ქობულეთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქობულეთი, ზედა სამება, კოხი). მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, მდინარე კინტრიშის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 120 მ, ქობულეთიდან 15 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2077 კაცი.[1]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1908[2] |
440
|
2002 |
2119[3][4]
|
2014 |
2077[1]
|
ისტორიული ძეგლები
სოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. სოფელში დგას XIX საუკუნის თაღოვანი ხიდი, რომელიც ამჟამადაც ასრულებს ხიდის ფუნქციას.
ლიტერატურა
სქოლიო