რაინის პფალცგრაფების ნახევრადდანგრეული რეზიდენცია — ჰაიდელბერგის ციხესიმაგრე
პფალცის საკურფიურსტო ან (შემოკლებით) კურპფალცი (გერმ. Kurpfalz , ძველ წყაროებში „Churpfalz“ ან „Wahlpfalz“ ) — 1803 წლამდე საღვთო რომის იმპერიის ფარგლებში არსებული ტერიტორიული წარმონაქმნის სახელწოდება, რომლის დედაქალაქიც თავიდან იყო ჰაიდელბერგი , შემდეგ კი — მანჰაიმი . 1214 წლიდან პფალცს მართავდნენ უფროსი ხაზის ვიტელსბახები .
რაინის პფალცსაგრაფო (გერმ. Pfalzgrafschaft bei Rhein ), ასევე რაინის პფალცი (გერმ. Rheinische Pfalzgrafschaft ), წარმოიქმნა რაინ -ლოტარინგიის პფალცსაგრაფოსგან და გვიანი შუა საუკუნეებიდან მდებარეობდა ზემო რაინის რეგიონის შუა ნაწილში. ბოჰემიის სამეფოსთან ერთად რაინის პფალცგრაფი საერო კურფიურსტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფროსი იყო.
კურპფალცის ქვეშ მოიაზრება არა რომელიმე მკაფიოდ გამოყვეთილი გეოგრაფიული ან ეთნოგრაფიული რეგიონი, არამედ „ნაჭრის საბანი“. ტერიტორიის ბირთვი მდებარეობდა რაინის შუა დინების ორივე მხარეს, ჰურსიუკიდან ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ მოსბახთან ოდენვალდის აღმოსავლეთ ფერდამდე და კრაიხგაუს სამხრეთ ნაწილში, ბრეტენთან , კნიტლინგენსა და მაულბრონის მონასტერთან ახლოს.
კურპფალცში შედიოდა თანამედროვე ბადენ-ვიურტემბერგის , რაინლანდ-პფალცის , ჰესენის , ბავარიის (ზემო პფალცი ), ზაარლანდის ფედერალური მიწების ტერიტორიები, ასევე ამჟამად საფრანგეთის კუთვნილი ელზასის რეგიონი.
რესურსები ინტერნეტში