არტაშატის რაიონი (სომხ. Արտաշատի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930-1995 წლებში. ცენტრი - არტაშატი.
ისტორია
რაიონი შეიქმნა 1930 წელს, სახელწოდებით კამარლინის რაიონი. 1945 წელს, რაიონს სახელი შეეცვალა და არტაშატის რაიონი ეწოდა.
1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2].
გეოგრაფია
1948 წლის 1 იანვარს, რაიონის ფართობი 378 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
1948 წელს, რაიონში შედიოდა 1 დაბა (არტაშატი) და 22 სასოფლო საბჭო: აზატავანის, აიღესტანის, არევშატის, ბაშპალინის, ვერინ-არტაშატის, ვერინ-დვინსკის, ვერინ-ნოვრუზლინის, ვოსტანის, დალარის, დარღალინის, ჯარშენის, ზოვაშენის, ლუსაკერტის, მასისის, მრგანუშის, მხჩიანის, ნერქინ-დვინსკის, ნერქინ-კამარლინის, ნორაშენის, საბუნჩინის, ტორპახკალინის, ჩილახანლინის, იუვინის[3].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| რაიონები | | |
---|
|
კურსივით გამოყოფილია გაუქმებული და შემდეგ აღარ აღდგენილი რაიონები. |
|