სმენდესი — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეერთე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მესამე გარდამავალი პერიოდის დროს. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1077/1076 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1052 წელს. სმენდესი ტახტზე რამსეს XI-ის შემდეგ ავიდა, ძვ.წ. 1052 წელს კი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტის სამეფო ტახტზე ამენემნისუ ავიდა.
რესურსები ინტერნეტში