შუაღელე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციხისძირის თემში (სოფლები: სტალინისუბანი, შუაღელე, ციხისძირი). მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 120 მ., ქობულეთიდან 5 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 734 კაცი.[1] სოფელში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 1500 ლ/დ.[2]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
917[3][4]
|
2014 |
734[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო