ზედა თხილნარი (ყოფილი ხიზარდუზი) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თხილნარის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ბოლოკოს ნაპირებზე, პონტოს ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 320 მ, ხელვაჩაურიდან 7 კმ, ბათუმიდან 20 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეციტრუსეობა და მედაფნეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 761 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
724[3][4] |
|
|
2014 |
761[1] |
389 |
372
|
ლიტერატურა
სქოლიო