* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ბრენდან როჯერსი (ინგლ.Brendan Rodgers; დ. 26 იანვარი, 1973) — ჩრდილოეთირლანდიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.
როჯერსმა კარიერა მცველის ამპულაში დაიწყო, ჩრდილოეთ ირლანდიურ ნახევრად პროფესიონალურ კლუბ, „ბოლიმენაში“, სადაც ის 18 წლამდე დარჩა, სანამ „რედინგი“ იყიდიდა. თუმცა 20 წლის ასაკში მიღებულმა ტრავმამ როჯერსი იძულებული გახადა ფეხბურთიდან წასულიყო. ის რედინგში მწვრთნელად დარჩა, სანამ ჟოზე მოურინიო როჯერსს „ჩელსიში“ მიიწვევდა, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად, 2004 წელს. 2006 წელს ის დააწინაურეს და რეზერვის მწვრთნელად დანიშნეს.
2008 წელს როჯერსი „უოტფორდის“ მენეჯერი გახდა, სანამ მისმა ყოფილმა გუნდმა „რედინგმა“ ის მთავარ მწვრთნელად დანიშნა, 2009 წელს. როჯერსმა პოსტი ექვს თვეში, ცუდი შედეგის გამო დატოვა და 2010 წელს „სუონსის“ მენეჯერი გახდა. როჯერსმა „სუონსი“პრემიერ ლიგაში გადაიყვანა, რაც მანამდე არცერთ უელსურ კლუბს არ ჰქონდა გაკეთებული. კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა როჯერსის მომდევნო სეზონი, მან „სუონსისთან“ ერთად პრემიერ ლიგის 2011-2012 წლების სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა. 2012 წლის 1 ივნისს როჯერსი „ლივერპულის“ შეთავაზებას დათანხმდა და მერსისაიდული კლუბის მენეჯერად დაინიშნა.
როჯერსმა კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიურ ნახევრად პროფესიონალურ კლუბ, ბოლიმენაში დაიწყო, მცველის ამპულაში. 17 წლის ასაკში ის რედინგმა შეიძინა, სადაც როჯერსი რეზერვებში თამაშობდა. როჯერსს კარიერის დასრულება 20 წლის ასაკში მოუწია, მუხლზე არსებული გენეტიკური პრობლემის გამო.[6][7] ამის შემდეგ როჯერსი ინგლისის კონფერენციის გუნდებში გამოდიოდა და ინგლისის არცერთ ლიგაში აღარ უთამაშია. ცოტა ხანში ის რედინგში მივიდა როგორც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი.[8][9][10]
როჯერსმა ესპანეთში იმოგზაურა და განსხვავებული სამწვრთნელო მეთოდები შეისწავლა, ამიტომ 2004 წელს, ის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში მიიწვია, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად.[6] ის დააწინაურეს და რეზერვის მწვრთნელად დანიშნეს, როჯერსი იმავე თანამდებობაზე, ავრაამ გრანტისა და ლუიშ ფილიპე სკოლარის ეპოქაშიც დარჩა.[7]
სამწვრთნელო კარიერა
უოტფორდი
2008 წლის 24 ნოემბერს როჯერსმა ჩელსის აკადემია დატოვა, რადგან ის ჩემპიონშიპის გუნდ, უოტფორდში მიიწვიეს.[11] გუნდში როჯერსმა თავის პირველი ათი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და იანვრისთვის, უოტფორდი გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა მალე სიტუაცია დრამატულად შეიცვალა და როჯერსმა გუნდს მე-13 პოზიციაზე დაასრუელბინა სეზონი.[12]
რედინგი
მას შემდეგ რაც რედინგის მენეჯერის პოსტიდან სტივ კოპელი გადადგა, როჯერსი მისი ყოფილი გუნდის გაწვრთნის პირველი კანდიდატი გახდა.[13]რედინგს ერთ მილიონ ფუნტიანი კომპენსაციის გადახდა მოუწია უოტფორდისთვის, რათა როჯერსთან კონტრაქტი გაეფორმებინა. როჯერსი 2009 წლის 5 ივნისს რედინგის მთავარი მწვრთნელი გახდა.[14][15][16][17] მისი რეპუტაცია უოტფორდის ფანებში ძალიან დაეცა, თუმცა ფანებმა მას მაინც მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის.[18]
2009 წლის 11 აგვისტოს, როჯერსმა რედინგში თავის პირველი მატჩი ჩაატარა და 5-1 მოიგო, ინგლისის მეორე ლიგის გუნდ ბერტონ ალბიონთან. კარგი სტარტის მიუხედავად, როჯერსმა რედინგში წარმატებას ვერ მიაღწია და დანიშვნიდან 6 თვის შემდეგ, იანვარში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.[19]
სუონსი
2010 წლის 16 ივლისს როჯერსი უელსური გუნდის, სუონსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[20] იმ პერიოდში როჯერსს შეთავაზებები ჰქონდა მანჩესტერ სიტისგან, რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე, თუმცა როჯერსმა სუონსი არჩია.[21] როჯერს სუონსიში წარმატებული სტარტი გამოუვიდა და პირველივე სეზონში, თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, თებერვალში ჩატარებულ 6 მატჩში 5 ხუთის მოგებისათვის და 4 მატში კარის მშრალად შენახვისათვის.[22] 2010 წლის 25 აპრილს როჯერსის გუნდმა ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ზონაში მოახერხა მოხვედრა, იფსვიჩის დაამარცხებით.[23]
2010 წლის 16 მაისს როჯერსმა სუონსი პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, ორრაუნდიან ბრძოლაში ნოტინგემ ფორესტის დამარცხებით.[24] ფინალში როჯერსი მის ყოფილ გუნდს, რედინგს შეხვდა. მატჩი 2010 წლის 30 მაისს უემბლიზე გაიმართა, სადაც სუონსიმ სკოტ სინკლერის ჰეთ-თრიკით 4-2 გაიმარჯვა და თასი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სუონსი გახდა პირველი უელსური, კლუბი რომელიც პრემიერ ლიგაში გადავიდა.[25] სანამ როჯერსი თასს ასწევდა, ის რედინგის მწვრთნელმა, ბრაიან მაკდერმოტმა და მფლობელმა ჯონ მადეისკიმ შეაქეს.[26]
როჯერსმა პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში 2011 წლის 17 სექტემბერს მოიგო, ლიბერთი სთედიუმზევესტ ბრომვიჩის დამარცხებით.[27] მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში ბევრი ვარაუდობდა, რომ სუონსი პრემიერ ლიგიდან გავარდებოდა, როჯერსმა გუნდთან ერთად შთამეჭდავი სეზონი ჩაატარა და ისეთ გუნდებთან მოახერხა ქულების აღება, როგორებიც ლივერპული, ნიუკასლი, ტოტენჰემი და ჩელსი არიან.[28][29][30][31]
2012 წლის იანვარში როჯერსის გუნდმა პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ასტონ ვილასთან, რასაც არსენალის დამარცხება და ჩელსისთან ნათამაშები ფრე მოჰყვა. ამან როჯერსს პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მენეჯერის ტიტული მოაპოვებინა.[32][33][34] 2012 წლის თებერვალში როჯერსმა სუონსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გათვალისწინებითაც როჯერსი 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყო გუნდში. სეზონის ბოლო მატჩში როჯერსმა ლივერპული დაამარცხა და გუნდს, მისთვის საპატიო მე-11 ადგილზე დაასრულებინა სეზონი. ეს მატჩი ბოლო აღმოჩნდა როჯერსისთვის სუონსის რიგებში.[35]
ლივერპული
2012 წლის 1 ივნისს ბრენდან როჯერსმა ლივერპულთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[36][37]ლივერპულის ეს გადაწყვეტილება მოწონებულ იქნა როჯერსის ყოფილი კოლეგის, რეალის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიერ.[38] როჯერსმა სუონსის მფლობელებსა და მხარდამჭერებს მადლობის ღია წერილი მისწერა[39] და ცოტა ხანში ახალ გუნდი პირველად შეკრიბა და მელვუდზე ავარჯიშა, რათა წინა-სასეზონო ტურისთვის მოემზადებინა.[40][41]
როჯერსს ჰყავს ცოლი, სუზენი, ვისთანაც ჰყავს ქალიშვილი მიქა და ვაჟი ანტონი.[49]ანტონი, რომელიც მის მეოცე დაბადების დღეზე დაიბადა, 1993 წელს პროფესიონალი ფეხბურთელია და ბრაიტონში თამაშობს, მაანამდე ის ჩელსისა და რედინგის აკადემიებშიც თამაშობდა.[50][51] როჯერსი თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად და სწავლობს იტალიურს.[50]