აჰორისი (ასევე ჰაკორი, აკორისი, აქორისი) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეცხრე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა გვიანი პერიოდის დროს. აჰორისი ძვ.წ. 393 წლიდან ძვ.წ. 380 წლამდე მეფობდა, მან წინამორბედი პსამუტი ტახტიდან ჩამოაგდო და მოტყუებით თავი ოცდამეცხრე დინასტიის დამაარსებლის ფარაონ ნეფერიტ I-ის შვილიშვილად გამოაცხადა, რითაც საკუთარი თავის ლეგიტიმაცია მოახდინა. აჰორისმა 13 წლის მანძილზე იმეფა, მისი მეფობა იმიითა მნიშვნელოვანი, რომ ეგვიპტეში მისი მმართველობის დროს უამრავი შენობა აიგო, ასევე წინამორბედი ფარაონების ძეგლების დიდ ნაწილს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
რესურსები ინტერნეტში