ალამბარი[2] — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალამბარი, ზედა კონდიდი). მდებარეობს მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1837 კაცი.[1]
ისტორია
XV-XVI საუკუნეებში ალამბარი წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს და მთავრის რეზიდენციას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აქ ჰქონდათ სასახლე გურიელებს. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]
საბჭოთა პერიოდში შედიოდა მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1908 |
315[4]
|
2002 |
2325[5][6]
|
2014 |
1837[1]
|
ციხე
სოფელში, „ციხისყელად“ წოდებულ მთაზე დგას XVIII საუკუნის ციხის ნანგრევები. ციხე ეკუთვნოდა მამუკა თავდგირიძეს, რის გამოც მას მამუკას ციხე დაერქვა. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ²-ს შეადგენს.
ეკლესია
სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივი მოსახლეობა მას შუშანეთის წმინდა გიორგის უწოდებდა. ეკლესია ქვისგან იყო აგებული. 1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს იგი დანგრეული დახვდა.
ლიტერატურა
სქოლიო