ჯედეხეპერუ — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეცამეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. კიმ რაიჰოლტისა და დერელ ბეიკერის მიხედვით ჯედეხეპერუ მეცამეტე დინასტიის მეჩვიდმეტე ფარაონი იყო. რაიჰოლტის მიხედვით მან დაახლოებით ორი წელი იმეფა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1772 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1770 წელს. ბეიკერის მიხედვით მან მხოლოდ რამდენიმე თვე იმეფა. ვერნერის მიხედვით ჯედეხეპერუმ ძვ.წ. 1760 წელს შვიდი თვის მანძილზე იმეფა, ხოლო შნეიდერის მიხედვით კი მან ძვ.წ. 1732 წლისთვის იმეფა.
რესურსები ინტერნეტში