სელტიკი (საფეხბურთო კლუბი)

Celtic F.C.
სრული სახელი Celtic Football Club
მეტსახელი The Bhoys
დაარსდა 6 ნოემბერი, 1887; 137 წლის წინ (1887-11-06)
სტადიონი სელტიკ პარკი
გლაზგო, შოტლანდია
(ტევადობა: 60.837 მაყურებელი)
პრეზიდენტი შოტლანდიის დროშა იან ბანქიერი
მწვრთნელი ავსტრალიის დროშა ანგელოს პოსტეკოგლუ
ლიგა შოტლანდიის პრემიერშიპი
2023–24 ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

სელტიკი (ინგლ. Celtic Football Club) — საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს „სელტიკ პარკის“ სტადიონზე, პარკჰედში — შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აღმოსავლეთ ნაწილში. „სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.

„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.

„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.

ისტორია

ადრეული წლები

ძმა უოლფრიდის ძეგლი ბალიმოტში (ირლანდია)

კლუბი დაარსდა 1888 წელს ირლანდიელ იმიგრანტთა ჯქუფის მიერ, რომელსაც სათავეში კათოლიკური სასულიერო პირი, "ძმა უოლფრიდი" (Brother Walfrid) ედგა. მათ სახელად "სელტიკი" შეარჩიეს, რაც კლუბის ორმაგ , შოტლანდიურ და ირლანდიურ იდენტიტეტზე, კონკრეტულად კი ამ ორ ხალხთა საერთო კელტურ წარმოშობაზე მიუთითებს. კლუბს თავდაპირველად საქველმოქმედო ფუნქცია ჰქონდა. თამაშებზე შეგროვილი ფულით სელტიკი აღმოსავლეთ გლაზგოს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომლის უმრავლესობას ირლანდიელი იმიგრანტები წარმოადგენდნენ, ეხმარებოდა.

გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ შოტლანდიის, არამედ მთელი ბრიტანეთის რეკორდს წარმოადგენს. მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.

სელტიკი უეფა-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",[1] 1938 წლის "იმპერიის თასი",[2] და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან ინგლისის წამყვან გუნდებს სძლია.[3] ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.

„ოქროს ხანა“

"ლისაბონის ლომები". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.

სელტიკის „ოქროს ხანა“ უპირველეს ყოვლისა ერთ ადამიანს უკავშირდება — ჯონ „ჯოკ“ სტინს (Jock Stein).[4][5][6] მან უკვე 1951 წელს თავისი „რეინჯერსის" ქომაგთა ოჯახის რისხვა გამოიწვია, როდესაც „სელტიკის“ მოთამაშე, მოგვიანებით კი კაპიტანი გახდა. 1965 წელს კი ჯოკ სტინმა მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა და მალევე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. 1965–1974 წლებში „სელტიკმა“ ზედიზედ 9 ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, 7 ეროვნული თასი, და 6 ლიგის თასი. 1967 წელს კი გუნდმა ყველა ეროვნულ პრიზთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიც, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, როდესაც ქალაქ ლისაბონში უდიდესი სენსაცია მოახდინა და მილანის „ინტერი“ 2–1 დაამარცხა. „სელტიკი“ პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც ამ ტურნირში იმარჯვა და ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ფინალში ითამაშა, „სელტიკ პარკის“ მიმდებარე რაიონში იყო დაბადებული. „სელტიკის“ გულშემატკივრები მათ „ლისაბონის ლომებს“ (Lisbon Lions) უწოდებენ. 1970 წელს „სელტიკი“ კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში. ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისის ჩემპიონ „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ „ჰამფდენ პარკის“ ეროვნულ სტადიონზე გლაზგოში 133,961 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროთასების რეკორდია. „სელტიკმა“ „ლიდს იუნაიტედი“ როგორც სახლში, ასევე სტუმრადაც დაამარცხა და „სან სიროზე“ როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდა, ამჯერად, ფავორიტის როლში, თუმცა მოულოდნელად 1–2 დამარცხდა დამატებით დროში. გუნდის რიგებს ამ წლებში განსაკუთრებით ჯიმი ჯონსტონი (Jimmy Johnstone) ამშვენებდა თავისი თამაშით, რომელიც 2002 წელს კლუბის ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გუნდის კაპიტანი კი ბილი მაკნილი (Billy McNeill) იყო, რომელმაც „სელტიკის“ შემადგენლობაში 18 წელი და 790 თამაში ითამაშა, რაც კლუბის რეკორდია.

ბოლო წლები

თანამედროვე "სელტიკ პარკი" ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს

სწორედ ბილი მაკნილმა აიღო სტინის წასვლის შემდეგ 1978 წელს გუნდის მწვრთნელობა თავის ხელში, და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სანამ ალექს ფერგიუსონის „აბერდინი“ გახდებოდა შოტლანდიის ფეხბურთის წამყვანი ძალა. 1986 წელს სელტიკმა ბოლო ტურში მეტად დრამატულად მოიპოვა ჩემპიონობა 2 ბურთის სხვაობით, და თავის ასწლიან საიუბილეო 1988 წელშიც მაკნილის მეთაურობით ეროვნული ჩემპიონატისა და თასის „დუბლი“ მოიპოვა. ამის შემდეგ, კლუბს მოედანზეც, და მოედნის გაღმაც, უდიდესი პრობლემები ჰქონდა. ჯოკ სტინის მიღწევა — ზედიზედ ცხრაჯერ მოგებული ჩემპიონობა — „რეინჯერსმა“ გაიმეორა, და კლუბის ეს რეკორდი მხოლოდ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ვიმ იანსენმა (Wim Jansen) „გადაარჩინა“, როდესაც მან 1998 წელს სელტიკი კვლავ ეროვნული ჩემპიონი გახადა. 4 წლით ადრე, კანადელმა ბიზნესმენმა ფერგიუს მაკკანმა (Fergus McCann) კლუბი სრული ფინანსური გაბანკროტებისგან იხსნა. მაკკანმა აგრეთვე „სელტიკ პარკი“ ბრიტანეთის ყველაზე დიდ თანამედროვე სტადიონად აქცია (ეს „ტიტული“ მან კარდიფის „მილენიუმ სტედიუმის“ 1999 წელს აშენებამდე შეინარჩუნა), მაგრამ მოედანზე „რეინჯერსის" დომინირება მაკკანმა დიდი ხნით ვერ შეაჩერა. ეს მხოლოდ ახალი საუკუნის დასაწყისში, ირლანდიელი მწვრთნელის, მარტინ ო'ნილის (Martin O'Neill) მოსვლის შემდეგ მოხდა.

ო'ნილის ხელმძღვანელობით, და შვედი თავდამსხმელის, ჰენრიკ ლარსონის (Henrik Larsson) ბრწყინვალე თამაშის მეშვეობით, „სელტიკმა“ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, ორჯერ კი იგი სეზონის ბოლო ტურში დათმო. ევროპის გრანდებთან მოპოვებული ბევრი შესანიშნავი გამარჯვების მიუხედავად, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიას ვერ გასცდა, სამაგიეროდ კი 2003 წელს უეფა-ს თასის ფინალში გავიდა. ესპანეთის ქალაქ სევილიაში გუნდს 80 000 გულშემატკივარი გაჰყვა, მათი უმრავლესობა ბილეთის გარეშე. იქ სელტიკი დამატებით დროში ჟოზე მოურინიოს „პორტუსთან“ 2–3 დამარცხდა, მათ ქომაგებს კი სამაგალითო მოქცევის შედეგად ფიფა-ს „ფეარ ფლეი“ (Fair Play) პრიზი მიენიჭათ. ჩემპიონთა ლიგის მეორე სტადიაზე სელტიკმა უკვე გორდონ სტრახანის (Gordon Strachan) მეთვალყურეობის ქვეშ მოახერხა გასვლა, 2007 და 2008 წელს. სტრახანმა აგრეთვე სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა — იგი ამჟამად კლუბის ბოლო მწვრთნელია, ვინც ამას მიაღწია. 2010 წლის მარტში გუნდი ყოფილმა კაპიტანმა, ირლანდიელმა ნილ ლენონმა (Neil Lennon) ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, სელტიკმა 2012 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონობა მოიპოვა და შემდგომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა. ამავე დროს, რეინჯერსის გაბანკროტების შედეგად, სელტიკს მთავარი კონკურენტი მოაკლდა ჩემპიონატში, და მან შემდეგი ორი წლის გათამაშებაც იოლად მოიგო. ნილ ლენონმა კლუბი 2013–14 წლის სეზონის ბოლოს დატოვა, და გუნდს სათავეში ჩაუდგა ნორვეგიელი სპეციალისტი რონი დაილა. „სელტიკის“ ტიტულების სიას კიდევ ორი ჩემპიონობა დაემატა, თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე გუნდის წარუმატებლობამ კლუბის ხელმძღვანელობა ცვლილებების განხორციელებისკენ აიძულა. ახალ მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე სეზონში გუნდმა შოტლანდიის ყველა ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა და სამივე მთავარი ტიტული მოიპოვა.

ამას მოყვა ზედიზედ კიდევ სამი „ტრიპლი“ (ჩემპიონატი, შოტლანდიის თასი, ლიგის თასი), რაც შოტლანდიის საკლუბო ფეხბურთში უპრეცედენტო მიღწევაა. როჯერსის 2019 წელს „ლესტერში“ წასვლის შემდეგ გუნდში ნილ ლენონი დაბრუნდა. გუნდის მიზანი, ზედიზედ ისტორიული მე-10 ჩემპიონობის მოპოვება, მან ვერ შეასრულა და 2021 წელს იქამდე შედარებით უცნობ სპეციალისტს, ანგელოს „ენჯ“ პოსტეკოგლუს დაუთმო ადგილი. ავსტრალიელმა თავკაცმა რადიკალურად გადაახალისა შემადგენლობა, შეცვალა თამაშის სტილი და კულტურა. მისი ხელმძღვანელობით „სელტიკმა“ პირველივე ცდაზე დაიბრუნა ჩემპიონობა. აღსანიშნავია, რომ კლუბმა ამ პერიოდში აზიურ ბაზარზე აიღო ორიენტაცია, კერძოდ კი ორი წლის მანძილზე ექვსი იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა. [წყარო არ არის მითითებული 666 დღე]

გლაზგოს დერბი

„სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ დერბი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ხშირად ნათამაშებ დაპირისპირებად ითვლება. მისი განსაკუთრებული დაძაბულობა კი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ვითარებებით არის გამოწვეული. „სელტიკი“ ირლანდიელი კათოლიკეების მიერ დაარსებული გუნდია, და მის გულშემატკივართა უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. „რეინჯერსის“ იდენტურობა ადგილობრივ პროტესტანტულ საზოგადოებაში იყო ჩამოყალიბებული. ამ ორ ჯგუფთა ცუდი დამოკიდებულებები ერთმანეთს შორის შოტლანდიასა და ირლანდიაში ფეხბურთის მოედანზეც ირეკლებოდა, სწორედ გლაზგოს დერბის სახით. „რეინჯერსი“ დიდი ხანი საერთოდ არ ათამაშებდა კათოლიკებს თავის კლუბში. ამავე დროს, პროტესტანტები ყოველთვის თამაშობდნენ „სელტიკის“ რიგებში, და როგორც ლეგენდარული მწვრთნელი ჯოკ სტინი, ასევე ბევრი გამორჩეული მოთამაშე (კენი დალგლიში, დანიელ მაკგრეინი, „ლისაბონის ლომებთა“ ნაწილი, და სხ.) ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე კლუბი უფრო აქტიურად შეეცადა, სტადიონზე სექტანტობა მოესპო, და დღეისთვის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. 2012 წლის ივნისში „რეინჯერსის“ გაბანკროტებისა და პრემიერ ლიგიდან გამოთიშვის შედეგად, ეს დერბი ორი წლის განმავლობაში არ შემდგარა.

შემადგენლობა

მოთამაშე ეროვნება გუნდში მოვიდა ბოლო კლუბი
მეკარეები
1 ჯო ჰარტი ინგლისის დროშა 2020 „ტოტენჰემი“
29 სკოტ ბეინი შოტლანდიის დროშა 2018 „დანდი“
31 ბენ სიგრისტი შვეიცარიის დროშა 2016 „დანდი იუნაიტედი“
მცველები
2 ალისტერ ჯონსტონი კანადის დროშა 2022 „მონრეალი“
3 გრეგ ტეილორი შოტლანდიის დროშა 2019 „კილმარნოკი“
4 კარლ სტარფელტი შვედეთის დროშა 2021 „რუბინი“ ყაზანი
18 იუკი კობაიაში იაპონიის დროშა 2023 „ვისელი“ კობე
20 კამერონ კარტერ-ვიკერსი აშშ-ის დროშა 2021 „ტოტენჰემი“
25 ალექსანდრო ბერნაბეი არგენტინის დროშა 2021 „ლანუსი“
56 ენტონი როლსტონი შოტლანდიის დროშა 2015
ნახევარმცველები
13 არონ მოი ავსტრალიის დროშა 2021 „შანხაი პორტი“
14 დევიდ ტერნბული შოტლანდიის დროშა 2020 „მოზერველი“
16 ჯეიმზ მაკკარტი ირლანდიის დროშა 2020 „ბნეი იეჰუდა“ თელ-ავივი
24 ტომოკი ივატა იაპონიის დროშა 2015 „იოკოჰამა მარინოსი“
33 მატ ო'რაილი დანიის დროშა 2013 „მილტონ კინსი“
41 რეო ჰატატე იაპონიის დროშა 2014 „კავასაკი ფრონტალე“
42 კალუმ მაკგრეგორი შოტლანდიის დროშა 2013
49 ჯეიმზ ფორესტი შოტლანდიის დროშა 2010
თავდამსხმელები
8 კიოგო ფურუჰაში იაპონიის დროშა 2021 „ვისელი“ კობე
9 სეად ჰაკშაბანოვიჩი მონტენეგროს დროშა 2022 „რუბინი“ ყაზანი
11 ლიელ აბადა ისრაელის დროშა 2021 „მაკაბი“ პეტაჰ ტიკვა
17 ჟოტა პორტუგალიის დროშა 2022 „ბენფიკა“
19 ო ჰიონ-გიუ სამხრეთ კორეის დროშა 2023 „სუვონი“
38 დაიზენ მაედა იაპონიის დროშა 2022 „იოკოჰამა მარინოსი“

მწვრთნელები

„საუკეთესო შემადგენლობა“. მწვრთნელი ჯონ „ჯოკ“ სტინი.

მიღწევები

შოტლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (54): 1893, 1894, 1896, 1898, 1905, 1906, 1907, 1908, 1909, 1910, 1914, 1915, 1916, 1917, 1919, 1922, 1926, 1936, 1938, 1954, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1977, 1979, 1981, 1982, 1986, 1988, 1998, 2001, 2002, 2004, 2006, 2007, 2008, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2022, 2023, 2024
  • ვიცე-ჩემპიონი (32): 1892, 1895, 1900, 1901, 1902, 1912, 1913, 1918, 1920, 1921, 1928, 1929, 1931, 1935, 1939, 1955, 1976, 1980, 1983, 1984, 1985, 1987, 1996, 1997, 1999, 2000, 2003, 2005, 2009, 2010, 2011, 2021
შოტლანდიის საფეხბურთო თასი
  • თასის მფლობელი (40): 1892, 1899, 1900, 1904, 1907, 1908, 1911, 1912, 1914, 1923, 1925, 1927, 1931, 1933, 1937, 1951, 1954, 1965, 1967, 1969, 1971, 1972, 1974, 1975, 1977, 1980, 1985, 1988, 1989, 1995, 2001, 2004, 2005, 2007, 2011, 2013, 2017, 2018, 2019, 2020
  • ფინალისტი (18): 1889, 1893, 1894, 1901, 1902, 1926, 1928, 1955, 1956, 1961, 1963, 1966, 1970, 1973, 1984, 1990, 1999, 2002
შოტლანდიის ლიგის თასი
  • თასის მფლობელი (21): 1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1975, 1983, 1998, 2000, 2001, 2006, 2009, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2022, 2023
  • ფინალისტი (15): 1965, 1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1977, 1978, 1984, 1987, 1991, 1995, 2003, 2011, 2012
გლაზგოს თასი
  • თასის მფლობელი (35): 1891, 1892, 1895, 1896, 1905, 1906, 1907, 1908, 1910, 1916, 1917, 1920, 1921, 1927, 1928, 1929, 1931, 1939, 1941, 1949, 1956, 1962, 1964, 1965, 1967, 1968, 1970, 1975, 1982, 2008, 2011, 2014, 2015, 2016, 2017
  • ფინალისტი (31): 1890, 1893, 1897, 1900, 1902, 1903, 1904, 1909, 1911, 1913, 1919, 1922, 1925, 1926, 1930, 1936, 1945, 1951, 1952, 1961, 1963, 1976, 1979, 1981, 1983, 1986, 1987, 2009, 2010, 2012, 2013
კორონაციის თასი
  • თასის მფლობელი: 1953
ევროპის ჩემპიონთა თასი
  • თასის მფლობელი: 1967 [7]
  • ფინალისტი: 1970
უეფა-ს თასი
  • ფინალისტი: 2003 [8]
საკონტინენტთაშორისო თასი
  • ფინალისტი: 1967 [9]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Budapest Cup. thecelticwiki.com. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  2. Empire Exhibition Cup. thecelticwiki.com. ციტატა: „The history of Celtic is laced with both moments of supreme triumph and wry irony. But seldom have both factors combined with such pleasing effect as they did in the summer of 1938.“ ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  3. Coronation Cup. thecelticwiki.com. ციტატა: „The Coronation Cup was a one-off football tournament to celebrate the coronation of Queen Elizabeth II in 1953 between four English and four Scottish clubs held in Glasgow in May 1953. The eight teams that took part were Aberdeen, Celtic, Hibernian and Rangers from Scotland and Arsenal, Manchester United, Newcastle United and Tottenham Hotspur represented England This tournament, like the Empire Exhibition Trophy was held in very high regard at the time as it gave teams the opportunity to test themselves against teams from other countries in the days before European football.“ ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  4. September 10th 2015 - Jock Stein Tribute. PLZ Soccer - The Football Show. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  5. Kenny Dalglish On John 'Jock' Stein. History Of Football. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  6. Fergie on Stein. YouTube. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  7. A Sporting Nation – Celtic win European Cup 1967. BBC Scotland. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  8. Celtic immersed in history before UEFA Cup final. Sports Illustrated (20 მაისი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
  9. „Referee and both sides blamed for "war". The Glasgow Herald. 6 November 1967. p. 6. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)

Read other articles:

This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (April 2009) (Learn how and when to remove this template message) Non-volcanic passive margins (NVPM) constitute one end member of the transitional crustal types that lie beneath passive continental margins; the other end member being volcanic passive margins (VPM). Transitional crust welds continental crust to o...

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

 

American painter This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: George Sugarman – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2015) (Learn how and when to remove this template message) Black and White Horizontal (1993/99), by George Sugarman. Palma de Mallorca/Spain George Sugarman (11 May 1912 –...

Widespread rash occurring on the body Medical conditionExanthemOther namesExanthemaRash seen in rubellaSpecialtyDermatology An exanthem is a widespread rash occurring on the outside of the body and usually occurring in children.[1] An exanthem can be caused by toxins, drugs, or microorganisms, or can result from autoimmune disease. The term exanthem is from the Greek ἐξάνθημα, exánthēma, 'a breaking out'.[2] It can be contrasted with enanthems which occur in...

 

Muskegon redirects here. For other uses, see Muskegon (disambiguation). City in Michigan, United StatesMuskegon, MichiganCityFrom left to right, top to bottom: Skyline; Shoreline Inn; 700 Terrace Point; the USS Silversides moored in Muskegon; the Muskegon Breakwater LightNickname(s): Port City, Lumber Queen of the World, Skeetown, Midwest Riviera, LumbertownLocation within Muskegon County and the state of MichiganMuskegonShow map of MichiganMuskegonShow map of the United StatesCoordinate...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Mozzetta (disambigua). Mozzette vescovili e mozzetta cardinalizia (la seconda da destra). La mozzetta è una mantellina corta, chiusa sul petto da una serie di bottoni, portata dal clero della Chiesa cattolica sopra l'abito corale. Essa è in uso anche presso alcune confraternite cattoliche. Indice 1 Tipi e utilizzo 2 Galleria d'immagini 3 Note 4 Bibliografia 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Tipi e utilizzo Per i rettori di ...

ヨハネス12世 第130代 ローマ教皇 教皇就任 955年12月16日教皇離任 964年5月14日先代 アガペトゥス2世次代 レオ8世個人情報出生 937年スポレート公国(中部イタリア)スポレート死去 964年5月14日 教皇領、ローマ原国籍 スポレート公国親 父アルベリーコ2世(スポレート公)、母アルダその他のヨハネステンプレートを表示 ヨハネス12世(Ioannes XII、937年 - 964年5月14日)は、ロ...

 

American football player (1936–2021) American football player Ted BatesNo. 51, 81, 56Position:LinebackerPersonal informationBorn:(1936-09-22)September 22, 1936Baytown, Texas, U.S.Died:April 17, 2021(2021-04-17) (aged 84)West Covina, California, U.S.Height:6 ft 3 in (1.91 m)Weight:219 lb (99 kg)Career informationCollege:Oregon StateNFL draft:1959 / Round: 5 / Pick: 52Career history Chicago/St. Louis Cardinals (1959–1962) New York Jets (1963...

 

Yorktown-class aircraft carrier of the U.S. Navy For other ships with the same name, see USS Yorktown. Yorktown in July 1937 History United States NameUSS Yorktown NamesakeBattle of Yorktown Ordered3 August 1933 BuilderNewport News Shipbuilding, Newport News, Virginia Laid down21 May 1934 Launched4 April 1936 Sponsored byMrs. Eleanor Roosevelt Commissioned30 September 1937 Stricken2 October 1942 IdentificationCV-5 Honors andawards 3 × battle stars Fate Crippled by Japanese aircraft carrier H...

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: How Long Betcha' Got a Chick on the Side – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2021) 1975 single by the Pointer SistersHow Long (Betcha' Got a Chick on the Side)Single by the Pointer Sistersfrom the album Steppin' B-sideEasy DaysR...

 

Османо-венгерские войны Осада Белграда в 1456 году Дата 1366-1526 Место Венгрия, Балканы Итог Раздел Венгрии между Габсбургами и Османской империей Противники Королевство Венгрия Молдавское княжество Княжество Валахия Сербская деспотия Королевство Хорватия Османская импер...

 

County-level city in Yunnan, People's Republic of ChinaGejiu 个旧市County-level cityClockwise: urban skyline, Jinhu Cultural Square, Shadian Grand Mosque, Yunnan Tin, Baofenglong Store, Former Site of GeBi LinPing Railway CompanyLocation of Gejiu City in Honghe Prefecture within Yunnan provinceGejiuLocation within ChinaCoordinates: 23°22′N 103°09′E / 23.367°N 103.150°E / 23.367; 103.150CountryPeople's Republic of ChinaProvinceYunnanPrefectureHongheArea ...

داء الرشاشيات معلومات عامة الاختصاص أمراض معدية  من أنواع فطار انتهازي  [لغات أخرى]‏،  ومرض  الإدارة أدوية ميكونازول،  وإيتراكونازول،  وناتاميسين،  وفلوسيتوزين،  وكاسبوفنجين،  وأمفوتيريسين ب،  وفوريكونازول،  وميكافنجين،  وإيزافوكونا�...

 

American steamboat Mountain Gem at Eureka Bar, on the Snake River, circa 1906. History NameMountain Gem In service1904 Out of service1912 IdentificationU.S. #201045 FateAbandoned 1924 NotesMachinery to Grahamona in 1912. General characteristics TypeRiverine all-purpose Tonnage469 GT; 282 NT Length150 ft (45.72 m) Beam26.5 ft (8.08 m) Depth5 ft (1.52 m) depth of hold Installed powertwin steam engines, horizontally mounted, each with bore of 13 in (33.0 c...

 

Norse deity Loki tricks Höðr into shooting Baldr Höðr (Old Norse: Hǫðr [ˈhɔðz̠] ⓘ, Latin Hotherus;[1] often anglicized as Hod, Hoder, or Hodur)[a] is a god in Norse mythology. The blind son of Odin, he is tricked and guided by Loki into shooting a mistletoe arrow which was to slay the otherwise invulnerable Baldr. According to the Prose Edda and the Poetic Edda, the goddess Frigg, Baldr's mother, made everything in existence swear never to harm Baldr, excep...

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article concernant le droit doit être recyclé (décembre 2014). Une réorganisation et une clarification du contenu paraissent nécessaires. Améliorez-le, discutez des points à améliorer ou précisez les sections à recycler en utilisant {{section à recycler}}. Politique dans la Rome antique Données clés Royauté romaine753 – 509 av. J.-C. République romaine509 – 27 av. J.-C. Empire romain27...

 

Questa voce o sezione sugli argomenti castelli d'Italia e Napoli non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Castel Sant'ElmoVeduta del castel sant'ElmoStato attuale Italia RegioneCampania CittàNapoli IndirizzoVia Tito Angelini, 20/A Coordinate40°50′37.03″N 14°14′21.58″E40°50′37.03�...

 

German baroness and mother of Claus von Amsberg This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Baroness Gösta von dem Bussche-Haddenhausen – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2022) (Learn how and when to remove this message) Baroness Gösta von dem Bussche-HaddenhausenFull name‹See Tfd...

Michel de Marillac Michel de Marillac (October 1563 in Paris – 7 August 1632 in Château de Châteaudun) was a French jurist and counsellor at the court of Louis XIII of France, one of the leading dévots. His uncle was Charles de Marillac, Archbishop of Vienne and a member of the king's council, the Conseil du Roi. A member of the circle of Marie de' Medici, he was arrested after the Queen Mother's flight in 1631 and died in prison. Michel de Marillac was Minister of Justice in 1626. H...

 

Sampling from a population which can be partitioned into subpopulations This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Stratified sampling – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2020) (Learn how and when to remove this message) In statistics, stratified sampling is a method of sampling from...