|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფერია.
|
ფერია — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფერია, ახალშენის მეურნეობა, მნათობი).[2] მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, ზღვის დონიდან 70 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1830 კაცი[1]. სოფელში არის ფერიის საჯარო სკოლა.[3] სოფელში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ემიგრირებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[4] |
50 |
|
|
2002 |
2130[5][6] |
|
|
2014 |
1830[1] |
893 |
937
|
ლიტერატურა
სქოლიო