ჩიქუნეთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას თემში.[2] მდებარეობს მდინარე მაჭახელისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 390 მ., ხელვაჩაურიდან 27 კმ. სოფელში არის ადრეული შუა საუკუნეების ხიდი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 349 კაცი[1]. საბჭოთა პერიოდში შედიოდა აჭარისაღმართის სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
445[3][4] |
|
|
2014 |
349[1] |
177 |
172
|
ლიტერატურა
სქოლიო