მეცამეტე დინასტია იყო მეთორმეტე დინასტიის პირდაპირი გაგრძელება, მიჩნეულია, რომ მეცამეტე დინასტიის დამაარსებელი და პირველი მმართველი სებეხოტეპ I მეთორმეტე დინასტიის ფარაონის ამენემჰეტ IV-ის ვაჟი იყო.[1]კიმ რაიჰოლტმა განაცხადა, რომ ორ დინასტიას შორის გამიჯვნამ გამოიწვია აღმოსავლეთის დელტაზე ახალი დამოუკიდებელი XIV დინასტიის დაარსება. რაც მისი თქმით ფარაონ ჰეფრუსებეკის მეფობის დროს მოხდა.[1] როგორც მეთორმეტე დინასტიის პირდაპირი მემკვიდრეები მეცამეტე დინასტიის ფარაონები მეფობდნენ მემფისიდან და მართავდნენ ზემო და ქვემო ეგვიპტეებს. მეცამეტე დინასტიის წარმომადგენლები დაახლოებით 154 წლის მანძილზე მეფობდნენ, მათი მმართველობა ძვ.წ. 1650 წელს დასრულდა, როდესაც მეთხუთმეტე დინასტიის წარმომადგენლებმა ჰიქსოსებმა მემფისი დაიპყრეს.[1]