გურამ კანკავა (დ. 10 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. ნოემბერი, 1992, იქვე[1]) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს 1955 წლიდან. 1953-1959 წლებში იყო საქართველოს განათლების მუზეუმის მუშაკი, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“, გამომცემლობა „საქმედგამის“ რედაქტორი. 1959 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო