ამასიის რაიონი (სომხ. Ամասիայի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი ამასია.
მოსახლეობა
1939 წლის მონაცემებით, რაიონის მცხოვრებთა 68% აზერბაიჯანელი, ხოლო 30% სომეხი იყო[2].
ისტორია
ამასიის რაიონი შეიქმნა 1930 წელს.
1951-1956 წლებში შედიოდა მიქოიანის რაიონის შემადგენლობაში.
1951 წელს რაიონი გაუქმდა და ღუკასიანის რაიონს შეუერთდა, მაგრამ 1950-იანების მეორე ნახევარში რაიონი აღდგა. 1962 წელს იგი კვლავ გაუქმდა, ხოლო 1963-ში ისევ აღდგა.
1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[3] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია
1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 534 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 18 სოფსაბჭოს: აზიზბეკოვის, ამასიის, ბანდივანის, გიოლინის, გიულიბულაღის, გიულიჯინის, ჯრაძორის, დუზქენდის, იბიშის, კონჯალის, კუზიქენდის, მაღარაჯუკის, ნორაღპიურის, ოქსიუზის, ოღჯოგლინის, ჭივინლის, შურაბადის[4].
სქოლიო
|
---|
| რაიონები | | |
---|
|
კურსივით გამოყოფილია გაუქმებული და შემდეგ აღარ აღდგენილი რაიონები. |
|