თენგიზ მამფორია (დ. 7 ნოემბერი, 1959, ქ. ზუგდიდი) — ქართველი პოლიტიკოსი.
1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1979 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუს რძის წარმოების კომპლექსის მუშა, 1981-1988 წლებში — თბილგვირაბმშენის № 34 საგვირაბო რაზმის გვირაბგამყვანი, 1988 წლიდან იყო მცხეთის ტექნიკური ცენტრის „გარანტის“ მთავარი ბუღალტერი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“.
რესურსები ინტერნეტში