ირანის რევოლუცია (სპარს.انقلاب اسلامی) — მოვლენათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანიკონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლარუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა.