ქაჰეჯეტი (ასევე ჰორ-ქაჰეჯეტი) — შესაძლოა იყოს ძველი ეგვიპტის მეფის (ფარაონის) ჰორის სახელი. ქაჰეჯეტი სავარაუდოდ ძველი სამეფოს პერიოდში მეფობდა და მესამე დინასტიის წევრად ითვლება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ქაჰეჯეტი ფარაონ თუტმოს III-ის არქაული გამოხატულებაა. მის სახელსა და მმართველობას ერთადერთი არტეფაქტი ფატარა სტელა ადასტურებს. სტელა დამზადებული კირქვისგან, უცნობია მისი წარმომავლობა, ასევე უცნობია თუ რამდენად ნამდვილი და სარწმუნოა იგი.
რესურსები ინტერნეტში