წყავროკა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი წყავროკა). მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, მდინარე ოჩხამურის ხეობაში, ზღვის დონიდან 20 მ. ქობულეთიდან 15 კმ., ოჩხამურის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1359 კაცი.[1] 1919 წელს სოფელში მოქმედებდა ორკლასიანი სკოლა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1911[2] |
400
|
2002 |
1367[3][4]
|
2014 |
1359[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო