განთიადი (ყოფილი ყარადერე - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2].) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახინჯაურის თემში. მდებარეობს აჭარის ზღვისპირა ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 100 მ სიმაღლეზე. შავი ზღვიდან დაშორებულია 2 კილომეტრით, მახინჯაურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1656 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა. 1890-იან წლებში ცნობილი იყო სინიცინის ჩაის პლანტაცია სოფელ ყარადერეში[3].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
2277[4][5] |
|
|
2014 |
1656[1] |
824 |
832
|
ლიტერატურა
სქოლიო