კამოს რაიონი (სომხ. Կամոյի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი კამო.
ისტორია
რაიონი შეიქმნა 1930 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონის სახელწოდებით.
1959 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა კამოს რაიონი. 1962 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1964-ში ის კვლავ აღადგინეს. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და გეღარქუნიქის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია
1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 611 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქსა (ნორ-ბაიაზეთი) და 13 სოფსაბჭოს: აირივანის, არწვაქარის, აღკალინის, აწარის, ბატიკის, გეღარქუნიქის, კარმირგიუღის, კიუზაჯიკის, ლჭაფის, მურანის, ნორატუსის, სარუხანის, წაღკაშენი[2].
სქოლიო
|
---|
| რაიონები | | |
---|
|
კურსივით გამოყოფილია გაუქმებული და შემდეგ აღარ აღდგენილი რაიონები. |
|