ზედა სამება — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქობულეთის თემში (სოფლები: ქობულეთი, ზედა სამება, კოხი). მდებარეობს მდინარეების: კინტრიშისა და კინკიშის წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 80 მ., ქობულეთიდან 9 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 597 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
769[2][3]
|
2014 |
597[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო