ზედა აჭყვა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საჩინოს თემში (სოფლები: ზედა აჭყვა, საჩინო, ქვედა აჭყვა). მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 200 მ., ქობულეთიდან 15 კმ, ჩაქვიდან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1037 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
1194[2][3]
|
2014 |
1037[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო