ქვედა ჩხუტუნეთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელის თემში.[2] მდებარეობს მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
264[3][4] |
|
|
2014 |
212[1] |
104 |
108
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის თავში მთების წინწამოწეულ კლდოვან ბორცვზე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი საწნახელი. ის განთავსებულია ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ამჟამად დაცულია დასავლეთი კედელი, დანარჩენი მონგრეულია. ჩანს, რომ საწნახელი ორ განყოფილებიანი ყოფილა. მისი საერთო სიგრძე 4,80 მ-ია. სიმაღლე 1,45-1,40 მ. მარანს აქვს თაღოვანი გადახურვა. შიგა სიმაღლე 2,30 მ-ია. მთავარ ნაგებობას ერთვის მარანი. მარანის სამხრეთ კედელს გარედან 1,60 სიმაღლეზე მთელ სიგრძეზე დატანებული აქვს სამი თახჩა, რომელთა სიმაღლე-50 სმ-ია. სიფართე-35 სმ. სიღრმე-60 სმ. კედლების წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვები.[5]
ქვედა ჩხუტუნეთში ასევე მდებარეობს ჩხუტუნეთის ციხე და ჩხუტუნეთის ჩანჩქერი.
ლიტერატურა
სქოლიო