ვაიქის რაიონი (სომხ. Վայքի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1931—1995 წლებში (სახელწოდება 1990 წლამდე — აზიზბეკოვის რაიონი). ცენტრი — ვაიქი (სახელწოდება 1966-დან 1990 წლამდე[2] — აზიზბეკოვი).
ისტორია
აზიზბეკოვის რაიონი შეიქმნა 1931 წელს. 1951-1956 წლებში შედიოდა მიქოიანის რაიონის შემადგენლობაში. 1990 წელს აზიზბეკოვის რაიონს სახელი შეეხვალა და ეწოდა ვაიქის რაიონი. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[3].
გეოგრაფია
1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1200 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 17 სოფსაბჭოს: აზატეკის, აზიზბეკოვის, ბარძრუნის, ჰერჰერის, გნდევაზის, გომურის, ჰორადისის, ჯულის, ზეიტის, ზირაქის, კარმრაშენის, კეჩუტის, კოჭბექის, მარტიროსის, სერსის, ტერფის, ხნძორუტის[4].
სქოლიო
|
---|
| რაიონები | | |
---|
|
კურსივით გამოყოფილია გაუქმებული და შემდეგ აღარ აღდგენილი რაიონები. |
|