ვარდენისის რაიონი (სომხ. Վարդենիսի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი ვარდენისი.
ისტორია
რაიონი შეიქმნა 1930 წელს ბასარგეჩარის რაიონის სახელით.
1969 წელს რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ვარდენისის რაიონი. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და გეღარქუნიქის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია
1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1120 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 19 სოფსაბჭოს, სადაც 36 სოფელი შედიოდა. ოთხ სოფელში აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ქურთებიც ცხოვრობდნენ, ხოლო ორ მათგანში ქურთების რაოდენობა აჭარბებდა სხვა ეთნოსებისას. სოფსაბჭოები: აკუნქის, ბასარგეჩარის, დაშქენდის, ჯანახმედის, ზერქენდის, ზოდის, კარაიმანის, კარჭაღბიურის, კაიაბაშის, კიარკიბაშის, მეწ-მასრიკის, ნარიმანლის, ნერქინ-შორჟის, ფამბაკი, ფოქრ-მასრიკის, წოვაკის, ჩაღირლის, ჩიჩაკლის, შიშკაიის[2].
სქოლიო
|
---|
| რაიონები | | |
---|
|
კურსივით გამოყოფილია გაუქმებული და შემდეგ აღარ აღდგენილი რაიონები. |
|