ანა მარია ლუიზა მედიჩი

ანა მარია ლუიზა მედიჩი
პფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 5 ივნისი, 1691
მმართ. დასასრული: 8 ივნისი, 1716
წინამორბედი: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 აგვისტო, 1667
დაბ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი: 18 თებერვალი, 1743, (75 წლის)
გარდ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
მეუღლე: იოჰან ვილჰელმი, პფალცის კურფიურსტი
სრული სახელი: ანა მარია ლუიზა დე’ მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა მარია ლუიზა დე’ მედიჩი (იტალ. Anna Maria Luisa de' Medici, გერმ. Anna Maria Luisa de' Medici; დ. 11 აგვისტო, 1667 — გ. 18 თებერვალი, 1743) — მედიჩთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ხელოვნების მფარველი, შექმნა მედიჩის ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი მემკვიდრეობით ძმისგან, ჯან გასტონეგან მიიღო და რომლებიც დღეისათვის უფიციში ინახება. აღსანიშნავია, რომ ამის მისაღებად მას პფალცის დატოვება და ფლორენციაში გადასახლება მოუწია, რადგანაც იმჟამინდელმა ახალმა ჰერცოგმა ასეთი ძვირფასეულობის დედაქალაქიდან გატანაზე უარი განაცხადა.

იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო III-ისა და მისი მეუღლის, ლუი XIII-ის ძმიშვილის, მარგარიტა ლუიზა ორლეანელის ერთადერთი ასული. მას შემდეგ, რაც ცოლად პფალცის კურფიურსტს, უკვე დაქვრივებულ იოჰან ვილჰელმს გაჰყვა ცოლად, იგი პფალცის კურფიურსტი გახდა და გერმანიაში გადასახლდა, სადაც მუსიკას მფარველობდა, რამაც პფალცის სამეფო კარს მუსიკალური ცენტრის რეპუტაცია მოუტანა. ვინაიდან იოჰან ვილჰელმს სიფილისი ჰქონდა, მათი კავშირიდან მემკვიდრე არ გამჩნდარა, რამაც ანა მარია ლუიზას ძმების უშვილობასთან ერთად მედიჩების დინასტიის საბოლოოდ შეწყვეტა გამოიწვია.

1713 წელს მისი ძმის, ფერდინანდოს უშვილოდ დაღუპვის შემდეგ, კოზიმო III-მ სამემკვიდრეო კანონები შეცვალა, რათა მის შემდეგ ტახტზე ანა მარია ლუიზა ასულიყო. ევროპელმა მონარქებმა ეს ყოველივე არ დაუშვეს, რის გამოც მის შემდეგ ტახტზე ჯან გასტონე მედიჩი ავიდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1737 წელს ტოსკანაში საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-მ თავისი სიძე, ფრანც ლოთარინგიელი გაამეფა, რის შემდეგაც ტოსკანას ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები მართავდნენ. ამის სანაცვლოდ, ავსტრიელემბა ანას ფლორენციაში ცხოვრების ნებაც დართეს და კომპენსაციის სახით ტოსკანის ნომინალური რეგენტის წოდება შესთავაზეს, რაზეც უარი განუცხადათ. 1743 წელს, ანა მარია ლუიზას გარდაცვალებით, საბოლოოდ შეწყდა მედიჩთა ოთხასწლოვანი დინასტია. იგი დაკრძალეს სან ლორენცოს ბაზილიკაში, რომელიც მისი ხელშეწყობით დაასრულეს.

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება და მშობლების კონფლიქტი

ანა მარია ლუიზა 1670 წელს უფიციში

ანა მარია ლუიზა დაიბადა 1667 წლის 11 აგვისტოს პიტის სასახლეში, ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის დიდ პრინც კოზიმო მედიჩისა და მისი ცოლის, მარგარიტა ლუიზა ორლეანელის მეორე შვილი და პირველი ასული. ცნობილია, რომ მასზე ფეხმძიმობის დროს, დედამისი მუცლის მოშლას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. მას სახელი დეიდამისის, მონპესიეს ჰერცოგინია ანა მარია ლუიზა ორლეანელის პატივსაცემად დაარქვეს. 1670 წელს მამამისი, კოზიმო III ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა.

მისი მშობლების კატასტროფული ურთიერთობა გაუთავებელი ჩხუბით შემოიფარგლებოდა. მარგარიტა ლუიზა ყველა შანსს იყენებდა კოზიმოს დასამცირებლად. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მან კოზიმოს პირდაპირ პაპის ლეგატის თვალწინ უწოდა „ცუდი საყვარელი“. მათი მტრობა 1674 წლის 26 დეკემბრამდე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ურთიერთობის დალაგებისა და შერიგების ყველანაირი მცდელობა ჩავარდა, კოზიმო დათანხმდა მისი ცოლის საფრანგეთში დაბრუნების იდეას. ამ დღეს შედგენილმა კონტრაქტმა, მარგარიტა ლუიზას ყველა პრივილეგია გაუუქმა ტოსკანაში და ასევე მისი მთელი ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ მედიჩებს დარჩებოდათ. ამის სანაცვლოდ, კოზიმომ მას პენსია გამოუყო 80, 000 ლივრის ოდენობით. 1675 წლის ივნისში, მარგარიტა ლუიზამ დატოვა ტოსკანა და საფრანგეთში გადასახლდა, რის შემდეგაც უკან აღარ დაბრუნებულა და აღარც შვილები უნახავს. ამის შემდეგ, ანა მარია ლუიზასა და მის ძმებს ბებია, ტოსკანის ქვრივი ჰერცოგინია ვიტორია დელა როვერე ზრდიდათ.

საქორწინო მოლაპარაკებები და ქორწინება

ანა მარია ლუიზა 1682-83 წლებში

1669 წლიდან, ანა მარია ლუიზა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ერთადერთი ვაჟის, დოფინ ლუი დე ბურბონის საცოლედ ითვლებოდა. კოზიმო III-ს, რომელსაც თავისი ცოლიდან გამომდინარე ფრანგები დიდად გულზე არ ეხატებოდა, არ სურდა თავისი ერთადერთი ასულის საფრანგეთის სამეფო კარზე გათხოვება. ამის გამო, მან ეს ნიშნობა ჩაშალა, თუმცა რეალური მიზეზები არასდროს უთქვამს. ყოველივე ამის შემდეგ, ანა მარია ლუიზა დაინიშნა პორტუგალიის მეფე პედრუ II-ზე. ახლა უკვე პორტუგალიელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებები, რადგანაც შიშობდნენ, რომ ანა მარია ლუიზას შეიძლებოდა დედის ტემპერამენტული ხასიათი გამოჰყოლოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები ბებიამისმა, ვიტორია დელა როვერემ ჩაშალა, რომელსაც მისი გათხოვება პორტუგალიაში არ უნდოდა.

პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და სავოიის ტახტის მემკვიდრეებთან არსებული ჩაშლილი საქორწინო მოლაპარაკებების შემდეგ, მისი ხელი ითხოვა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის ცოლის ძმამ, მოდენას ჰერცოგმა ფრანჩესკო II-მ. ეს მოლაპარაკებები საღვთო რომის იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა ჩაშალა, რომელმაც თავისი დაქვრივებული სიძის, პფალცის კურფიურსტ იოჰან ვილჰელმის სასარგებლოდ გააკეთა ეს. იოჰან ვილჰელმს აქამდე ცოლად ჰყავდა ლეოპოლდის უმცროსი ნახევარ-და, ერცჰერცოგინია მარია ანა იოზეფა ავსტრიელი, რომელიც ახალგაზრდა და უშვილო დაიღუპა, მას კი მემკვიდრე სურდა. ეს მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოოდ, ანა მარია ლუიზას საქმროდ სწორედ იოჰან ვილჰელმი შეარჩიეს. 1691 წლის 29 აპრილს, ანა მარია ლუიზა და იოჰან ვილჰელმი მარიონეტულად დაქორწინდნენ. ქორწილში მყოფი მემატიანე, აღგვიწერს პფალცის ახალი კურფიურსტინას გარეგნობას:

ვიკიციტატა
„ის საოცარი პიროვნებაა, მაღალია, აქვს ქათქათა კანი, მისი თვალები დიდი და აზრიანია, მისი თმა შავია, მისი პირი პატარაა, მაგრამ ტუჩები სავსე, მისი კბილები კი სპილოს ძვალივით თეთრი...“

პფალცის კურფიურსტი

კურფიურსტი იოჰან ვილჰელმი და კურფიურსტი ანა მარია ლუიზა მედიჩი 1708 წელს

1691 წლის 6 მაისს დიუსელდორფში (პფალცის დედაქალაქი) გაემგზავრა, სადაც მისი უმცროსი ძმა, ჯან გასტონეც გაჰყვა. იგი ქმარს ინსბრუკში შეხვდა, სადაც იოჰან ვილჰელმი გაოცებული დარჩა. ისინი აქვე დაქორწინდნენ და გზა ერთად განაგრძეს, ჯან გასტონე კი უკან გაბრუნდა. ამრიგად, ახალი კურფიურსტი ჩავიდა პფალცში, რომელიც მიმდინარე ცხრაწლიანი ომის გამო მიწასთან იყო გასწორებული. ეს ომი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის წამოწყებული იყო, რომელიც თავისი რძალს, ელიზაბეთ შარლოტა პფალცელს პფალცის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ აცხადებდა და ამრიგად ტახტისთვის იბრძოდა. ელიზაბეთ შარლოტა რეალურად პფალცის კურფიურსტთა უფროსი შტოს უკანასკნელი მემკვიდრე იყო და გარკვეულწილად ეკუთვნოდა ტახტი, თუმცა მისი ბიძაშვილი იოჰან ვილჰელმი და მისი დები, რომლებიც პორტუგალიის, ავსტრიის, პარმის, პოლონეთისა და ესპანეთის მონარქებზე იყვნენ დაქორწინებულები ამას მკაცრად უარყოფდნენ. მიუხედავად ამისა, ფრანგები პფალცის ქალაქების ნგრევას განაგრძობდნენ.

1692 წელს ანა მარია ლუიზა დაორსულდა, მაგრამ მალევე მოეშალა. ჩასვლისთანავე, მას თავისი ქმრისგან სიფილისი გადაედო, რის გამოც ისიც და მისი ქმარიც სამუდამოდ უშვილოები დარჩნენ. მიუხედავად ამისა, მათ ნამდვილად ჰარმონიული ქორწინება ჰქონდათ. ისინი დროს ბურთით თამაშში, მუსიკის მოსმენასა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობაში ატარებდნენ. იმის გამო, რომ ანა მარია მუსიკის დიდი მფარველი იყო, პფალცის სამეფო კარი ევროპის მუსიკალურ ცენტრად იქცა.

სულ მალე, ანა მარიამ თავისი უმცროსი ძმის, პრინცი ჯან გასტონესთვის ცოლის შერთვა მოისურვა, საცოლის შერჩევა კი თავად იკისრა. 1697 წლის 2 ივლისს, ჯან გასტონე დიუსელდორფში დაქორწინდა გავლენიან გერმანელ დიდებულზე, ეს იყო ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი. მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც 1708 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

1708 წელი არა მხოლოდ ჯან გასტონეს, არამედ ცხრაწლიანი ომის დასასრულიც აღმოჩნდა. ამ წელს დაიდო რიისვიკის ზავი, რითაც ლუი XIV-მ პფალცის კანონიერ კურფიურსტად იოჰან ვილჰელმი სცნო და დაუბრუნა დაკავებული ქალაქები. მეგობრული ურთიერთობების დამყარებისთანავე, პროტესტანტულ პფალცს ერთდროულად მიაწყდა 2 000 ფრანგი ჰუგენოტი, რომლებიც სამშობლოში იდევნებოდნენ. 1705 წლიდან, პფალცში ოფიციალურად ამოქმედდა რელიგიური თავისუფლების სისტემა.

ტოსკანური მემკვიდრეობა

ანა მარია ლუიზა მედიჩი

მისი უფროსი ძმის, ფერდინანდოს უშვილოდ გარდაიცვალების შემდეგ, კოზიმო III-ს სურდა მემკვიდრული ხაზის ცვლილება ისე, რომ ტახტი ჯან გასტონეს ნაცვლად ანა მარია ლუიზას დარჩენოდა. ამ გეგმას ევროპელ მონარქთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI, რომლის დაქვემდებარებაშიც ოფიციალურად შედიოდა ტოსკანა, იყო ერთადერთი მონარქი, რომელიც ამას მიემხრო, ვინაიდან მასაც მემკვიდრედ თავისი ასული, მარია ტერეზია ჰყავდა.

რამდენიმე წელიწადში, ტოსკანის მემკვიდრეობის საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კოზიმო III-ის უმცროსი ძმა, კარდინალი ფრანჩესკო მარია მედიჩიმ იქორწინა გუასტალას ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას ასულ ელეონორა გონძაგაზე, რომელთაც პრეტენზია გაუჩნდათ ტახტზე. თავად ფრანჩესკომ განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებისაკენ მიდიდოდა და სულ მალე ტოსკანას მემკვიდრეს გაუჩენდა. ბედის ირონიით, ამ ამბიდან ორ წელიწადში იგი უშვილოდ გარდაიცვალა.

1713 წელს, კოზიმომ შეადგინა ამ თემასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტახტის პირველი მემკვიდრე ჯან გასტონე იყო, მისი უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში კი ტახტი ანა მარია ლუიზას დარჩებოდა. ამან იმპერატორი კარლ VI აღაშფოთა, რომელმაც განაცხადა, რომ ტოსკანის დიდი საჰერცოგო საღვთო რომის იმპერიის პროვინცია იყო და მხოლოდ მას ჰქონდა მემკვიდრული ხაზის ცვლილების პრეროგატივა. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ანა მარიას შემდგომ მემკვიდრედ დასახელდა ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ცოლი, დედოფალი ისაბელ ფარნეზე, რომლის დიდი ბებიაც იყო ტოსკანის ჰერცოგის ასული მარგერიტა მედიჩი. 1716 წელს, კარლ VI-მ, რომელიც მუდმივად ცვლიდა მემკვიდრულ ხაზს, განაცხადა, რომ არჩევითი მემკვიდრეობა ჯობდა, თუმცა დასძინა, რომ ავსტრიასა და ტოსკანას მალე უნდა მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რათა გადაერჩინათ მედიჩის დინასტია.

1717 წელს, კოზიმომ გამოაცხადა, რომ ანა მარიას შემდეგ ტოსკანის მემკვიდრეობას მოდენას მმართველი ესტეები მიიღებდნენ. 1718 წელს კარლ VI-მ ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა მოდენასა და ტოსკანის გაერთიანება.

დაქვრივება და ფლორენციაში დაბრუნება

დაქვრივებული ანა მარია ლუიზა 1717 წელს განსვენებული ქმრის პორტრეტთან

1716 წლის 8 ივნისს, ოცდახუთწლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ, იოჰან ვილჰელმი გარდაიცვალა. დაქვრივებული ანა მარია ლუიზა, 1717 წლის ოქტომბერში ფლორენციაში დაბრუნდა. აქ ჩასული ანა მარია ლუიზა ძალიან მალე ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თავისი ძმის, ფერდინანდოს ქვრივთან, ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელთან. მის დაბრუნებას ვიოლანტე იმდენად ცუდად შეხვდა, რომ მან თავისი ძმისგან ნებართვა ითხოვა და დაუყოვნებლივ მიუნხენში დაბრუნდა. ჯან გასტონეს სურდა, რომ იგი ფლორენციაში ყოფილიყო, ამიტომაც იგი მალევე უკან ჩამოიყვანა. ორი ქალის ასეთი ურთიერთ მტრობის გამო, კოზიმო III-მ, ვინაიდან ანა მარია მისი მემკვიდრე იყო, ვიოლანტე ბეატრიქსს გათანაბრების მიზნით უბოძა სიენას გუბერნატორობა.

1718 წლის 4 აპრილს, ინგლისმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და ესპანეთმა ერთპიროვნულად აირჩიეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და ისაბელ ფარნეზეს უფროსი ვაჟი, დონ კარლოსი ტოსკანის ტახტის მემკვიდრედ. 1722 წელს, ანა მარია ლუიზას უკვე ოფიციალურად მოეხსნა მემკვიდრის სტატუსი, მიუხედავად თავად კოზიმო III-ის წინააღმდეგობისა. სწორედ ამ დროს, მარგარიტა ლუიზა ორლეანელი, ანა მარია ლუიზას დედა, პარიზში გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. ნაცვლად იმისა, რომ 1674 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მისი ქონება მის შვილებს გადასცემოდათ, ყოველივე ეს მის შორეულ ნათესავს, პრინცესა დე ეპინუას, ანუ ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელს გაუგზავნეს.

ჯან გასტონეს მმართველობა

1723 წლის 25 ოქტომბერს, გარდაცვალებამდე ექვსი დღით ადრე, კოზიმო III-მ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ტოსკანა დამოუკიდებლად დარჩებოდა. ამავე გადაწყვეტილებით, ტახტის პირველ-მეორე მემკვიდრეებად ჯან გასტონე და ანა მარია დასახელდნენ. დიდმა ჰერცოგმა ამრიგად გამოიყენა თავისი უფლება, თავად აერჩია მემკვიდრე. სამწუხაროდ, ევროპელებმა მისი უკანასკნელი სურვილი დააიგნორეს. ჯან გასტონესა და ანა მარიას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ანა მარიას მისი ლიბერალური პოლიტიკა აღიზიანებდა, ჯან გასტონე კი მას ადანაშაულებდა თავის უბედურ ქორწინებაში, რომელიც ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელთან ჰქონდა. ტახტზე ასულმა ჯან გასტონემ უარყო მამის ანტისემიტური პოლიტიკა და ებრაელებს თავისუფლება მიანიჭა. ამასთან, ანა მარია აიძულეს დაეტოვებინა პიტის სამეფო რეზიდენცია და ლა კიეტეს ვილაში გადასახლებულიყო. 1722-25 წლებში, ყოფილმა კურფიურსტინამ ეს ვილა ნამდვილ სასახლედ აქცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საუცხოო ბაღებითა და ქანდაკებებით. აქ მას ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა რელიგიური პირები.

ლა კიეტეს ვილა, ანა მარია ლუიზას რეზიდენცია ჯან გასტონეს მმართველობისას

მიუხედავად ორმხრივი ზიზღისა, ანა მარია და ვიოლანტე ბეატრიქსი ჯან გასტონეს სიძულვილმა გააერთიანა. ისინი ერთად მუშაობდნენ მისი სახალხო იმიჯის გაფუჭებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ძალიან ხშირად ვრცელდებოდა ცრუ ჭორები დიდი ჰერცოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ყოველივეს ანა მარია და ვიოლანტე ბეატრიქსი აკეთებდნენ, რაც ხალხს მარტივად სჯეროდა, რადგან ჯან გასტონე იშვიათად თუ ტოვებდა თავის სასახლეს. იგი ხალხში ბოლოს 1729 წელს გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის დღესასწაულზე. ერთმანეთის მოძულე რძალ-მული თანდათან თავის მხარეს იბირებდა ჯან გასტონეს მოკავშირეებს, რასაც ხშირი და საოცარი ბანკეტებით ახერხებდნენ. მათ დიდებულ ბანკეტებზე დასწრება დიდ პატივად ითვლებოდა ფლორენციელებში, სადაც მასპინძლები ტალახს ესროდნენ დიდ ჰერცოგს. ყოველივე ეს, 1731 წელს, ვიოლანტე ბეატრიქსის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

1736 წელს, ესპანეთის ინფანტი დონ კარლოს დე ბურბონი, პოლონეთის მემკვიდრეობის ომში მონაწილეობის მიღების გამო, მოხსნეს ტოსკანის ტახტის მემკვიდრის თანამდებობიდან. ამის შემდეგ მემკვიდრე საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის სიძე, ლოთარინგიის ჰერცოგი ფრანსუა III გახდა, რომელსაც გერმანელებმა ფრანც შტეფანი შეარქვეს. 1737 წლის იანვარში, ესპანეთის ჯარები, რომელთაც 1731 წლიდან მოყოლებული დაკავებული ჰქონდათ ტოსკანა, დაამარცხეს და გააძევეს ავსტრიელებმა, რომელთა 6,000 კაციანი ჯარიც ჩადგა ტოსკანაში.

ჯან გასტონე 1737 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა უშვილოდ. როგორც მის დას, ანა მარია ლუიზას ნომინალურად შესთავაზეს კრაონის პრინცის რეგენტობა, თუმცა მან უარი განაცხადა. ჯან გასტონეს მთლიანი ქონება, რომელიც 2,000,000 ლივრს, ხელოვნების ნიმუშების დიდ კოლექციას, დიდ მიწის ნაკვეთებს, სასახლეებსა და ურბინოს საჰერცოგოს მოიცავდა, მთლიანად ანა მარია ლუიზას დარჩა. ამავე წლის 31 დეკემბერს მან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ამ ყველაფრის ოფიციალური მფლობელი გახდა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი კვლავ ფლორენციაში დარჩებოდა და ქვეყნიდან არ გავიდოდა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

ხანში შესული ანა მარია ლუიზა

ტოსკანაში ფრანც შტეფანის გამეფებისთანავე, რომელმაც უარი განაცხადა აქ გადაცხოვრებაზე, ქვეყნის მმართველად ვიცე-მეფე დაინიშნა პრინც დე კრაონის სახით, რომელიც აქ არსებულ სიტუაცია ვულგარულს უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ კრაონი ფრანგი იყო, მაინც არ მოსწონდა ტოსკანაში არსებული ვითარება და იგი ხალხში მორალის ჩანერგვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. აღსანიშნავია, რომ ანა მარია ლუიზამ დაასრულა თავისი დიდი ბაბუის, ფერდინანდო I-ის მიერ 1604 წელს დაწყებული კაპელა დეის მშენებლობა, რომელიც კვირაში 1 000 ლივრი უჯდებოდა. ამასთან, წელიწადში ქველმოქმედებისათვის 4,000 ჰქონდა გამოყოფილი. თანამედროვე თვალსაზრისით ეს ახლანდელი 629,000 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტია. ასევე მისი ხარჯებით ჩაუტარდა რესტავრაცია სან ლორენცოს ბაზილიკას. რესტავრაციის დასრულებას იგი თავად ვეღარ მოესწრო, თუმცა ანდერძში გათვალისწინებული იყო, რომ მისი მემკვიდრეობიდან გარკვეული თანხა მის დასრულებას უნდა მოხმარებოდა. ანა მარია ლუიზა მედიჩი გარდაიცვალა 1743 წლის 18 თებერვალს, 75 წლის ასაკში, პიტის სასახლეში, ფლორენციაში. მის გარდაცვალებასთან ერთად, საბოლოოდ შეწყდა მედიჩების დინასტიაც, რომელიც ტოსკანაში ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან გაბატონდა. იგი დაკრძალეს ფლორენციაში, სან ლორენცოს ბაზილიკაში. მისი სასახლეები და მიწები მან ფრანც შტეფანს დაუტოვა, ხოლო დარჩენილი ფული, რომელიც 500,000-ს შეადგენდა თავის მეგობარსა და წარსულში მამამისის მრჩეველს, ჰერცოგ რანუციოს.

ანა მარია ლუიზას ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად მის მიერ გაფორმებული „საოჯახო პაქტი“ მიიჩნევა, რომლის მიხედვითაც, მედიჩების ნამდვილად უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის გატანა ვერ მოხერხდა და ის ფლორენციას დარჩა, რაც დღემდე განაპირობებს იმას, რომ ფლორენცია არ კარგავს ტურისტების ინტერესს. მისი გარდაცვალებიდან თექვსმეტი წლის შემდეგ გაიხსნა მამამისის დროს დაწყებული უფიცის გალერეა, სადაც წარმოდგენილია მედიჩების კოლექციაში შემავალი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.

1966 წელს ფლორენციაში მდინარე არნო ადიდდა და ნიაღვარი სან ლორენცოს ბაზილიკაშიც შევარდა, სადაც როგორც ცნობილია ანა მარია ლუიზას საფლავიც დაიტბორა. 2012 წელს მეცნიერებმა მისი საფლავი გახსნეს და მისი ძვლების გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ანა მარია ლუიზას გარდაცვალების მიზეზი სიფილისი გახდა.

წინაპრები

ტიტულატურა

ანა მარია ლუიზა მედიჩის გერბი
  • 11 აგვისტო, 1677 - 29 აპრილი, 1691: მისი უდიდებულესობა პრინცესა ანა მარია ლუიზა;
  • 29 აპრილი, 1691 - 8 ივნისი, 1716: მისი მოწყალე უდიდებულესობა კურფიურსტი პფალცისა და რაინისა;
  • 8 ივნისი, 1716 - 18 თებერვალი, 1743: მისი მოწყალე უდიდებულესობა ქვრივი კურფიურსტი პფალცისა და რაინისა;

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Read other articles:

Peta lokasi Marikina. Marikina adalah kota yang terletak di Metro Manila, Filipina. Kota ini memiliki populasi sebesar 479.394 jiwa. Kota ini memiliki 16 barangay. Pranala luar Philippine Standard Geographic Code Diarsipkan 2012-04-13 di Wayback Machine. lbsKota dan Munisipalitas Metro ManilaKotaCaloocan · Las Piñas · Makati · Malabon · Mandaluyong · Manila · Marikina · Muntinlupa · Parañaque · ...

 

Motor bakar dua langkah Motor bakar dua tak adalah mesin pembakaran dalam yang dalam satu siklus pembakaran akan mengalami dua langkah piston, berbeda dengan putaran empat-tak yang mengalami empat langkah piston dalam satu kali siklus pembakaran, meskipun keempat proses intake, kompresi, tenaga dan pembuangan juga terjadi. Mesin dua tak juga telah digunakan dalam mesin diesel, terutama dalam rancangan piston berlawanan, kendaraan kecepatan rendah seperti mesin kapal besar dan mesin V8 untuk t...

 

Jendela Dunia世界之窗Shenzhen MetroNama lainShijiezhichuangLokasiDistrik Nanshan, Shenzhen, GuangdongChinaOperatorSZMC (Shenzhen Metro Group)Jalur Galat Lua: expandTemplate: template "SZM lines" does not exist. Galat Lua: expandTemplate: template "SZM lines" does not exist. Jumlah peron4 (2 peron samping dan 1 peron pulau)Jumlah jalur4KonstruksiJenis strukturBawah tanahAkses difabelYaSejarahDibuka28 Desember 2004Penumpang57.746 per hari (2015)(peringkat 8 dari 118)[...

بيرغيش غلادباخ    علم شعار الاسم الرسمي (بالألمانية: Bergisch Gladbach)‏    الإحداثيات 50°59′30″N 7°08′12″E / 50.991666666667°N 7.1366666666667°E / 50.991666666667; 7.1366666666667   [1] تقسيم إداري  البلد ألمانيا[2][3]  خصائص جغرافية  المساحة 83.09 كيلومتر مربع (31 ديسمبر 2017)&...

 

1st century AD Roman geographer De situ orbis redirects here. For the Carolingian treatise, see Anonymus Leidensis. Reconstruction of Pomponius Mela's world map by Konrad Miller [de] (1898) Pomponius Mela, who wrote around AD 43, was the earliest known Roman geographer. He was born in Tingentera (now Algeciras) and died c. AD 45. His short work (De situ orbis libri III.) remained in use nearly to the year 1500.[1] It occupies less than one hundred pages of ordinary p...

 

Questa voce o sezione sull'argomento centri abitati della Spagna non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Soto y Amíocomune Soto y Amío – Veduta LocalizzazioneStato Spagna Comunità autonoma Castiglia e León Provincia León TerritorioCoordinate42°46′00.12″N 5°52′59.88″W&...

Campeonato Brasileiro Série A 2022[1]Brasileirão Assaí 2022 Competizione Campeonato Brasileiro Série A Sport Calcio Edizione 66ª Organizzatore CBF Date dal 10 aprile 2022al 13 novembre 2022 Luogo  Brasile Partecipanti 20 Formula Girone all'italiana Risultati Vincitore Palmeiras(11º titolo) Retrocessioni CearáAtl. GoianienseAvaíJuventude Cronologia della competizione 2021 2023 Manuale Il Campeonato Brasileiro Série A 2022 (in italiano: Campionato Brasiliano Serie...

 

Disambiguazione – Passat rimanda qui. Se stai cercando altri significati, vedi Passat (disambigua). La neutralità di questa voce o sezione sull'argomento automobili è stata messa in dubbio. Motivo: da rivedere totalmente, la forma è più adatta a un dépliant Per contribuire, correggi i toni enfatici o di parte e partecipa alla discussione. Non rimuovere questo avviso finché la disputa non è risolta. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Volkswagen Passat Desc...

 

American writer and lawyer (1889–1970) Erle Stanley GardnerGardner in 1966Born(1889-07-17)July 17, 1889Malden, Massachusetts, U.S.[1]DiedMarch 11, 1970(1970-03-11) (aged 80)Temecula, California, U.S.Pen nameA. A. Fair, Carl Franklin Ruth, Carleton Kendrake, Charles M. Green, Charles J. Kenny, Della Street, Edward Leaming, Grant Holiday, Kyle Corning, Les Tillray, Robert Parr, Stephen CaldwellOccupationLawyer, writerEducation Palo Alto High School (1909) Valparaiso University Sc...

Japanese military trainer aircraft prototype KAT-1 Role Two seat primary training aircraftType of aircraft National origin Japan Manufacturer Kawasaki First flight 11 February 1954 Number built at least 2 The Kawasaki KAT-1 is a Japanese primary trainer, seating two in tandem, designed to compete for a Japanese Air Defense Force (JADF) contract in the mid-1950s. Only two were completed. Design and development The KAT-1 was designed as a primary trainer for the JADF in competition with the Fuj...

 

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

 

American government agency Not to be confused with ARPA-I. This article may require copy editing for grammar, style, cohesion, tone, or spelling. You can assist by editing it. (June 2023) (Learn how and when to remove this message) This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (June 2023) Intelligence Advanced Research Projects ActivityAgency overviewFormed2006JurisdictionUnited States GovernmentHeadquartersIntellige...

2-га окрема бригада Засновано 10 лютого 1992Країна  УкраїнаВид  Національна гвардіяУ складі Західне ОТОБазування підрозділів Львів, Рівне, Тернопіль, ЗапоріжжяРічниці 1 липня[1]Військові конфлікти Війна на сході України Бої за ДебальцевеПочесні найменування «Г...

 

Diagram of a RKE eyepiece developed by Rank David Herr Rank (January 2, 1907 – January 17, 1981) was an American spectroscopist. Rank was born in Annville, Pennsylvania and attended Lebanon Valley College in his hometown.[1] He pursued graduate study at Pennsylvania State University beginning in 1930 and joined the faculty in 1935.[2] Rank was appointed the Evan Pugh Professor in Physics in 1961.[3] He retired in 1972 and died at Centre County Community Hospital in S...

 

Patung Kupu-Kupu BantimurungLetakDusun Bantimurung, Desa Jenetaesa, Kecamatan Simbang, Kabupaten Maros, Indonesia Patung Kupu-Kupu Bantimurung[1][2] atau juga dikenal dengan nama Patung Papilioblumei adalah salah satu patung ikonik yang terdapat di Kabupaten Maros. Patung ini dekat dengan Patung Monyet Bantimurung yang berada di atas pintu gerbang kawasan Taman Wisata Alam Bantimurung. Patung ini berbentuk kupu-kupu spesies papilioblumei yang berukuran raksasa.[3] Papi...

Carlos FierroNazionalità Messico Altezza173[1] cm Peso64[1] kg Calcio RuoloAttaccante Squadra Leones Negros UdeG CarrieraGiovanili 2001-2006 Dorados de Los Mochis2006-2011 Guadalajara Squadre di club1 2011-2016 Guadalajara121 (8)2016→  Querétaro22 (2)2016-2018 Guadalajara17 (1)2018 Cruz Azul13 (1)2018-2019→  Monarcas Morelia22 (0)2019-2021 S.J. Earthquakes54 (6)2022-2023 Juárez11 (1)2023- Leones Negros UdeG8 (0) Naz...

 

Pour les articles homonymes, voir Giurgiu (homonymie). GiurgiuNom local (ro) GiurgiuGéographiePays  RoumanieJudeț Giurgiu (chef-lieu)Chef-lieu Giurgiu (d)Baigné par DanubeSuperficie 46,94 km2Altitude 25 mCoordonnées 43° 54′ N, 25° 58′ EDémographiePopulation 54 551 hab. (2021)Densité 1 162,1 hab./km2 (2021)FonctionnementStatut Municipalité de Roumanie (en), chef-lieu de județ (d)Chef de l'exécutif Adrian-Valentin Anghelescu (d) (d...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。 出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: グンナー・グレン – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL (2017年2月) グンナー・グレン 1958年のグレン名前愛�...

У этого топонима есть и другие значения, см. Школьная улица. Школьная улица Общая информация Страна Россия Город Санкт-Петербург Район Пушкинский Исторический район Шушары Протяжённость 750 м (по проекту 1,6 км) Населённый пункт Шушары  Медиафайлы на Викискладе Шко́льна�...

 

إعلي ولد محمد فال مناصب رئيس موريتانيا (6 )   في المنصب3 أغسطس 2005  – 19 أبريل 2007  معاوية ولد سيدي أحمد الطايع  سيدي محمد ولد الشيخ عبد الله  معلومات شخصية الميلاد سنة 1953   نواكشوط  الوفاة 5 مايو 2017 (63–64 سنة)[1][2]  الزويرات[2]  سبب الوفاة نوبة �...