men's 400m hurdles took place.VenueEstádio Olímpico João HavelangeDates15 August 2016 (quarterfinals)16 August 2016 (semifinals)18 August 2016 (final)Competitors47 from 33 nationsWinning time47.73Medalists Kerron Clement United States Boniface Mucheru Tumuti Kenya Yasmani Copello Turkey← 20122020 →...