ჰოტეპიბრა ქემაუ სიჰარნეჯჰერიტეფი (ასევე ჰოტეპიბრა I ან ჰოტეპიბრა II) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეცამეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. კიმ რაიჰოლტისა და დერელ ბეიკერის მიხედვით ჰოტეპიბრა იყო მეცამეტე დინასტიის მეექვსე ფარაონი, რომელმაც ერთიდან ხუთ წლამდე იმეფა. შესაძლოა ჰოტეპიბრამ სამი წელი იმეფა, მისი მმართველობა კი ძვ.წ. 1791 წელს დაიწყო და ძვ.წ. 1788 წელს დასრულდა.
რესურსები ინტერნეტში