ზედა ახალშენი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის თემში[2]. მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე, ბათუმიდან დაშორებულია 9 კილომეტრით, ხელვაჩაურიდან 19 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. სოფელში არის ზედა ახალშენის საჯარო სკოლა[3]. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1474 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
1958[4][5] |
|
|
2014 |
1474[1] |
710 |
764
|
ლიტერატურა
სქოლიო